მთავარი საქართველო „ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება – ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ“

„ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება – ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ“

233
გააზიარეთ
„ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება - ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ“

 “ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ”, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

„ცალკე სარესტორნე ბიზნესზე არ არის საუბარი. 15 ბიზნესასოციაცია გავერთიანდით და ვთქვით, რომ უკვე თითქმის 1 წელია ქვეყანა გაჩერებულია. რომელ ბიზნესს შეაქვს გადასახადი ბიუჯეტში? გამყრელიძე რომ ამბობს, სკოლები გავხსნათო, სკოლების ასამუშავებელი ფული ბიუჯეტში დევს? თითქმის 3 თვეა ვითხოვთ ამირან გამყრელიძესთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები.

დოვლათს ვქმნით ჩვენ და მთავრობა განკარგავს. გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი. მთელი წლის განმავლობაში რომელი დარგი ახერხებს ბიუჯეტის შევსებას? გაჩერებულია ქვეყანა. „დაეტიონ სახლში“ – ასეთ მოთხოვნებს ვინ ითხოვს იცით – ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს. მაგრამ ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი, მერე გამოვიდნენ და თქვან, რომ ვიჯდეთ სახლში,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here