Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიჩსის სამიტის წინ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს

ბრიჩსის სამიტის წინ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს

67

ბრიჩსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) მე-14 სამიტის წინ, რომელიც ჩინეთში 24 ივნისს გაიმართება, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მზად არიან:

* განაგრძონ ერთმანეთის მხარდაჭერა იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ფუნდამენტურ ინტერესებსა და საკვანძო პრობლემებს, ისეთს, როგორიც არის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება;

* განაგრძონ სტრატეგიული კოორდინაცია ორ ქვეყანას შორის;

* განამტკიცონ კავშირები და კოორდინაცია  ძირითად საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციაში, ისეთებში, როგორიც არის გაერო, ბრიჩსი და თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაცია;

მოსკოვი, ჩინეთის მხარის განცხადებით, აგრეთვე:

* მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შეთავაზებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას;

* წინააღმდეგ გამოდის ნებისმიერი ძალის მიმართ, რომელიც .. სინძიანის, ჰონკონგისა და ტაივანის საკითხების მოგვარების საბაბით ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში.

ამასთანავე, ჩინეთის ლიდერის განცხადებით, “რუსეთის ქმედებები საგარეო გამოწვევების წინაშე თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად, კანონიერია”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here