Home სხვადასხვა TV დაიჯესტი ბრეგაძე ტრაპაიძეს: ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილთან მაქვს საქმე

ბრეგაძე ტრაპაიძეს: ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილთან მაქვს საქმე

887

 

მოძრაობა “ეროვნულების” და “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს გადაცემა “დღის ამბები”- ში დაუპირისპირდა.

“თქვენ LGBT აქტივისტი ხართ? თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაცემა ამ ფერებში შეღებოთ. ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილთან მაქვს საქმე! მე თქვენგან ვგრძნობ სიძულვილის ენას!”, – მიმართა ბრეგაძემ ჟურნალისტს.

“ქართული მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და თბილისის ახლადარჩეულ მერ კახა კალაძეს უპირისპირდებიან, ფეხბურთელ გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურით გამოსვლის მხარდაჭერის გამო.

„ქართული მარში“ ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმს უყენებს – ლევან კობიაშვილი დღეს 20:00 საათზე დაგეგმილ აქციამდე ბოდიშს თუ არ მოიხდის, ისინი მისი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომას და საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ნიდერლანდების არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით გამოვიდა – Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, შეუერთდა.

საზოგადოების ნაწილმა გურამ კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა“ მოითხოვა. გამოირჩეოდა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური.

საზოგადოების ნაწილმა კი, გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here