Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიტანეთის პოლიციამ გამოააშკარავა ნარკოკურიერი ბავშვების უდიდესი ქსელი

ბრიტანეთის პოლიციამ გამოააშკარავა ნარკოკურიერი ბავშვების უდიდესი ქსელი

1402
პოლიცია

დამნაშავეობასთან ბრძოლის ბრიტანეთის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების განტოტვილი სისტემა, რომელშიც კურიერებად ბავშვებს გამოიყენებენ, _ იუწყება The Independent.

უწყების მონაცემებით, ინგლისსა და უელსში არსებობს 720 ე.წ. ხაზი, რომელთა მეშვეობით ნარკოტიკები დილერებიდან მომხმარებლებამდე აღწევს.

ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ერთმანეთს დაუკავშირდნენ ისლამისტები, კონტრაბანდისტები და მაფიოზები. ამ სისტემაში ათასობით ბავშვი და მოზარდი, ინვალიდი და გონებრივი გადახრების მქონე ადამიანები არიან ჩართულნი. მათ გადააქვთ ნარკოტიკები დიდი ქალაქებიდან სოფლებსა და ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში.

ხშირად მცირეწლოვანი კურიერები ნარკოდამოკიდებულები ხდებიან და ამის გამო მზად არიან, ერთი დოზის სანაცვლოდ ან მოგონილი “ვალის” გადაუხდელობის შიშით, გარისკონ სახიფათო დავალებების შესრულება, _ ნათქვამია NCA-ს მოხსენებაში. დოკუმენტში მითითებულია, რომ ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ამ დანაშაულებრივ ქსელში აღმოჩნდა ჩათრეული, 12 წლისა იყო.

უწყებაში აღნიშნეს, რომ დამნაშავეთა ჯგუფები კარგად არიან კონსპირირებულნი და ხშირად იცვლიან მუშაობის მეთოდებს. პოლიციელებთან არასასურველ შეხვედრებს თავს არიდებენ ნარკოტიკების მიწოდების მარშრუტების რეგულარულად შეცვლით, იყენებენ ტრანსპორტირების სხვადასხვა საშუალებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here