მთავარი საქართველო გამოკითხულთა 89% ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

გამოკითხულთა 89% ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

277
გააზიარეთ
გამოკითხულთა 89% ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89%-ს შეადგენს, ხოლო ჯარის _ 87%-ს.

სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 %, პოლიცია – 52%, ადგილობრივი ხელისუფლება – 48%, საჯარო განათლების სისტემა – 40%, პარლამენტი – 37%, მინისტრთა კაბინეტი – 35%, ცესკო – 34%, პრემიერმინისტრის ოფისი – 33%, პრეზიდენტის ოფისი – 33%, გუბერნატორები – 27%, პოლიტიკური პარტიები – 26%, პროკურატურა – 25%, ეროვნული ბანკი – 25%, სასამართლოები – 23%, პროფკავშირები – 18%.

IRI-ის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა ჩაატარა 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება პლუს-მინუს 2.5%-ს შეადგენს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here