მთავარი საზოგადოება ბრმად მიმნდობი, მათ შორის ბევრი, ალბათ, პატიოსანი ადამიანი ნაციონალებმა ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ...

ბრმად მიმნდობი, მათ შორის ბევრი, ალბათ, პატიოსანი ადამიანი ნაციონალებმა ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ აქციეს

36
გააზიარეთ

გიორგი ლეონიძისნატვრის ხესთუ გავიხსენებთ და წარმოვიდგენთ, რომ მარიტა სომბოლურად საქართველოა, რომელსაც არც ერთი მის გარშემო მყოფი არაფერს ეკითხება და მისგან დამოუკიდებლად წყვეტს მის ბედს, სწორედ ეს მომენტი უდგას დღეს ჩვენს მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას, მრავალჯერ გაყიდულს, გაძარცვულს, აოხრებულს და, საბედნიეროდ, დროდადრო ფენიქსივით განახლებულს.

ამჯერადაც გაიყიდა სამართალი “წითელ თუმნიანებზე”, თორემ ვინ ოხერი გამოვიდოდა დამნაშავე პრეზიდენტყოფილის გათავისუფლების მოთხოვნით: სასწრაფოდ გამოუშვით, ეგ არის ჩვენი ღმერთი, ეგ გვიშველის მხოლოდ და გაგვაბედნიერებს ქართველებსო. იმ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს გაიმართა, რეგიონებიდან ჩამოსულ საქართველოს რიგით მოქალაქეებთან გასაუბრებამ ეს ეჭვი არათუ განგვიმტკიცა, არამედ უცილობელ ჭეშმარიტებად გვიქცია და აი რატომ:

_ მიშა არის ჩვენი მხსნელი, მაგის გარეშე საქართველო გაქრება რუკიდან!

_ უკეთესი ცხოვრება მინდა და მიტომ ვარ აქ!

_ თუ ვინმე აწამეს მიშას დროს, ღირსი იქნებოდა!

აქაც და ქვემოთაც კომენტარისთვის დიდ ილიას მოვიშველიებ: “როგორ გგონიათ, ყოველივე ამის ლაღად მთქმელს სად უნდა ამოაყოფინოთ თავი, თუ ქვეყანაზედ სამართალია? განა ჭკვათამყოფელმა კაცმა, მინამ ამას იტყოდეს, ყველაზედ უწინარეს თავის ადამიანობაზედ ხელი არ უნდა აიღოს!.. ყოველივე მოვალეობა თავის ქვეყნის წინაშე არ უნდა დაივიწყოს და ქვემძრომსავით მარტო მიწა არ უნდა ჰლოკოს”.

_ ისე გამოვედი, უბრალოდ, რა, არ მაქვს უფლება?! ვსეირნობ.

_ საერთოდ არ გამიგია, მიშას დროს ვინმე აწამეს, იგონებენ ყველაფერს!

გაგიგონიათ ვისმე ისე პირმოხეული ურცხვობა? …თუ კაცს ღმერთი გასწყრომია და ყური დახშული აქვს სმენისათვის, თვალთახედვის უნარი სად ჯანდაბაშიღა დაჰკარგვია, რომ თავის გარშემო ვეღარა ჰხედავს”?!

_ აქ ვინც ვართ, ყველა გაჭირვებული ხალხი ვართ ჩამოსული!

და ა.შ. და ა.შ.

ახლა საკითხავი ის არის, ეს გაჭირვებული ხალხი, რომელსაც საარსებოდ საკმარისი შემოსავალი არ აქვს, დედაქალაქში როგორ ჩამოვიდა; მგზავრობის საფასური ხომ უნდა გადაეხადა?! ამას დავუმატოთ კვების ხარჯიც… ცხადია, ვიღაცამ დააფინანსა; იმდენი ფული გადაუხადა, რომ, ალბათ, ცოტა ხანს ეყოფა თავის გასატანად და ეს ბრმად მიმნდობი, მათ შორის ბევრი, ალბათ, პატიოსანი ადამიანი ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ იქცევა. ასეთი პატიოსანი, მაგრამ ბრმა ადამიანების გამო შეიძლება დაიღუპოს ჩვენი ქვეყანა…

რომ შემოეხარჯებათ ნაცების მხარდაჭერის სანაცვლოდ აღებული გასამრჯელო, მერე რა იქნება? მერე უგულავა რომ ხინკალს შეჭამს, როგორც თვითონ თქვა, ჭიპებს არ გადასანსლავს და…

და კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდება, რომ ჩვენ შორის უამრავი “პატიოსანი სულელია”.

რა უნდა ვუყოთ ასეთ ხალხს? ისევ და ისევ ერის მამის, დიდი ილიას ნააზრევის აწონ-დაწონვასა და დღევანდელ რეალობასთან პარალელის გავლებას შევთავაზებთ:

ქვეყანაზედ მრავალგვარი ავკაცობაა, მრავალგვარი სულდაბლობა და სალახანაობა. ხოლო ყველაზედ უარესი, ყველაზედ საზიზღარი, ყველაზედ ჩირქიანი ურცხვობაა. ქურდს, მაგალითებრ, ზოგჯერ ქურდობა ეპატივება, ავაზაკს ავაზაკობა, ზოგჯერ მკვლელს კაცისკვლასაც-კი შეუნდობენ ხოლმე, ამისი არა ერთი და ორი მაგალითია. ამ შემთხვევაში ქურდსა თუ ავაზაკს ზოგჯერ იმისთანა მიზეზები მოეპოვება, რომ ადამიანის გულშემატკივარობას გამოიწვევს ხოლმე და ავკაცობას დამნაშავისას ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებლადა ჰხდის და ზოგჯერ სრულად მისატევებლადაც.

ურცხვობა-კი იმისთანა რამ არის, რომ არასოდეს ადამიანის გულს თავისაკენ სიბრალულით ვერ მოახედებს. იგი იმოდენად მყრალია, იმოდენად ბიწიერია, იმოდენად საზიზღარი, რომ კაცს, ურცხვობის მნახავს, ვერასგზით ვერ მოინადირებს და ვერ შეირიგებს. იგი მძოვრსა ჰგავს და რამოდენადაც ახლო მიუხვალ, უფრო ჰყარს, და თუ ხელიც ახელი, უფრო ასეთს სუნს ამოუშვებს, რომ ცხვირის დაცობა თუ უშველის ადამიანს, თორემ სხვა ვერაფერი.

ბიწს ურცხვობისას საზღვარი არა აქვს. რაკი ერთხელ კაცმა ურცხვობისათვის პირი გაიხია, იმას აღარა დააყენებსრა, თუნდა ათასი ალაყი გაუკეთო და ათასი ნალო გამოაბა. ნუ გგონიათკი, რომ ურცხვობა უღონო რამ იყოს. არა, იგი ძლიერია მარტო მით, რომ ურცხვობაა, და რაკი ურცხვობაა, იმის ხელთ ბარაქიანი ტყუილიც არის, ზორბა უნამუსობაც, სამარცხვინო სულელობაც, საზიზღარი ცილისწამებაც, ერთის სიტყვით _ ყოველივე თავსლაფგადასასხმელი უწმინდურობა ადამიანისა”.

აი ურცხვობის, თვალთმაქცობისა და უნამუსობის საუკეთესო ნიმუშიც _ ეს არის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ბინადარი პრეზიდენტყოფილის წერილი, რომლითაც ხალხს მიმართა: “კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. განზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა…”

როგორც ილია ამბობს, ურცხვი და უნამუსო კაციოღონდ თავისი გაიტანოს და ყოველგვარს საძაგლობას ჰკადრულობს, ყოველგვარს უკადრის იარაღს ხელსა ჰკიდებს. რას უნდა ეკრძალებოდეს და ერიდებოდეს!

ყოველ ამით ურცხვი კაცი უფრო ღონიერია, უფრო შემძლებელია პატიოსან და მორცხვს კაცზედ, რომელიც მარტო შეუგინებელ და პატიოსანს ფარ-ხმალს ჰკადრულობს სახმარებლად მტერთან და სხვა ყოველი სამართლიანად ეთაკილება, ეზიზღება. ურცხვი კაცი ღონიერიაო, რომ ვსთქვით, _ ეგ იმას არა ჰნიშნავს, რომ გამარჯვებულიც იგია, და თუნდ გამარჯვებულიც იყოს, სამარცხვინო გამარჯვებას ისევ პატიოსანი დამარცხება სჯობია, როგორც ნაძრახს სიცოცხლეს _ სახელოვანი სიკვდილი”.

იქვე ილია დასძენს, “ვიცით, რომ ამ სახარებას მგლის თავზედ ვკითხულობთ და ამიტომ ამ საგანზედ გრძლად ლაპარაკი, სჯობია, შევწყვიტოთო”. შესაძლოა, ამჯერად ჩვენც მგლის თავზე ვკითხულობთ სახარებას, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო.

დღეს ერთადერთი, რაც შეიძლება შეგშურდეს “პატიოსანი სულელების”, მათი ენთუზიაზმია, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებებმა ერთმანეთზე მიყოლებით ამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა დაგვაკარგვინეს. შედეგიც სახეზეა _ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სულ 3 497 345 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მაგრამ, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 1 815776-მა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 51,92%-ია. ალბათ, არც ამდენი მივიდოდა საარჩევნო უბნებზე, “ფოჩიანი კანფეტებითრომ არ მიეტყუებინათ.

მაგრამ ამ ფაქტს არც პოზიცია და არც ოპოზიცია არ შეუწუხებია, მთელი მათი გულისყური მხოლოდ იქითკენაა მიპყრობილი, როგორმე დაწესებულ ზღვარს გადააბიჯონ და გაიმარჯვონ.

ასე და ამრიგად, არავის დაუსვამსუხერხულიკითხვა: ვინ არის ის ხალხი, არავის რომ არ უჭერს მხარს და რას ელოდება _ ციდან მანანა როდის ჩამოცვივდება?

თქვენ წარმოიდგინეთ და, ბევრი იმედგაცრუებული და მრავალგზის მოტყუებული ადამიანი ციდან მანანის ჩამოცვენის იმედად არა, მაგრამ უფლის იმედად კი არის, უფალს შესთხოვს ქვეყნის გადარჩენას, რადგან ამ ქვეყანაში ხელისუფალნი მშობელი ხალხის მაჯისცემას კი არ უსმენენ, არამედ მხოლოდ სხვის დაკრულზე ცეკვას ახერხებენ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here