მთავარი პოლიტიკა ბოკერიაზე უკეთესი ხელისუფლება და მურუსიძეზე უარესი ოპოზიცია

ბოკერიაზე უკეთესი ხელისუფლება და მურუსიძეზე უარესი ოპოზიცია

870
გააზიარეთ
ლადო კახაძე

65 და 35 _ ეს ციფრები, უკვე 7 წელიწადია, ლამის დავიზეპირეთ ქართველმა ამომრჩეველმა. ყველა არჩევნები, იქნება ეს პარტიული სიით თუ მაჟორიტართა ჭიდილი, სწორედ ერთი და იმავე შედეგით მთავრდება: “ქართული ოცნებაიღებს 65 პროცენტს (დაახლოებით), ხოლონაციონალური მოძრაობა” _ 35 პროცენტს (დაახლოებით). ზუსტად ასევეოცნებისმხარდაჭერილი მაჟორიტარობის კანდიდატი ამა თუ იმ ოლქში იღებს 65 პროცენტს, ხოლო ნაცების მხარდაჭერილი კანდიდატი იღებს 35 პროცენტს და ასე უსასრულოდ.

გამონაკლისი პარტიული არჩევნების შემთხვევაში შეიძლება იყოს რომელიმე იმ კონკრეტული არჩევნების მომენტისთვის მეტ-ნაკლებად “გაჩითული” პარტია, რომელიც ამ ბალანსს ჰა-ჰა 5 პროცენტით თუ დაარღვევს და 5-პროცენტიანი ბარიერის 0.1 პროცენტით გადალახვის ხარჯზე პარლამენტში შეძვრება. ასეთ შემთხვევაში ეს ციფრები შეიძლება 63 და 32 გახდეს. მაჟორიტარების შემთხვევაში კი, ერთდაერთი დისკომფორტი ამ ორი, როგორც თავადვე უწოდებენ თავს, “მთავარი” პარტიისთვის შეიძლება იყოს მეორე ტური, ანუ პირველ ტურში ვერც ერთი ვერ ადის 50 პროცენტამდე, მაგრამ მეორე ტურში ყველაფერი ლაგდება და შედეგი ისევ ეს ყბადაღებული 65 და 35 პროცენტია, როგორც რაღაც გარკვეული მუდმივა ბედკრული საქართველოს გაფარჩაკებული პოლიტიკისა.

წინამდებარე სტატია განგებ არ გამოვაქვეყნეთ მთაწმინდის ოლქში გასამართი არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე, რომ ვინმეს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა არ დაებრალებინა. არჩევნები უკვე დასრულებულია. ლადო კახაძე, რა თქმა უნდა, 65 პროცენტით უკვე პარლამენტშია, შალვა შავგულიძე, ასევე, რა თქმა უნდა, 35 პროცენტით _ პარლამენტს გარეთ.

ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. სულ ტყუილად ნერვიულობდნენ კანდიდატებიც, მათი მხარდამჭერებიც, პარტიული ბოსებიც, აქტივისტებიც, მოსყიდული ჟურნალისტებიც და მთლიანად ქვეყანაც. სამოცდახუთი ოცდათხუთმეტზე _ ეს გარდაუვალი დიაგნოზია უკვე ამ ქვეყნისთვის.

შალვა შავგულიძე-გიგა ბოკერია
შალვა შავგულიძე-გიგა ბოკერია

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ქვეყანაც, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ნათქვამია. მთლიანად ქვეყანა მართლაც არ ნერვიულობდა, რადგან ჩვენს ქვეყანას, ხსენებულის გარდა, კიდევ ერთი ცალკე 35-იც სჭირს დიაგნოზად. კერძოდ, არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 35 პროცენტი დადის ხოლმე უმეტეს ოლქებში. მხოლოდ ორი თუ სამი რაიონი და საარჩევნო ოლქია ქვეყანაში, სადაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა პროცენტული რაოდენობა ჰა-ჰა 40-45 პროცენტს აღწევს. სხვაგან, ანუ მთლიანად ოლქების თითქმის 99 პროცენტში, არჩევნებზე მუდამ 35 პროცენტი დადის. 65 პროცენტს, შეიძლება ითქვას, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, არჩევნებში ნაცები გაიმარჯვებენ თუქოცები”, კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში კი ნაცების კანდიდატი თუქოცებისდა ..

აი, მივუახლოვდით კიდეც მთავარ საკითხს, რომლის გამოც დაიწერა ეს სტატია. როგორ ფიქრობთ, როდესაც მოსახლეობის 65 პროცენტს ფეხებზე ჰკიდიხარ, ასეთ გამარჯვებას, გინდ ერთი, გინდ მეორე მხარისთვის აქვს ფასი? რა თქმა უნდა, თუ მატერიალურ და პირადი კეთილდღეობის ფაქტორს არ ჩავთვლით, სხვა ფასი ამას ნამდვილად არ აქვს. ერთადერთი ის არის, რომ გამარჯვებული მოიპოვებს პარლამენტარის სახელს, გავლენას, პრივილეგიებს და შესაბამის ფულად ანაზღაურებას, ხელფასის და მასზე მიბმული პრემია-დანამატების სახით, აგრეთვე, პარლამენტარის მაღალ პენსიას. არც არავინ იტყოდა ამაზე უარს და, როგორც ჩანს, სწორედ ამისთვის მიმდინარეობს ხოლმე ბრძოლა კანდიდატებს შორის, თორემ, როგორც უკვე ვთქვით, იდეური კუთხით ასეთ გამარჯვებას ჩალის ფასი აქვს.

რატომ ხდება ასე? ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა) იმარჯვებს 41-ის პირდაპირი ან ირიბად მხარდაჭერილი კანდიდატი სადღაც 60-65 პროცენტით, ხოლო წაგებული მუდმივად რჩება 5-ის პირდაპირი ან ირიბად მხარდაჭერილი კანდიდატი 35-40 პროცენტით და ეს ციფრები არასოდეს იცვლება. დასკვნა მარტივია: მოსახლეობის 65 პროცენტი არის უბრალო, არასახარბიელო მატერიალურ პირობებში მყოფი მოქალაქე. დანარჩენი 35 პროცენტი კი არის ანქოცების”, ან ნაცების აქტივისტი. საზოგადოდ, ასეთი ტიპები თითქმის თანაბრად არიან ხოლმე, მაგრამ მათ შორის წარმოიქმნება კიდევ ერთი განსაკუთრებული ფენა, რომლის წარმომადგენლებიც იმის მხარეს არიან, ვინც მთავრობაშია. აი, ეს განაპირობებს კიდეც იმას, რომ აქტიური 35 პროცენტიდან 60-65 პროცენტი ხელისუფლების კანდიდატს აძლევს ხმას, ხოლო 35-40 _ ოპოზიციის კანდიდატს.

ეს ჩვეულებრივი ამბავია და ხელისუფლების მხარდამჭერთა გამარჯვების ყიჟინა _ “არიქა, ბეჭებზე დავდეთ მოწინააღმდეგე” _ ცოტა სასაცილოა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ მათმა კანდიდატმა წინა არჩევნებზე პაატა ბურჭულაძის პარტიის მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა და ხმების მხოლოდ 3 პროცენტი აიღო. რა მოხდა?! ამ ორიოდ წელიწადში ამომრჩეველს უეცრად შეუყვარდა ლადო კახაძე?! არა, უბრალოდ, მას ამჯერად “41”-მა დაუჭირა მხარი და, იქ ლადოს ნაცვლად “ტაბურეტკა” რომ დებულიყო, მაინც 60-65 პროცენტს მიიღებდა. ზუსტად ასეა შალვა შავგულიძის შემთხვევაშიც: შალვას ნაცვლად იქ რაიმე ნივთი რომ დებულიყო, მაინც ხმების 35-40 პროცენტს მიიღებდა. საქართველოში ეს უკვე 7-წლიან ტრადიციად ჩამოყალიბდა.

და მთავარი: რატომ რჩება შინ ის 65 პროცენტი და რატომ არ მიდის არჩევნებზე? მოდი, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში გამართული ტელედებატები გავიხსენოთ ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის. ძირითადი ხაზი ამ ტელედებატებისა ერთი მხრიდან იყო ეს: “თქვენს წიაღში გყავთ დამნაშავე მოსამართლე ლევან მურუსიძე, ამიტომ მე გამოვედი თქვენი გუნდიდან, რათა არ გავახარო მურუსიძისნაირები და ვიბრძოლო სამართლიანობისთვის. მართალია, მე დავდექი ბოკერიას გვერდით, მაგრამ ბოკერიამ აღიარა, რომ ცუდად იქცეოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს”. მეორე მხრიდან ძირითადი ხაზი იყო: “შენ დგახარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ, ხოცავდნენ, კლავდნენ. მართალია, ჩვენ გვყავს მურუსიძე, მაგრამ ბოკერია უარესია”.

ხვდებით რაშია საქმე? ანუ არც ერთი მხარე, ფაქტობრივად, არ ამბობს, რომ თვითონ კარგია. მათი მთავარი მესიჯი ამომრჩევლის მისამართით არის: “კი, მე ცუდი ვარ, მაგრამ შენ ჩემზე უფრო ცუდი ხარ!”. ჰოდა, აბა მითხარით, ასეთიმესიჯბოქსისშემდეგ რატომ უნდა მოვიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე?

შესაძლოა, ვინმემ თქვას: ამას ხომ, კაი ხანია, მიჩვეული ვართ და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს გასაკეთებელიო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ “ქოცებისა” და ნაცების დაპირისპირებაში ამ კუთხით სიახლე მაინც არის, თანაც პრინციპული. კერძოდ, აქამდე ხალხს ჰქონდა ეგ აზრი, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს გასაკეთებელიო, თორემ დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ, დამტკიცებინათ, რომ კარგები არიან.

აი, “ქოცები” და ნაცები კი უკვე თვითონ აღიარებენ, რომ არც ერთი მათგანი არ არის კარგი და ხალხს პირდაპირ მოუწოდებენ, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ.

მურუსიძე

მართლაც ტრაგიკომიკურია, რომ “ქართული ოცნების” ვერც ერთი წარმომადგნელი და აქტივისტი ვერაფრით “აპრავებს” სამარცხვინო მოსამართლე ლევან მურუსიძეს და მხოლოდ ის აქვთ არგუმენტად, “ბოკერიას ხომ ჯობია”.

რატომ უნდა გყავდეს შენს რიგებში ადამიანი, რომელმაც თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებით საქვეყნოდ მოიჭრა თავი და რომლის ერთადერთი ღირსება არის ის, რომ “ბოკერიას ჯობია”?! ხომ შეიძლება, ეს ადამიანი, უბრალოდ, გაუშვა სახლში და შენი ამომრჩევლის წინაშე პირნათელი წარდგე, განაცხადო, რომ კარგი ხარ და არა “ბოკერიაზე უკეთესი”?

ეს, როგორც ჩანს, მუდმივად პასუხგაუცემელი კითხვაა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის და ისინიც, რაც შეუძლიათ, სხვადასხვა, ზოგჯერ ძალიან კომიკური ხერხებითაც კი არიდებენ თავს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.

ამ ფონზე იმ ადამიანების ნამუსზე აგდება, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან, უსამართლობაა. მოსთხოვო სამოქალაქო პასუხისმგებლობა ადამიანებს, რომლებსაც ეუბნები, რომ შენ, მართალია, გყავს გარეწარი შენს რიგებში, მაგრამ სხვას უფრო დიდი გარეწარი ჰყავსო, თავისთავადაა გარეწრობა!

როგორც ჩანს, 2020-ის “დიადი არჩევნების” დროსაც ისევ “სამოცდახუთი ოცდათხუტმეტზე” იქნება ჩვენი ხვედრი და კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ “საბოლოოდ” დავამარცხებთ, დავასამარებთ და “დავასიკვტილებთ” ნაცებს… და ნეტავ, კიდევ რამდენი წელს მოგვიწევს “ნაცების საბოლოოდ დასამარება”? ან როდემდე გაჰყვება ქართველ ამომრჩეველს განწყობა, რომელსაც ყველაზე კარგად ასახავს ოთარ რამიშვილის ცნობილი სიმღერის ასეთი პერიფრაზი: შენი კანდიდატი ჩემსას ჯობია? არა, ჩემი სჯობს შენს! ორივე მტკვარში დაგვახრჩობია, შენც დაისვენებ, მეც…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here