მთავარი დაიჯესტი ბრიტანული კოლაფსი

ბრიტანული კოლაფსი

ფასები და გადასახადები იზრდება, შემოსავალი კი მცირდება. შედეგად ასიათასობით ადამიანი ღატაკდება

136
გააზიარეთ

მზარდი ინფლაციის პირობებში სწრაფად მზარდმა ფასებმა, რომლებსაც ხელფასების მატება აშკარად ჩამორჩება, შედეგად გამოიღო ის, რაც მედიამ ბრიტანელი მშრომელებისთვისცხოვრების ღირებულების კრიზისადმონათლა.

ანალიტიკურ ცენტრ Resolution Foundation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შინამეურნეობების შემოსავალი გაისად, შესაძლოა, 1000 გირვანქა სტერლინგით შემცირდეს, რადგან ფასების ზრდა შეესაბამება სოციალური შეღავათების შეკვეცასა და გადასახადების ზრდას. ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Institute for Public Policy Research-ი ირწმუნება, რომ ტიპური ოჯახი წელიწადში 500 გირვანქა სტერლინგს დაკარგავს ეროვნული სადაზღვევო გადასახადების დაგეგმილი ზრდისა და მუნიციპალური გადასახადის მოსალოდნელი 5-პროცენტიანი მატების გამო.

ეროვნული სტატისტიკის სამმართველო იუწყება, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) აგვისტოში 3,2-დან 3,1 პროცენტამდე დაეცა, ასევე ოდნავ დაეცა სექტემბერში; თუმცა, აგვისტომდე მთლიანი ინფლაცია ბოლოს 2017 წელს იყო 3,1 პროცენტი ან უფრო მაღალი, ამასთანავე, ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება.

ინფლაციის მაჩვენებლის პაუზა დროებითია. ხაზინის კანცლერმა რიში სუნაკმა აღიარა, რომ ბიუჯეტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც არ მოიცავს საცხოვრებლის მზარდ ფასებს, გაისად 4 პროცენტს გადააჭარბებს. CAPITAL ECONOMICSმა (ეკონომიკური კვლევის კონსალტინგური კომპანია ლონდონში) მიმდინარე პერიოდი აღწერა, როგორცსიმშვიდე ქარიშხლის წინ”. კომპანიის შეფასებით, 2022 წლის აპრილისთვის ინფლაციამ შეიძლება 5 პროცენტს მიაღწიოს. სხვა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ინფლაციის დონის დაქვეითება დროებითი იქნება, ამასთანავე, მოსალოდნელია ცხოვრების შემდგომი გაძვირება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საბითუმო ფასების მკვეთრად ზრდისა და ბრიტანეთის ენერგეტიკული რეგულატორის გაუქმების ფონზე მზარდი ბიზნესხარჯების ასახვით, რომელიც საბოლოოდ დააზარალებს მომხმარებლებს. ინფლაციამ 6-დან (აგვისტოში) 6,7 პროცენტამდე მოიმატა (სექტემბერში), რაც ყველაზე მაღალი დონეა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ინფლაციის უფრო ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს საცხოვრებლის ხარჯებს, უკვე 4,9 პროცენტია და, სავარაუდოდ, მალე 5 პროცენტს გადააჭარბებს. ელექტროენერგიის გადასახადებმა შეიძლება მოიმატოს 30 პროცენტამდე, ბენზინის ფასმა ახლახან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ბინის ქირა გაიზარდა 8,5 პროცენტით, ხოლო შინამეურნეობების დავალიანება მკვეთრად იზრდება. სურსათისა და სასმელების ფედერაციის შეფასებით, საშობაოდ სურსათი 9 პროცენტით გაძვირდება.

პირველადი მოხმარების საგნების გაძვირებასთან ერთად, მუშაკთა ხელფასების შემცირებასა და ცხოვრების ღირებულებას შორის უფსკრული გადაულახავი ხდება, განსაკუთრებით ზამთრის დადგომის შემდეგ. ადამიანები ქამარს იჭერენ, მაგრამ თავის გატანას მაინც ვერ ახერხებენ.

ფინანსური კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა პოლ ჯონსონმა გამოცემა THE INDEPENDENში დიდი ბრიტანეთის შინამეურნეობების შემოსავლის პროგნოზები აღწერა, როგორცდიდ სტაგნაციაში მყოფიმომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. “ეს ნაწილობრივ ინფლაციის ბრალია, _ თქვა ჯონსონმა, ნაწილობრივ გადასახადების დიდი ზრდის, ნაწილობრივ კი იმის, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან სუსტია…”

ჯონსონი განმარტავს: “ცხოვრების დონის თითქმის არარსებული მატება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დიდი დარტყმა იქნება ყველა შინამურნეობისა და, რა თქმა უნდა, ოჯახებისთვის…” კოალიციამ “დავასრულოთ საწვავური სიღარიბე” განაცხადა, რომ საცხოვრებლის ფასის 400 გირვანქა სტერლინგით ზრდა ზოგიერთ შინამეურნეობაში კიდევ ნახევარ მილიონ ღარიბს “საწვავური სიღარიბისკენ” უბიძგებს, რომელიც გამოიწვევს შინამეურნეობების მიერ პირველადი საჭიროების სხვა ისეთი საგნების მოხმარების შემცირებას, როგორიცაა, მაგალითად, საკვები, რათა საცხოვრებელი სახლების გათბობა შეძლონ.

მუშათა კლასის შინამეურნეობები ყველაზე დაუცველია ცხოვრების ხარჯების მატების პირობებში. ისინი, ვინც სიღარიბეში ცხოვრობენ, უკვე ხარჯავენ თავიანთი შემოსავლის უდიდეს ნაწილს პირველადი მოხმარების ნივთებზე. ლეიბორისტული პარტიის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, ღარიბი შინამეურნეობები უკვე 50 პროცენტით მეტს იხდიან კომუნალურ მომსახურებაში, ვიდრე უფრო შეძლებული ოჯახები. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში ყველაზე ღარიბი შინამეურნეობების 10 პროცენტი წელიწადში საშუალოდ 756 გირვანქა სტერლინგს იხდის ერთ ადამიანზე ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში. გაცილებით ნაკლები _ ერთ ადამიანზე საშუალოდ 504 გირვანქა სტერლინგ _ იხარჯება უმდიდრეს ოჯახებში; ამასთანავე, საშუალო მაჩვენებელი კომუნალურ გადასახადებზე ქვეყანაში 530 გირვანქას შეადგენს. ყველაზე ღარიბი შინამეურნეობები პროპორციულად ხარჯავენ ელენერგიაზე დაახლოებით შვიდჯერ მეტს, ვიდრე უმდიდრესი შინამეურნეობები, და სამნახევარჯერ მეტს, ვიდრე ქვეყანაში.

სახელმწიფო შეღავათების შემცირება ცხოვრების ხარჯების მკვეთრი ზრდის კიდევ ერთი განუყოფელი მიზეზია. ეს მოიცავს უნივერსალური კრედიტის (U) კვირაში 20 გირვანქით შემცირებას. მხოლოდ ეს ღონისძიება ამცირებს 1040 გირვანქა სტერლინგით, სულ მცირე, 5,5 მილიონი ადამიანის წლიურ შემოსავალს. ჯოზეფ რაუნტრის ფონდის განცხადებით, ეს შემცირება ყველაზე დიდი ერთჯერადი შეღავათების შემცირებაა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც საზოგადოების უღარიბეს ფენებს 6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდება წელიწადში და კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს გააღარიბებს. მათგან დაახლოებით 40 პროცენტი მუშაობს ძალიან მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ და იღებს შეღავათს, რადგან მათი შემოსავალი არ ფარავს ცხოვრების ძირითად ხარჯებს, როგორიცაა საიჯარო და კომუნალური გადასახადები.

ეროვნული დაზღვევის (NI) შენატანების დაგეგმილი ზრდა კიდევ უფრო შეამცირებს შემოსავალს, ამასთანავე, მუშები გადაიხდიან დამატებით 1,25 პროცენტით მეტ გადასახადს ხელფასებზე. მომატება ძალაში შევა მომავალი წლის აპრილში, ზუსტად მაშინ, როდესაც ელექტროენერგიის გადასახადები კვლავ გაიზრდება.

ანალიტიკურმა ცენტრმა Demos-მა გაარკვია, რომ 18-დან 30 წლამდე ადამიანებს უწევთ “უდიდესი მზარდი ბრძოლა” ლუკმაპურის საშოვნელად. გამოკითხული ახალგაზრდების თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი ვერ გაუძლებენ ფასების ზრდას და ხელფასების შემცირებას, რადგან მათ უკვე უჭირთ ძირითადი გადასახადების გადახდა.

სუპერმარკეტებში ფასებმა მკვეთრად მოიმატა. Morrisons-ის სუპერმარკეტების ქსელის მონაცემებით, ფასების ინფლაცია სურსათსა და სასმელზე, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება _ სურსათზე ფასებმა შეიძლება კიდევ 2.3 პროცენტით მოიმატოს 2 თვის განმავლობაში.

მუშათა კლასის ცხოვრების დონის დაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ კაპიტალზე ორიენტირებულ პროფკავშირულ გაერთიანებებსა და ლეიბორისტულ პარტიას. მთელი პანდემიის განმავლობაში ლეიბორისტები და პროფკავშირები მუშაობდნენ ბორის ჯონსონის მთავრობასთან ალიანსში, რათა ჩაეხშოთ მუშების წინააღმდეგობა მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე თავდასხმების მიმართ; იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამუშაო ადგილები იყოს მომგებიანი ხშირად მომუშავეთა სიცოცხლის ფასად.

მიღებული ბიუჯეტის საპასუხოდ, პროფკავშირების კონგრესის გენერალურმა მდივანმა ფრენსის ო’გრეიდიმ აღნიშნა, რომ ოჯახებს “სამმაგი დარტყმა ემუქრებათ უნივერსალური კრედიტის 1000 გირვანქით შემცირების, გადასახადების ზრდისა და ელექტროენერგიისა და საკვების გაძვირების გამო”.

aftershock.newsზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნინო ბერიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here