მთავარი მსოფლიო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაზე

1374
გააზიარეთ
გაერო

Reuters-ი იუწყება, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.

128 ქვეყანამ მოუწოდა აშშ-ს, უარი თქვას ებრაელთა სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა, ამერიკელებს  მხოლოდ 9 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

21 დეკემბერს გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ 180 ქვეყანაში თავის კოლეგებს დაუგზავნა გაფრთხილება იმ შედეგების შესახებ, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ გენერალური ასამბლეის სხდომაზე საკითხზე კენჭისყრის დროს ხმის “არასწორად” მიცემას. `აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ კენჭისყრას და გვთხოვს, ჩავაბაროთ ანგარიში იმ ქვეყნების თაობაზე, რომლებიც ხმას ჩვენ წინააღმდეგ მისცემენ. ჩვენ გავითვალისწინებთ თითოეულ ხმას აღნიშნულ საკითხზე~, _ ნათქვამია წერილში, რომლის უტყუარობა ოთხი ქვეყნის დიპლომატებმა დაადასტურეს, იუწყება `ასოშიაიტედ პრესი~.

სამი დღის წინათ აშშ-მა გამოიყენა ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის საწინააღმდეგოდ, რომლითაც არაკანონიერად იყო მიჩნეული იერუსალიმის არსებული სტატუსის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.

ისრაელმა იერუსალიმი თავის დედაქალაქად აღიარა დამოუკიდებლობისთვის ომის დამთავრების შემდეგ _ 1949 წელს. 1967 წელს, ექვსდიანი ომის შედეგად, მან ხელთ იგდო აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ იერუსალიმს შეუერთა, მაგრამ გაერომ ეს არ აღიარა. ისრაელთან დილომატიური ურთიერთობის მქონე სახელმწიფოებს თავიანთი საელჩოები აქვთ, ძირითადად, თელ-ავივში, რამათ-განსა და გერცლიში.

1 COMMENT

  1. Nutu Bıblıa maınc ar cacıkktxavt? Çvenı Upalı IESO xom Ierusalımşı gaakres Cvarze! Bıblıa mocmobs tavıstavad rom Ierusalımı Israels ekutvnıs! Rac Gmertısgan arıs mas ver şecvlıs veravın da veraperı!⛄

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here