მთავარი დაიჯესტი ბრიტანეთის სხვაგვარი მიდგომა: რაც უფრო მკაცრია კარანტინი, მით მეტია მსხვერპლი

ბრიტანეთის სხვაგვარი მიდგომა: რაც უფრო მკაცრია კარანტინი, მით მეტია მსხვერპლი

757
გააზიარეთ
ბრიტანეთის სხვაგვარი მიდგომა: რაც უფრო მკაცრია კარანტინი, მით მეტია მსხვერპლი

არის ქვეყნების მცირე ჯგუფი ბრიტანეთის მეთაურობით, რომლის ხელისუფალნიც სხვა აზრზე არიან: თუ კორონავირუსი გარდაუვალია, უნდა მივყვეთ მარტივ და გასაგებ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ მივუდგეთ მას პანიკის გარეშე და მომავლის რწმენით, მოსახლეობა ფსიქოლოგიური ტრავმებისა და შიშისგან რომ დავიცვათ.

სხვა ქვეყნებისა და ექსპერტების მოსაზრებებისგან განსხვავებული ასეთი პოლიტიკის განხორციელება ურჩია პრემიერ ბორის ჯონსონს სამეცნიერო მრჩეველმა პატრიკ ვალანსმა. მისი აზრით, კორონავირუსით დაავადება უნდა მოიხადონ (როგორც, მაგალითად, წითელა ბავშვობაში) მოსახლეობის 60-მა პროცენტმა, რომლის შემდეგაც ბრიტანელებს გამოუმუშავდებათ კოლექტიური იმუნიტეტი და აღარ იქნება კორონავირუსის შემდგომი ტალღები, რომელიც საბოლოოდ სეზონურ ინფექციად ჩამოყალიბდება. ამიტომ საზღვრების გადაკეტვა, მაღაზიების, რესტორნების დახურვა და ადამიანების შინ ჩაკეტვა (რისკის ჯგუფში მყოფი პირების გარდა) უაზრობაა და ეს არ უნდა გააკეთონ.

პრევენციის მიზნით გაერთიანებულ სამეფოში დაცარიელდა ფეხბურთის სტადიონების ტრიბუნები, გაუქმდა მეტროს ზოგიერთი ხალხმრავალი სადგური, სწავლება შეწყდა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, მაგრამ ლონდონი ბერლინისგან, მილანისგან და ფლორენციისგან განსხვავებით არ ჰგავს მკვდარ ქალაქს.

ამასთანავე, კორონავირუსით დაავადებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრიტანეთი “ჩამორჩება” ლიდერებს _ იტალიას, ჩინეთს, ირანს, აშშ-ს და ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი და საფრანგეთი.

ამგვარ მიდგომას დასავლეთში ბევრი მიმდევარი გაუჩნდა. მაგალითად, მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარე ულრიხ მონტგომერი, რომლის სიტყვებს იმეორებს “დოიჩე ველე” (Dჭ). მას მიაჩნია, რომ იტალიამ, რომელმაც სხვა გზა აირჩია და რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობით ლიდერობს, თავისი “დრაკონული მეთოდებით” ნეგატიური შედეგი მიიღო: “ფრიად სწრაფად ამოწურა თავისი მარაგი და ვერ მიაღწია ვირუსის გავრცელების შეჩერებას”.

მან ერთი, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური საკითხიც წამოჭრა. როგორ და რით აუხსნიან ყველაზე მკაცრი ღონისძიებების მომხრენი თავიანთ ხალხს, როდის აპირებენ მიღებული აკრძალვების დასრულებას _ ხომ არ შეიძლება ყველა და ყველაფერი გაუთავებლად იყოს დაკეტილი?! არადა, როგორც ჩანს, კორონავირუსის ვაქცინის მიღებას საკმაო დრო დასჭირდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვებიც და უფროსებიც იძულებულნი იქნებიან, “პატიმრობიდან” გამოვიდნენ გაგანია პანდემიის დროს, რომელიც მისი ახალი ეტაპის დაწყებას შეუწყობს ხელს.

დავასკვნათ:

ჩვენ წინაშეა ორი, პრინციპულად განსხვავებული მიდგომა.

საერთო დასავლური და მსოფლიოშიც საერთო _ ნება დავრთოთ მავანს, კვლავაც გაგვაბითუროს და მუდმივ შიშში გვაცხოვროს ისეთი სენის გამო, რომელიც ცოტათი თუ განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპისგან.

და მეორე _ პირობითად, ინგლისური: თუ არ განეკუთვნები რისკის მცირე, ასაკოვან ადამიანთა ჯგუფს, უნდა იცხოვრო ჩვეულებრივად, ღიად და მხიარულად, რის საშუალებასაც მოგცემს სხვა ადამიანების პანიკა და შიში.

მომზადებულია tsargrad.tvზე გამოქვეყნებული სერგეი ლატიშევის სტატიის მიხედვით

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here