Home ახალი ამბები მსოფლიო “ბრიტანეთს შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და ევროკავშირიდან გავიდნენ”

“ბრიტანეთს შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და ევროკავშირიდან გავიდნენ”

226
“ბრიტანეთს შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და ევროკავშირიდან გავიდნენ”

The Daily Telegtaph იუწყება, რომ ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა ბრექსიტის საკითხზე მიშელ გარნიემ განაცხადა, რომ არსებობს რისკი, ევროკავშირის სხვა წევრებმა მიბაძონ დიდ ბრიტანეთს და გაერთიანებიდან გავიდნენ, რადგან ევროკავშირის ბევრ რეგიონში არ ემადლიერებიან ბრიუსელს.

“დღეს ბევრ რეგიონში არ ემადლიერებიან ბრიუსელს და არ მოსწონთ, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ არსებობს რისკი, ზოგიერთმა ქვეყანამ ევროკავშირი დატოვოს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ბრექსიტის გამოცდილება და უნდა ვიბრძოლოთ ევროკავშირის შესანარჩუნებლად. ყველას დავუმტკიცოთ, რომ ევროკავშირში ყოფნა უკეთესია, ვიდრე მის გარეთ”.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here