Home ახალი ამბები მსოფლიო ბრაზილიის პრეზიდენტი სტადიონზე არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტი სტადიონზე არ შეუშვეს

73

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აქამდე არ აცრილა, სტადიონზე ფეხბურთის მატის საყურებლად შესვლის უფლება არ მისცეს, _ იუწყება Business Today.

სტადიონის შესასვლელთან, რომლის მოედანზეც ერთმანეთს “სანტოსი” და “გრემიო” უნდა დაპირისპირებოდნენ, ქვეყნის პრეზიდენტს განუმარტეს, რომ, წესების თანახმად, ის ან აცრილი უნდა ყოფილიყო, ან PCR ტესტის პასუხი წარედგინა.

მსგავსი რამ ბრაზილიის პრეზიდენტს სექტემბერშიც შეემთხვა _ აუცრელობის გამო ნიუ-იორკში მდებარე პიცერიაში არ შეუშვეს და ბრაზილიის მეთაურს ქუჩაში ჭამა მოუწია. ჟაირ ბოლსონარუმ აცრაზე უარი რამდენიმე თვის წინათ თქვა და სხვებსაც მოუწოდა, არ აიცრან.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here