Home სხვადასხვა დაიჯესტი “ბიძიკო” პედოფილმა დაათრო და გააუპატიურა 19 მოზარდი

“ბიძიკო” პედოფილმა დაათრო და გააუპატიურა 19 მოზარდი

458
“ბიძიკო” პედოფილმა დაათრო და გააუპატიურა 19 მოზარდი

ფინეთში გრძელდება სექსუალური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ აღძრული რეზონანსული საქმის გამოძიება. მისი ფიგურანტია 50-იან წლებში დაბადებული მამაკაცი, მეტსახელადბიძიკო”, რომელსაც 19 ეპიზოდში ედება ბრალი არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში.

განსასჯელი, რომლის ნამდვილი სახელი არ საჯაროვდება, გაგზავნილია სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა იგი შერაცხადი დანაშაულის ჩადენისას.

ბოროტ გარყვნილებას ეს კაცი სჩადიოდა აღმოსავლეთ ჰელსინკის ლააიასალოს რაიონში, თავის ბინაში. იგი ალკოჰოლით ათრობდა მოზარდებს, აძლევდა მათ ნარკოტიკს და, როცა გაბრუებულ ბავშვებს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ, აუპატიურებდა. ასე იძალადა 19 მოზარდზე. გამოცემის თანახმად, დაზარალებულთა შორის, სულ ცოტა, 12 გოგონაა.

“ბიძიკოს” წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ბრალდების 32 პუნქტს შეიცავს. გაუპატიურების შესახებ პირველი ცნობები 2006 წლით არის დათარიღებული.

ვარაუდობენ, რომ ბრალდებული ყოველთვის მარტო არ მოქმედებდა.

ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ, გერმანელ პედოფილს საკუჭნაოში ჰყავდა გამოკეტილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here