მთავარი პოლიტიკა გაავებულ დათვს ბაბაია თუ არ დაუძახე, “ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”

გაავებულ დათვს ბაბაია თუ არ დაუძახე, “ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”

3826
გააზიარეთ
გაავებულ დათვს ბაბაია თუ არ დაუძახე, “ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”

საოცარი რამ ხდება: ფაშიზმზე გამარჯვების 75- წელსტოლერანტულევროპაში ნაციზმი იწყებს აღორძინებას. ღიად, დაუფარავად, უძღები და ყველაფრის მკადრებელი ელექტრონული მედიის მილიონობით ეკრანზე სენსაციური სიუჟეტების დემონსტრაციით.

ესპანეთში სახალხო კარნავალის მონაწილეთა ერთი ნაწილი, ნაცისტური არმიის უნიფორმიანი ახალგაზრდების ჯგუფი ფეხაწყობილი, ხალისიანად მიაბიჯებს შუა ქუჩაში თოფებმომარჯვებული. მათ მოჰყვებიან საკონცენტრაციო ბანაკების ზოლიან, სტილიზებულ ტანსაცმელში გამოკოხტავებული, მხიარული, მოტინგიცე ასულები, ენერგიით სავსე დიაცნი. მოდიან, მოცეკვავენ დავითის ვარსკვლავიანი თეთრი დროშებით _ მხრებზე მაღლა აქნეული ფეხები, მოდურად გაჭრილი შარვლის ტოტების ფრიალი.

ბელგიაში (იქაც კარნავალია) შავ, ორფეხა, ჰასიდების შავი შტრაიმლებით თავდამშვენებული, ჭიანჭველებად წარმოდგენილი ებრაელების კომიკური როკვა. ნაცისტური ქვეტექსტით _ ესენი ხომ ადამიანები არ არიან: მოფუსფუსე მწერები.

პოლონეთში ებრაელს მიმსგავსებული მუქთახორა ფუტკრის ფიტულს მიწაზე დაანარცხებენ, გულ-მუცელს გამოუღადრავენ, სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებენ და დაწვავენ. ბოლოს “აგვიხსნიან” _ იუდა იყოო.

კიევში ებრაელი ერის ჯალათების _ ბანდერასა და შუხევიჩის პორტრეტებითა და ანთებული ჩირაღდნებით მსვლელობას მართავენ უკრაინელი ნაცისტები. მსგავსი მარშები ბალტიისპირეთში ყოველ 16 მარტს ეწყობა.

რის ხოლოკოსტი, რა ხოლოკოსტი!

რა გაცინებთ, უბედურებო?!

რა არის ეს _ ევროპული უნიჭო ბერიკაობა თუ ნაცების მიერ მილიონობით ნაწამები, გაზის კამერებში მოწამლული, დახვრეტილი, კბილებამოგლეჯილი და ყელგამოღადრული ებრაელების ხსოვნის შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა?!

დაცინვა!

უნგრეთში ამგვარი “ღონისძიებების” ავტორები და ორგანიზატორები აცხადებენ, რომ (მიაქციეთ ყურადღება!) დაცინვის ობიექტად ყოფნა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

ევროპაში მიმდინარეობს ცნებათა ჩანაცვლების პროცესი. დღეს იქ ნაცისტებად მიიჩნევენ მათ, ვინც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის, მხარს უჭერს ნაცუმცირესობათა უფლებების გაფართოებას, ვინც იცავს თავისი ერის იდენტურობას და ა.შ.

თავიანთ ამ გაუკუღმართებულობას ნერგავენ ხალხში, ისე, როგორც, მაგალითად, ერთ ახალ, ოსკაროსან ფილმშია: ბოროტი საბჭოთა მებრძოლები ხოცავენ გერმანელებს, ამერიკელები კი გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან ომი სწორედ მათ მოიგეს.

ორივე პროპაგანდისტული კურდღელი ერთდროულად ყურებით ჰყავთ დაჭერილი.

გაავებულ დათვს ბაბაია თუ არ დაუძახე, “ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”

ვროცლავის, პრაღისა და დრეზდენის _ ამ წარმოსახვითი სამკუთხედის ცენტრში, საზღვრების გადაკვეთაზე იმართება ნაცისტების ფესტივალი, ღია და დახურული ღონისძიებებით, სახელწოდებითფარი და მახვილი”, რომლის მონაწილეებს ასწავლიან, როგორ უნდა მიიზიდონ ახალგაზრდობა ფაშისტურ ორგანიზაციებში. ერთერთი პრინციპი .. უგნური ტოლერანტობაა, “ახალი ევროპული ტოლერანტობა”. ეს ფესტივალი აღდგომის წინ იმართება, მარხვის დაწყებამდე, მიტევების დღემდე _ მიუტევეთ ესესელებს!

ფაშისტების კარნავალია! რომელიც გაავებული რუსოფობიის ფონზე მიმდინარეობს. ისტორიის გაყალბება იქამდე მიჰყავთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებას აბრალებენ ორ ტოტალიტარულ სახელმწიფოს _ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს. ვითომ არც ყოფილა 1941 წლის 22 ივნისი _ საბჭოთა კავშირზე გერმანიის ვერაგული თავდასხმის სისხლიანი თარიღი.

_ რა ხდება?!

ამ შეკითხვას უპასუხებს იაკობ კედმი, ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე და ანალიტიკოსი, რომლის საუბარი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესოა.

მაშ, მოვუსმინოთ:

_ ნაციზმი ევროპამ შვა და გამოზარდა. მხარს უჭერს დღესაც. ნაციზმი, არაერთხელ მითქვამს, ცივილიზაციის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია. ის ევროპა არსად გამქრალა. აქამდე გაყუჩებული იყო მხოლოდ. ეს ერთი მხარეა. მეორე ნაწილი ევროპის, რომელიც ყოველთვის იყო და რჩება, რუსეთის მიმართ შიშით გამოირჩევა და რუსეთის დელეგიტიმაციას ესწრაფვის.

ერთ, ნაკლებად ცნობილ მაგალითს დავასახელებ. ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში ბრიტანელები მისი შექმნის საწინააღმდეგო სხვა მიზეზებთან ერთად პროსაბჭოთა სახელმწიფოდ მის ორიენტაციას ასახელებდნენ, რადგან ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩამოსულებით იყო დასახლებული.

1946-1947 წლებია.

ამერიკული ისტებლიშმენტი სრულად, არმია, პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (რომელიც იმ დროს უკვე შექმნილი იყო) არწმუნებდნენ პრეზიდენტს, მხარი არ დაეჭირა ამ იდეისთვის.

ისინი, ვინც ომის დროს დაჩოქილი ევედრებოდნენ სტალინს, გაეძლიერებინა სამხედრო აქტივობა რაც შეიძლება მალე ფაშისტების დასამარცხებლად, ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელთა სახელმწიფოს შექმნას, უწინარესად, დიდი ბრიტანეთი, კულტურული ქვეყანა. იმიტომო, რომ იგი (ისრაელი) ევროპაში საბჭოთა გავლენის გამავრცელებელი გახდებაო. კიდევ კარგი, რომ აშშ-ის პრეზიდენტს თავისი ინტერესი ჰქონდა და მან ამ ყველაფერს (რჩევებსა და შეგონებებს) მიაფურთხა.

ის, რაც დღეს ხდება, ბუნებრივია. თანაც, ნაწილობრივ რუსეთის ბრალიც არის.

ყველა გამოდის და ლაპარაკობს ესტონელებზე, რომლებიც ნაცისტებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ასჯერ მეტი ესტონელი იბრძოდა წითელი არმიის რიგებში. საბჭოთა კავშირის გმირი რამდენი ესტონელი დაიღუპა ომში და რამდენი გადარჩა, ამაზე არავინ ხმას არ იღებს.

რატომაა შეუძლებელი, დავუპირისპიროთ ერთი მხარე მეორეს, როგორც ეს რეალურ ისტორიაში იყო ისე?

ამიტომაა, რომ დღეს ყველას ესტონელებზე სტერეოტიპული შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდა ესტონელი ნაცისტების აღლუმების გავლენით.

ომი რომ დაიწყო, ლატვიელების არმია ჯერ კიდევ არსებობდა. ლატვიელთა ბატალიონები იბრძოდნენ წითელი არმიის რიგებში. ისინი, ვინც იბრძოდა და დაიღუპა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში, “ტყის ძმებზე” _ ამ გარეწრებზე ათასჯერ მეტნი არიან.

ლიტველების დივიზიაც იბრძოდა თავგანწირვით, ხოლო ის გარეწრები (“ტყის ძმები”) მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ.

ამაზე არავინ ლაპარაკობს.

სიმართლე არის ის, რომ ევროპა იმდენად ნაციზმს კი არ ებრძოდა, რამდენადაც საკუთარ კომუნისტებს. დაუნდობლად ებრძოდნენ მათ აღმოსავლეთ ევროპაში _ პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, რუმინეთში, უნგრეთში, ყველა ქვეყანაში.

ყველანი გაქრნენ.

_ არავინ არაფერს ამბობს, სად გაქრნენ ამ ქვეყნების კომუნისტები.

_ ისინი გაანადგურეს. ხოცავდნენ კომუნისტებსა და ებრაელებს. ამიტომ იყო, რომ ომის შემდეგ პოლონეთში კომუნისტები თითქმის აღარ დარჩნენ. ისინიღა გადარჩნენ, რომლებიც “არმია ლუდოვასა” და “არმია კრაიოვას” რიგებში იბრძოდნენ.

საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობა ვისგან შედგებოდა? _ კომუნისტებისგან.

დაავიწყდათ ეს ყველაფერი!

იტალიაში პარტიზანული რაზმები კომუნისტებისგან შედგებოდა, იუგოსლავიაშიც. ტიტოს რაზმებში ძირითადად კომუნისტები იბრძოდნენ, ალბანეთში კომუნისტები იბრძოდნენ, საბერძნეთშიც. მათ ინგლისელები გაუსწორდნენ ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მხარდაჭერით, რომლებიც ომის შემდეგ რაღაც ხერხებით გაამართლეს. ამაზეც არავინ ლაპარაკობს სიმართლეს.

უთხარით ხალხს, ვინ იბრძოდა ნამდვილად.

რას ამბობენ ახლა ისინი, ვინც განსჯის ბორის ჯონსონის, ტრამპის, იაპონიის პრემიერმინისტრის შესაძლო ჩასვლას მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე? როგორ შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთო ქვეყანას, რომელიც ყველას ებრძვისო? ის, რაც თვითონ შექმნეს, რუსეთს გადააბრალეს: რუსეთმა შექმნა “ალ ქაიდა”, რუსეთმა შექმნა “ისლამური სახელმწიფო”, რუსეთმა შექმნა “ძმები მუსლიმები”, რუსეთმა დაიწყო ათი წლის წინათ სამოქალაქო ომი სირიაში. ეს ბოდვა აქსიომად აქციეს, დაიჯერეს და სხვებსაც აჯერებენ.

_ ჩასაფრებული ადამიანები იტყვიან: კედმიმ აღიარა, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა შექმნა. მათ ჭკუა არ ეყოფათ, გაიხსენონ, ვინ ქმნიდა ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს.

_ მე არ ვლაპარაკობ ჭკუანაკლულებისთვის. უსარგებლოა მათთან საუბარი. მე ვლაპარაკობ მათთვის, ვისაც ჭკუის ნატამალი მაინც შერჩა. საჭიროა სიმართლის თქმა ბოლომდე და სრულად.

უნდა ვუთხრათ, მაგალითად, ლატვიელებს _ თქვენ გაგათავისუფლეს თქვენმა თანამემამულეებმა და არა იმ ნაძირალებმა _ “ტყის ძმებმა”. მგონი, რუსეთსაც გამოადგება ის, რაც ერთხელ ბენ გურიონმა (ისრაელის პირველი მთავრობის პრემიერმინისტრი) განაცხადა: მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან გაეროში ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, ებრაელები, ჩვენს ქვეყანაში”.

* * *

ისტორიულ სიმართლეს სრულად დღეს, ალბათ, არც ერთი ქვეყანა არ ამბობს. საყველპურო დებულება _ “ისტორია იტყვის სიმართლეს” _ უთუოდ ამის გასამართლებლად არის დიდი ხნის წინათ მოგონილი.

გამარჯვებულმა ქვეყნებმა ნიურნბერგამდე მოილაპარაკეს, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას არ იქნება ნახსენები ორი თემა _ მიუნხენის შეთქმულება და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. რამდენიმე სხვა თემაც აკრძალეს. შეთანხმდნენ, რომ, თუ ბრალდებულთაგან რომელიმე ამ თემას შეეხებოდა, მაშინვე გამოურთავდნენ მიკროფონს.

პოლიტიკური ინტერესი ამას კარნახობდა.

როცა გერინგმა დაიწყო ლაპარაკი რასიზმზე ამერიკულ საზოგადოებასა და არმიაში, სეგრეგაციაზე, ზედამხედველმა შეაჩერა და უთხრა, რომ სასამართლოს დარბაზშივე გაუხეთქავდა თავს.

ყოველი ქვეყანა თავის ისტორიას საკუთარი თვალით უყურებს. მეტიც, მსოფლიო მოვლენების ეროვნული ვერსია ყოველ ქვეყანას თავისი აქვს.

გერმანელებისთვის, მაგალითად, 8 მაისი ნაციზმისგან გათავისუფლების დღეა.

ბალტიისპირელებს, ალბათ, აქვთ თავიანთი ვერსია, რომელსაც არ ასაჯაროებენ, რატომ ამოწყდნენ ებრაელები მათ ტერიტორიაზე ფაშისტური ოკუპაციის წლებში.

ლვოვის “პოგრომის” ვერსია უკრაინელ ნაცისტებს, რა თქმა უნდა, საკუთარი უნდა ჰქონდეთ.

განსხვავებული ვერსიები არსებობს საბჭოთა ჯარის ნაწილების აღმოსავლეთ ევროპიდან გამოყვანაზე მაშინ, როცა აშშ-ს თავისი საჯარისო კონტინგენტის გაყვანაზე არც უფიქრია. შეფასებები _ რადიკალურად განსხვავებული: იყო ეს მხოლოდ შეცდომა თუ კატასტროფული დანაშაული.

როცა ქვეყნის, ერის თავმოყვარეობას ისტორიის აშკარა გაყალბებით შეეხებიან, თავდაცვის ინსტინქტი განსაკუთრებით მძაფრდება, საპასუხო რეაქცია შეურაცხყოფილი სახელმწიფოს სიძლიერის პირდაპირპროპორციულია.

ნუ გააბრაზებთ დათვს

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here