მთავარი პოლიტიკა ბულინგი “ჟურნალისტების” სახელით

ბულინგი “ჟურნალისტების” სახელით

2549
გააზიარეთ
ინგა გრიგოლია

ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს _ რატომ არის სათაურში სიტყვაჟურნალისტებიბრჭყალებშიო? გიპასუხებთ: ზუსტად იმიტომ, რატომაცტვპირველზეორგანიზაციაქართული მარშისშესახებ მომზადებული თოქშოუს მიმდინარეობისას, დასაწყისიდან დასასრულამდე, ეკრანზე ეწერა _ “ბულინგიქართველობისსახელით”, სიტყვაქართველობაბრჭყალებში იყო ჩასმული. ეს ტიტრი, სავარაუდოდ, სულ სხვა მიზეზით ეწერა ეკრანზე, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

ჩვენს სათაურსა და მათ ტიტრს საერთო ის აქვს, რომ, როგორც მათ მიაჩნიათ ბულინგად ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული სრულიად მშვიდობიანი აქცია და არ მიაჩნიათ ქართული საქმის მკეთებლებად “ქართული მარშის” ლიდერები, ზუსტად ასევე ჩვენც მიგვაჩნია ბულინგად ის, რაც ქართული ტელევიზიების ეთერში ხდება ბოლო პერიოდში, ხოლო ასეთი ისტერიკული კამპანიის მწარმოებლები ნამდვილად არ მიგვაჩნია ჟურნალისტებად.

განსხვავება კი ჩვენ შორის არის ის, რომ მათ, დარწმუნებული ვართ, ძალიან გაუჭირდებათ, ახსნან, რატომ არის მშვიდობიანი აქცია ბულინგი ან რატომ არ არის ქართული საქმე პედერასტიის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. აი, ჩვენ კი ძალიან არგუმენტირებულად ავხსნით, რატომ ჰქვია მედიაბულინგი იმას, რასაც ისინი აკეთებენ და რატომ არ შეიძლება ეწოდოთ ჟურნალისტები ამის მკეთებელ ადამიანებს.

ბულინგი ამერიკული ტერმინია და ნიშნავს ჩაგვრას, ზემოქმედებას, იძულებას, დაშინებას. ჰოდა, მკითხველო, კარგად დაფიქრდი და ალალად მიპასუხე: რომელი უფრო გაშინებთ და გთრგუნავთ _ ფეხბურთის ფედერაციასთან მისული მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, მანათობელ მაშხალებს ატრიალებენ, თუ ინგა გრიგოლიას დაქაჩული თვალები და გამყინავი ხმა _ არიქა, ვიღაცაზე ძალადობენ, სიძულვილის ენას ავრცელებენ, “ბულინგობენ”, კლავენ და ახრჩობენო?

ამ სტატიაში შედარებით მეტს ვილაპარაკებ ინგა გრიგილიაზე, რადგან მასთან უფრო ახლო პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ვიდრე, დავუშვათ, ეკა კვესიტაძესთან. ინგა გრიგოლია ის ადამიანია, რომელმაც თავის დროზე წარმატებით მოახერხა ძალიან ღრმა “ქაქიდან” ამოძრომა და კვლავ ტელემაყურებელთან დაბრუნება. მახსოვს ფილარმონიის წინ გამართული “ცოცხების აქციად” წოდებული დიდი მიტინგი იმ საღამოს, როდესაც ტელეეთერში პატიმრების წამების კადრები გადაიცა. ამ მიტინგზე ჯერ კიდევ ქდმ-ელი ინგა გრიგოლიაც მოვიდა. ხალხი საშინელი აგრესიით შეხვდა მას და ისმოდა უშვერი სიტყვებით გინებაც. იმხანად “ინფო 9”-ის ტექნიკური დირექტიორი ვიყავი და პირადად ვხელმძღვანელობდი პირდაპირ ჩართვას. ინგა გრიგოლიას, შეიძლება ითქვას, მკერდით გადავეფარე, პირდაპირი ჩართვის “პიკაპამდეც” მივიყვანე და ეთერშიც ჩავრთე. მოგვიანებით, ყველასთან ვიცავდი და ვაფასებდი მის ნაბიჯს, რომ ინგა გრიგოლია, მისი პარტიული ბოსების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად (ქდმ _ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არ შეუერთდა “ცოხების აქციას”), მაინც მოვიდა ამ მიტინგზე და მისდამი სასტიკად აგრესიულ მომიტინგეებს არ შეუშინდა. ასევე ვაფასებ მის ნაბიჯს, როდესაც გვერდით დაუდგა “პირველ სტერეოს”, როცა მას სააკაშვილის სპეცრაზმი არბევდა… ისიც შეგნებული მქონდა, რომ ინგას მიმართ აგრესიული ადამიანების ბრაზი ჩემზეც გადმოვიდოდა მისი დაცვის გამო, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვდა, მეთქვა, რაც სათქმელი იყო და უკან წამით არ დამიხევია, მიუხედავად იმისა, “მეჩურჩულებოდნენ” _ მაგან უკვე იცის, რომ მიშა განწირულია და ასე თავისი იმიჯის გადასარჩენად იქცევა მხოლოდო. სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური კი იყო არჩევნების წინა დღეს ქდმ-ის დატოვება მისგან… თუმცა მაშინ მაინც გამიჭირდა რაღაცების დაჯერება! დღეს კი პირდაპირ მივმართავ: რა გემართება, ინგა? რას ჰგავხარ?

ინგა, დავიჯერო ისე აგივარდა თავში, მაყურებლის წინაშეკრძალვითა და ცახცახით” (ასე ჰქვია ამელი ნოტომის ცნობილ ნაწარმოებს) დაბრუნებულს, უკვე ფეხებზე გკიდია შენი მაყურებელი და, საერთოდ, არ გადარდებს, რას იფიქრებენ შენზე, როგორი გამოჩნდები მათ თვალში და ისევ ჩაბრუნდები თუ არა იმქაქში”, რომელშიც იყავი? ფიქრობ, ყოველთვის შეძლებ ამოძრომას? გგონია, მუდამ დაგიჯერებს მაყურებელი?

თუ გახსოვს, როდესაც ბიძინამ “ჯი-დი-ეს”-ზე “20/30”-ის კეთება დაიწყო და მთავარ მიზნად “ინგას ჩაძირვა” ოფიციალურად გამოაცხადა, მე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოვაქვეყნე წერილი სათაურით “ნუ გეშინია, ინგა!”, ვწერდი, რომ რეიტინგი შენი თანმდევი მოვლენაა და მაშინაც, როდესაც “იმედიდან” გაგიშვეს, გეუბნებოდი, სადაც უნდა წახვიდე, რეიტინგი თან წამოგყვება-მეთქი.

მაგრამ ამ რეიტინგსა და მაყურებლისგან ძლივს დაბრუნებულ ნდობას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა. მას კი შენი, უკვე თავხედური საქციელით, პირდაპირ გეტყვი, დაურიდებლად ფლანგავ. ყოველგვარი სიმახინჯისა და უღირსი საქციელის ასეთი ღია და აგრესიული მხარდაჭერა შენს რეპუტაციას საბოლოოდ გაანიავებს და უმაყურებლოდ დარჩენილი ტელეჟურნალისტი, ვგონებ, იცი, რასაც ნიშნავს.

პირველი მძიმე დარტყმა საკუთარ თავს მაშინ მიაყენე, როდესაც თანამდებობის პირი დაოჯახებული ქალების უზნეო და ამორალული საქციელების ამსახველი ფარული ჩანაწერები გავრცელდა და შენ ამასჩვეულებრივი პირადი ცხოვრების ამსახველიკადრები უწოდე. გამოვარდი პირდაპირ ეთერში და სრულიად დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ გაჰყვიროდი მთელი ქვეყნის გასაგონად: “მე მაქვს სექსი და მოგიწოდებთ, თქვენც ყველას აუცილებლად გქონდეთ სექსი”-! ეს, ქაჯობასა და გოიმობასთან ერთად, სერიოზული ჟურნალისტისთვის მიუღებელი ახუნტრუცებაც იყო. თუ რამეს ეთანხმებოდი ან არ ეთანხმებოდი, როგორც უკვე ზრდასრულ ასაკს მიღწეულ, სერიოზულ და გავლენიან ტელეწამყვანს, შეგეძლო, ნორმალური, სერიოზული განცხადება გაგეკეთებინა და ისე გამოგეხატა შენი პოზიცია.

ახლაც, ქართველი ფეხბურთელის მიერ ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე მსჯელობისას, სავსებით ნორმალურად შეგეძლო გაგეცხადებინა, ვის უჭერ მხარს, რატომ და რა არგუმენტებით, მაგრამ, პირდაპირ გეტყვი: შენ და კიდევ ქართულ ტელეეკრანებზე დღეს “გამეფებულმა” სახეებმა (და არა _ ჟურნალისტებმა) გადაწყვიტეთ, თქვენს უცხოელ თუ ადგილობრივ “პატრონებს” ასიამოვნოთ და ისე ამაზრზენად იქცევით, მაყურებელთა უდიდესი ნაწილის აშკარა ზიზღს იმსახურებთ.

ახლა არ თქვა, _ მაგას როგორ მკადრებო! მინახავს, შენს იმ რესპონდენტებს, რომლებსაც იოლად აგოიმებ, თუ ერთხელ მაინც წამოცდათ, _ თქვენ ახლა ვიღაცის დავალებას ასრულებთო, _ როგორ უქაჩავ თვალებს და უყვირი: მაგას მე, ინგა გრიგოლიას, როგორ მკადრებ და, საერთოდ, ჟურნალსტების ლანძღვა, მათთან დაპირისპირება ყველასთვის ცუდად მთავრდებაო! _ აი ბულინგი თუ რამეა, ეგაა სწორედ.

მაგრამ მე არ ვარ შენი რესპონდენტი, მით უფრო, ისეთი, ვისაც ჟურნალისტი ღმერთი ჰგონია, ამიტომ პირდაპირ გეუბნები: მთელი გადაცემის წაყვანა ტიტრით “ბულინგი “ქართველობის” სახელით” არის ჟურნალისტიკის ყველა პრინციპის დარღვევა, სიტუტუცე, რეგვნობა და ობიექტურობის ფეხებზე დაკიდება! ანუ გადაცემის საწყის წამებშივე, მაშინ, როდესაც “ქართული მარშის” მსვლელობა ფეხბურთის ფედერაციისკენ დაწყებულიც არ იყო, მას თქვენ, ქართველმა “ჟურნალსტებმა”, უკვე ბულინგი, ანუ ჩაგვრა და დაშინება უწოდეთ და ასეთი “ობიექტური” საქციელის შემდეგ ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნინო ზაუტაშვილი, ნანა ლეჟავა და სხვები ერთ ხმაში მოითხოვდით, არ დავუთმოთ ეთერი სიძულვილის ენის გამავრცელებლებსო! რა იცოდით წინასწარ, რომ აქციის მონაწილეები ან ვინმეს “მიაბულინგებდნენ”, ან სიძულვილის ენას გაავრცელებდნენ?

ისიც შემთხვევითი ხომ არ არის, ყველა ქართული ტელევიზია აუცილებლად ასე რომ ამეტყველდით უცებ _ ეგრეთ წოდებული ქართული მარში”?

რა, ყველას ერთობლივად გაგიჩნდათ აზრი, რომ “ქართულ მარშს” ეგრეთ წოდებული მიაწებოთ? რანაირად გინდათ, ვინმე დააჯეროთ, რომ თქვენ, უბრალოდ, არ მიგაჩნიათ მარშელები ქართული საქმის მკეთებლებად და იმიტომ უწოდებთ ასე ხმაშეწყობილად ეგრეთ წოდებულს?

თუ ასეა, მაშინ რატომ არ აცხადებთ “ეგრეთ წოდებული “ქართული ოცნება”, “ეგრეთ წოდებული “პატრიოტთა ალიანსი” ან, მით უმეტეს, “ეგრეთ წოდებული “ნაციონალური მოძრაობა”? დავიჯეროთ, “ქართული ოცნება” ქართულად მეოცნებეებით გგონიათ დაკომპლექტებული, ხოლო “პატრიოტთა ალიანსი” _ 100 პროცენტით პატრიოტებით? იქნებ “ნაციონალური მოძრაობაა” რეალურად ნაციონალური, თქვენი აზრით?

თუ იმას იტყვით, რომ “ბნელი” ძალების მიმართ ასეთი მიდგომა გამართლებულია ჟურნალისტების მხრიდან, მაშინ მიპასუხეთ: მსოფლიო მედია რატომ არ უწოდებს ტერორისტულ დაჯგუფებებს ასე: “ეგრეთ წოდებული “ალ ქაიდა” ან “ეგრეთ წოდებული “თალიბანი”?

არა, საქმე სწორედ ის არის, რომ თქვენ ერთიტვინიგმართავთ, ოღონდ ძალიან უტვინოდ(!).

“ქართული მარში” ოფიციალურად არსებობს ამ სახელწოდებით და თქვენ ვალდებული ხართ, იგი ამ სახელით მოიხსენიოთ, ხოლო ეგრეთ წოდებულები არიან ისინი თუ “სამაზვანცები”, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და არა თქვენ _ “ობიექტურმა ქართულმა მედიამ”.

მიხვდით ახლა, რას ნიშნავს რეალურად ბულინგი და მიხვდით, რომ მას სწორედ თქვენ ახორციელებთ და არა ვინმე სხვა, მით უფრო _ “ქართული მარში”?

თუმცა, “ქართული მარში” მართლაც რომ ახორციელებდეს ბულინგს და მართლაც ქართველობის სახელით, ეს ისე საგანგაშო არ იქნებოდა, როგორც თქვენი მართლა რეალური ბულინგი მაყურებელზე…

“თავისუფალი მედიის”, “ობიექტური ჟურნალისტიკისა” და “ავტორიტეტული ჟურნალისტების” სახელით განხორციელებული ზემოქმედება მაყურებელზე გაცილებით საშიშიც არის, გაცილებით მძიმე შედეგის მომტანიც და გაცილებით სამარცხვინოც…

ბაკურ სვანიძე

15 COMMENTS

  1. ყოჩაღ! მე ჩემდა საბედნიეროთ ამ ამაზრზენ და გულისამრევ ” ჟურნალისტებს” არ ვუყურებ და ვუსმენ, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები!

  2. გეთანხმებით ბატონო ბაკურ.კარგა ხანია ასეთი სიმართლე აღარ მსმენია.ბრავო!

  3. ვეტანხმები ბატონ ბაკურს 100%.გრიგოლია იმდენს იფხაკურებს,მედიიდან კი არა სახლიდან გაუჭირდება თავის გამოყოფა..ამოვიდა კისერში მაგის ქაჯური საქციელი ,სიტყვა პასუხი და რაც მტავარია არაობიექტურობა,პროპაგანდა და ცილის მწამებლური განცხადებები..უკვე ზიზღს იწვევს ეგ ქალი ადამიანებში და უპატივცემულობას….ხომ შეიძლება მოგვაშოღოთ ასეთი ჟურნალისტები,რომლებიც ხალხს არ ემსახურებიან,არც სიმართლეს და არც ობიექტურობას.ესენი არიან ლიბარესტების,ლგბტ დაჯგუფებების გამპიარებები და მხარდამჭერები..

    • ყველა არხი ტყუილების გამავრცელებელია, ამიტომ საერთოდ არ ვუყურებ, ესენი ხომ ჟურნალისტები კი არა ქვეყნის მტრები არიან! სოფლებში ამ ტყუილებისა სჯერათ. არ შეიძლება ქვეყნის გადარჩენა ამ მტერბისგან? რას უყურებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური? იქაც ხომ არ არის მოკალათებული მტრები?

  4. ინგა გრიგოლიამ , მისთვის საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული რეაქტიული ფსიქოზის ( PSYCHOSIS REACTIVA !) სიმპტომო-კომპლექსების ფონზე , – ზედმიწევნით სწორად შეუსაბამა რუბრიკა თავის სატელევიზიო გადაცემას – ეგრეთ წოდებულ “რეაქციას!..”

  5. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სატელევიზიო გადაცემა , ეგრეთ წოდებული , -“რეაქცია” სავსებით შეესაბამება მის რეაქტიული ფსიქოზის კლინიკურ სიმპტომა-კომპლექსებს !

  6. 6 თვე იქნება რაც არ მიყურებია არც ერთი ქართული არხისთვის იმიტომ რომ არ იძახიან სიმართლეს და უბრალოდ ხალხს აბრალებენ

  7. ბრავო!- ბულინგს რომ ვგრძნობ ტელევიზიიდან, იმიტომაც არ ვუყურებ ამათ ტვინგამომრეცხავ არხებს.
    კომპიუტერი მავსებს სრულებით….

  8. ვეთანხმები წინა კომენტარს ამათ არცერტს არ ვუყურებ და გეთანხმებით ბაკურ!

  9. “ღორის ტილი ფეხზე დაისვი თავზე აგაცოცდებაო”. ქ.დ.მ- ის წევრი ტელევიზიაში ისევ რომ შეუშვეს მეტიც ეკუთვნის ამ ქვეყანას

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here