Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანეთში მკვეთრად მოიმატა კონფლიქტების რაოდენობამ რასობრივ ნიადაგზე

ბრიტანეთში მკვეთრად მოიმატა კონფლიქტების რაოდენობამ რასობრივ ნიადაგზე

517
ბრიტანეთში მკვეთრად მოიმატა კონფლიქტების რაოდენობამ რასობრივ ნიადაგზე

ბავშვთა დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია NSPCCის წარმომადგენელთა განცხადებით, ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ შავგვრემანი და შავკანიანი ბავშვები ცდილობენ, კანი გაითეთრონ, რათა ისე არ გამოიყურებოდნენ, როგორცჭუჭყიანი”; აზიელი ბავშვები კი იყენებენ ტუშს, რათა მათი თვალები ევროპელთა თვალებს დაემგვანოს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სკოლებში დასცინიან მათ ეროვნების გამო, _ იუწყება ტელეარხიბანქოს სახლი: ევროპა”.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში  ბავშვების მიმართ რეგისტრირებული იყო 10 571 დანაშაული რასობრივ ნიადაგზე, საშუალოდ 29 დანაშაული დღეში”, _ განაცხადეს NSPCC-ის წარმომადგენლებმა, ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით.

“ეს სულისშემძვრელი მოვლენაა, როცა ბავშვი გეუბნებათ, რომ სურს, სხვანაირად გამოიყურებოდეს. ამ ბავშვებს აიძულებენ, თავი დამნაშავედ იგრძნონ (ეროვნების გამო) და ზოგჯერ მალავენ ამას მშობლებისგან, რადგან არ სურთ მათი შეწუხება ან განაწყენება”, _ განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here