Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრუკლინის ეპარქია პედოფილი მასწავლებლის მსხვერპლთ 27,5 მილიონ დოლარს გადაუხდის

ბრუკლინის ეპარქია პედოფილი მასწავლებლის მსხვერპლთ 27,5 მილიონ დოლარს გადაუხდის

605
ანჯელო სერანი

ეკლესიის მსახურის _ ანჯელო სერანის გაუპატიურებულ 4 ბიჭს 27,5 მილიონ დოლარს გადაუხდიან, 6,8 მილიონს თითოეულს, _ იუწყება პორტალი Daily News.

სასამართლომ გაარკვია, რომ ეკლესიის ორი მღვდელი წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა სერანოს გარყვნილ ქმედებაზე, როცა პატარა ბიჭებს ღამის გასათევად თავისთან იტოვებდა. ბრალდებული ბრუკლინის კათოლიკურ ეკლესიაში 2003-დან 2009 წლამდე მსახურობდა.

ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა, ასწავლიდა კათეხიზმოს, რელიგიური განვითარების დირექტორი იყო და მუშაობდა მოხალისედ საზაფხულო ბანაკში. 2011 წელს მან აღიარა ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამჟამად სერანო 15-წლიან სასჯელს იხდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here