Home სხვადასხვა დაიჯესტი “გაეთრიეთ ჩვენი ქუჩებიდან”

“გაეთრიეთ ჩვენი ქუჩებიდან”

289
ბოსტონში ჰეტეროსექსუალების მარში კონტრაქციის მონაწილეებმა დაარბიეს

ბოსტონში ჰეტეროსექსუალების მარში კონტრაქციის მონაწილეებმა დაარბიეს

31 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მიზნით, ჰეტეროსექსუალების მარში გაიმართა, თუმცა ღონისძიებაზე კონტრაქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რის შედეგადაც პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

მარშის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით: “მშვენიერია, იყო ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის”, “ მხარს ვუჭერთ ჩვენს ჯარს”, “ავაშენოთ კედელი და დანაშაული შემცირდება”.

კონტრაქციის მონაწილეებმა მარშის მონაწილეები შეურაცხყვეს და სკანდირებდნენ: “გაეთრიეთ ჩვენი ქუჩებიდან, თუ არ არის სამართლიანობა _ არ არის მშვიდობა”. ბოსტონის მერმაც დაგმო ჰეტეროსექსუალების მარში და მცხოვრებლებს მოუწოდა, სხვა წვეულებებსა და ღონისძიებებს დასწრებოდნენ, რომლებიც ამ მომენტში ქალაქში აღინიშნებოდა. ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, მარშზე 34 ადამიანი დააკავეს, 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 4-მა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ღონისძიების ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ ჰეტეროსექსუალების აღლუმს კიდევ გამართავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here