Home სხვადასხვა დაიჯესტი ბუნებრივი აირიდან მომავლის საწვავზე

ბუნებრივი აირიდან მომავლის საწვავზე

რუსეთი წყალბადის საწვავის ბაზარზე ლიდერობას უმიზნებს

278
ბუნებრივი აირიდან მომავლის საწვავზე

რუსეთს შეუძლია, სუფთა ენერგიის წყაროს, წყალბადის, მწარმოებელ და ექსპორტიორ უდიდეს ქვეყნად იქცეს მსოფლიოში, _ დარწმუნებულია სამხრეთ კორეელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი რაე კვონ ჩუნგი. რას ეფუძნება მისი პროგნოზი და რა ხდება დღეს წყალბადის საწვავის ბაზარზე?

“მსოფლიო ცდილობს, შეამციროს ნახშირწყალბადით ატმოსფეროს დაბინძურება, უარი თქვას ნახშირწყალბადის გამოყენებაზე და ეკოლოგიურად სუფთა საწვავი მოიძიოს. ამ პირობებში რუსეთს აქვს პოტენციალი, წყალბადის უმნიშვნელოვანეს ექსპორტიორად იქცეს”, _ განაცხადა რუსეთში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმზე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, პრემია “გლობალური ენერგიის” მიმნიჭებელი საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე რაე კვონ ჩუნგმა და დასძინა, რომ ამ საკითხის ტექნიკური მიმართულების მოსაგვარებლად რუსეთს დასჭირდება სამხრეთ კორეისა და ევროკავშირის დახმარება, რომლებმაც უნდა აიღონ ვალდებულება, რომ რუსეთში წარმოებულ წყალბადს შეისყიდიან”.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, “ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ნულამდე შემცირება ქვეყნებისთვის იქნება ახალი დარგის შექმნისა და ნახშირწყალბადისგან ნეიტრალური ეკონომიკის განვითარების სტიმული”.

წყალბადის წვის შედეგად არ გამოიყოფა CO2, ამიტომ ის ნახშირწყალბადის სათბობის პირდაპირი ალტერნატივაა.

“რუსეთს წყალბადის საწვავის წარმოების საქმეში კონკურენტებზე აშკარა უპირატესობა აქვს”, _ დარწმუნებულია რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ექსპერტი იგორ იუშკოვი. მისი თქმით, წყალბადის მიღება შეიძლება მეთანისგან. წყალბადის ამ სახეობას “ცისფერს” უწოდებენ. ის ხარისხით ჩამორჩება “მწვანე” წყალბადს, რომელიც წყლის ელექტროლიზისა და განახლების უნარის მქონე ენერგიის წყაროს დახმარებით მიიღება. თუმცა “ცისფერი” წყალბადის დამზადება დღეს გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე “მწვანე” წყალბადის.

რუსულიცისფერიწყალბადის სასარგებლოდ მიუთითებს საწვავის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამისთვის გამოდგება არსებული მილსადენები. და, თუ მოთხოვნა იქნება, შეიძლება სხვა მილსადენების მოდერნიზებაც. რუსეთის კიდევ ერთი უპირატესობაა ქვეყანაში ბევრი ატომური ელექტროსადგურის არსებობა, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგიიდან შეიძლება წყალბადის კიდევ ერთი სახეობის მიღება _ “ყვითელიწყალბადის.

“ასეთი წყალბადიც სასურველია ევროპისთვის, თანაც ატომური ელექტროსადგურები თითქმის არ გამოყოფენ ისეთ აირებს, რომლებიც სათბურის ეფექტს ქმნის. ასე რომ, რუსეთს შეუძლია სხვადასხვანაირი წყალბადის წარმოება და ექსპორტი”, _ განაცხადა იუშკოვმა.

წყალბადის ბაზრის პოტენციურ მონაწილეთა შორის ექსპერტები ასახელებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს _ ყატარსა და საუდის არაბეთს, აფრიკის სტაბილურ ქვეყნებს, რომლებშიც “მზის ბატარეის პანელებს ჩაქუჩებით არ დალეწავენ”, მაგრამ ამ ქვეყნებში შეიძლება რესურსები არ შეესაბამებოდეს ტექნოლოგიებს. მათ სჭირდებათ ინვესტიციები, წარმოების აწყობა და ამის შემდეგ წყალბადის გატანა ბაზარზე.

“თვითონ ევროკავშირისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება წყალბადის წარმოების აწყობა თავის საზღვრებში და შემდეგ გაყიდვა”, _ ამბობენ ექსპერტები. ახლო მომავალში რუსეთი ევროპაში “ცისფერი” და “მწვანე” წყალბადის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს “ჩრდილოეთის ნაკადი-1”-სა და “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს, აგრეთვე, ამ მიზნით ააშენებს “ჩრდილოეთის ნაკადი-3”-ს.

აღსანიშნავია, რომ უკვე 2050 წლისთვის ევროპა აპირებს, მთლიანად გადავიდესმწვანეწყალბადზე. ამასთანავე, ევროკავშირს სურს, ყოველწლიურად გაყიდოს 630 მლრდ ევროს წყალბადი და შექმნას 1 მლნ სამუშაო ადგილი.

ამჟამად წყალბადის ძირითად ნაწილს, დაახლოებით 75%-ს, აწარმოებენ ბუნებრივი აირისგან. ამ მიზნით გამოყენებულია 205 მლრდ კუბური მეტრი. რუსეთში წარმოებული წყალბადის საერთო ოდენობა ამჟამად 5 მლნ ტონას არ აღემატება (მსოფლიოში სულ 72 მლნ ტონას იყენებენ), მაგრამ 30 წლის შემდეგ ეს რაოდენობა 5-ჯერ მოიმატებს. უკვე 2024 წლისთვის რუსეთი დაიწყებს 0,2 მლნ ტონა წყალბადის ექსპორტს, 2055 წელს კი ექსპორტი 2 მლნ ტონას მიაღწევს.

საუდის არაბეთს უკვე აქვს რეალიზებული პროექტი, რომლის მიხედვითაც აწარმოებს “ცისფერ” წყალბადს და გააქვთ აზიის ქვეყნებში. ამასთანავე, ხორციელდება პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ 2050 წლისთვის წყალბადის წარმოების მხრივ ლიდერობა აშშ-ს სურს, მაგრამ რუსეთი ბაზრის და, შესაბამისად, ლიდერობის დათმობას არ აპირებს.

რუსეთმა უკვე დაიწყო წყალბადის გამოყენება მრეწველობის რამდენიმე სფეროში. კომპანიანოვატეკითავის ერთერთ ტურბინას წყალბადზე ამუშავებს, “როსატომიდა რუსეთის რკინიგზა ერთობლივად ახორციელებენ მატარებლისთვის წყალბადზე მომუშავე ძრავების შექმნის პროექტს, მაგრამ რუსეთსმწვანეწყალბადის წარმოების ტექნოლოგია სჭირდება და, ალბათ, ამის შესაძენად საკმაო თანხის გადახდა მოუწევს.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here