Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანეთის ელიტური სპეცრაზმის წევრებმა ქალის ტანსაცმელი გადაიცვეს და ისე გაიპარნენ ავღანეთიდან

ბრიტანეთის ელიტური სპეცრაზმის წევრებმა ქალის ტანსაცმელი გადაიცვეს და ისე გაიპარნენ ავღანეთიდან

200

ბრიტანეთის სპეციალური ავიასადესანტო ჯგუფის (SAS) სპეცრაზმელებმა ქალის კაბები გადაიცვეს, რათა ავღანეთიდან გაქცევისას თალიბებს არ დაეპატიმრებინათ, _ იუწყება გაზეთი The Sunday Express.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანელმა სამხედროებმა შეძლეს რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” მოტყუება და ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტამდე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გზაში რამდენიმეჯერ გააჩერეს შესამოწმებლად.

The Sunday Express-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრიტანელი ელიტური სპეცრაზმის 20-მა მებრძოლმა ვერ მოასწრო ავღანეთის სამხრეთიდან ევაკუაცია. სამხედროებს დამოუკიდებლად მოუწიათ ქაბულში ჩასვლა და სწორედ ამიტომ შეინიღბნენ ასე.

“სამხედროებმა მიატოვეს თავიანთი აღჭურვილობის დიდი ნაწილი, იარაღისა და ტყვია-წამლის გარდა, და შეიმოსნენ ფარანჯებით”, _ განუცხადა გამოცემას წყარომ სამხედრო უწყებიდან.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელ სპეცრაზმელებს რამდენიმე კრიზისული მომენტი ჰქონდათ გზაზე, მაგრამ თალიბებს არც ერთხელ არ მოუთხოვიათ ფარანჯის მოხსნა.

29 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაასრულა ინგლისის ქვეშევრდომთა ევაკუაცია ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან. ორი კვირის განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქიდან 15 ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიმხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here