Home რუბრიკები საზოგადოება გამოქვეყნებული სტატიის კვალდაკვალ

გამოქვეყნებული სტატიის კვალდაკვალ

616
გამოქვეყნებული სტატიის კვალდაკვალ

ჩვენს გაზეთში (“საქართველო და მსოფლიო” #42, 2018.) დაბეჭდილი სტატიის შემდეგ, რომელიც სპორტის ფედერაციების დაფინანსებასა და ნაჩვენებ შედეგებს შეეხებოდა, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ვასიკო ბერიშვილი დაგვიკავშირდა.

ბატონმა ვასიკომ გვითხრა, რომ გაზეთში მოყვანილი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და ფედერაციას, ჩვენ მიერ დაწერილი 1.3 მილიონი ლარის ნაცვლად, ნახევარმილიონიანი დაფინანსება აქვს. რაც შეეხება შედეგებს, მან მძლეოსან სპორტსმენთა მიერ სხვადასხვა წელს ნაჩვენები შედეგები გამოაქვეყნა. დაფინანსებას რაც შეეხება, მართალია ის, რომ ფედერაციას წლიურად მხოლოდ 500 ათასი აქვს, მაგრამ… სპორტის სამინისტროს მიერ ჩვენთვის გადმოგზავნილ დოკუმენტში მითითებულია სწორედ მილიონ სამასი ათასი ლარი და შესაბამისად, რატომ არ იღებს მძლეოსნობის ფედერაცია იმ ოდენობის თანხას, რომელიც სპორტის სამინისტროს აქვს გაწერილი, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვენდეთ სპორტის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს და დანარჩენი უკვე თვითონ უნდა გაარკვიონ. ჩვენ ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ ოფიციალურ წერილში სპორტის სამინისტრომ სწორედ ჩვენ მიერ დასახელებული ციფრები მოგვაწოდა. რაც შეეხება შედეგებს:

* 2015 წელს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სიგრძეზე ხტომაში ბაჩანა ხორავამ მესამე ადგილი დაიკავა, მეოთხე ადგილი აიღო ლაშა ღულელაურმა, ხოლო დავით ხარაზიშვილმა მოიპოვა რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მარათონულ რბენაში;

* ბაქოში გამართულ ევროპის პირველ თამაშებზე ვალენტინა ლიაშენკომ სიმაღლეზე ხტომაში მეორე ადგილი აიღო, ნიკა კარტავცევმა კი შუბის ტყორცნაში მოიპოვა მეორე ადგილი;

* 2016 წელს, ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე, რომელიც მალტაში გაიმართა, ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში პირველი ადგილი დაიკავა. 2017 წელს ქართული გუნდი გადავიდა მეორე ლიგაში;

* მიმდინარე წელს ნაჩვენები შედეგები ასეთია: ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში პირველი ადგილი აიღო, ბაჩანა ხორავამ ას მეტრზე რბენაში _ მესამე ადგილი, ხოლო სოფიო შათირიშვილმა ბირთვის კვრაში იმავე ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here