გაეროს ექსპერტების პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 2 მლრდ კაცით მოიმატებს და 9,9 მლრდ–ს მიაღწევს.
მოსახლეობის რაოდენობა შედარებით მოიმატებს ე.წ. განვითარებად ქვეყნებში, ხოლო ე.წ. ოქროს მილიარდის სახელმწიფოებში (განვითარებული ქვეყნები) პრაქტიკულად არ შეიცვლება (1,3 მლრდ). ყველაზე მეტად მოსახლეობა მოიმატებს აფრიკასა (1,2 მლრდ-ით) და აზიაში (705 მლნ-ით), ევროპის მოსახლეობა კი შემცირდება (გამონაკლისი იქნება დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია და შვედეთი). გაერო მოსახლეობის შემცირებას ვარაუდობს კუბაზე, იამაიკაზე, იაპონიაში, ლიბანში, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მლნ-იდან 3,5 მლნ-მდე შემცირდება.
un.org–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა