Home ახალი ამბები მსოფლიო ბერლინის კონფერენცია ლიბიის საკითხზე _ პოლიგონი პოსტამერიკული მსოფლიო წესრიგისთვის

ბერლინის კონფერენცია ლიბიის საკითხზე _ პოლიგონი პოსტამერიკული მსოფლიო წესრიგისთვის

5221
ბერლინის კონფერენცია ლიბიის საკითხზე _ პოლიგონი პოსტამერიკული მსოფლიო წესრიგისთვის

19 იანვარს ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ლიბიის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობდნენ 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, რუსეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ბრიტანეთის, იტალიის, ეგვიპტის, ალჟირის პირველი პირები, აგრეთვე, გაეროს, აფრიკის კავშირისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა შეათანხმეს ლიბიის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ლიბიაში იარაღის შეტანაზე ემბარგოს დაწესებას. აგრეთვე, მიღწეულია შეთანხმება გაეროს ეგიდით კომიტეტის შექმნაზე, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მიმდინარეობას. კონფერენციის მონაწილეებმა ლიბიის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს განიარაღებისკენ მოუწოდეს და წინადადება წამოაყენეს, შეიქმნას ლიბიის ეკონომიკური აღორძინების მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ ვერ გაიმართა მოლაპარაკებები ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მეთაურ ფაიზ სარაჯსა და ლიბიის ეროვნული არმიის სარდალ ხალიფ ჰაფთარს შორის.

გამოცემა “დოიჩე ველეს” აზრით, ბერლინის კონფერენცია “გერმანული დიპლომატიის ვარსკვლავურ საათად” იქცა, ანგელა მერკელმა კი შეძლო, “საგარეო პოლიტიკურ ინიციატივას დაუფლებოდა, როცა შეეცადა, ლიბიისთვის აეცილებინა “სირიული სცენარი”, სადაც კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი ძალა რუსეთი იყო. რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დოცენტ გევორგ მირზოიანის აზრით, “ის, რომ კონფერენცია გაიმართა ბერლინში, პლუსია მერკელისთვის, მაგრამ მას არ შეუძლია პროცესის კონტროლი შიგნიდან _ მაგალითად, თურქეთი და ეგვიპტე იქ დამოუკიდებლად მოქმედებენ, მერკელი შეიძლება მხოლოდ მედიატორი იყოს და პუტინის დახმარებით კომპრომისი ეძებოს. უცნაური იქნებოდა მოლოდინი იმისა, რომ კონფერენცია ყველა საკითხს გადაწყვეტდა, რომ სარაჯი და ჰაფთარი ხელს ჩამოართმევდნენ ერთმანეთს. ქვეყანაში არ არის ყველასთვის მისაღები ლეგიტიმური მთავრობა. იქ ყველაფერი ტომობრივი ნიშნით წყდება”, _ განაცხადა მირზოიანმა და დასძინა: “მხარეები ბერლინში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინონ. ლიბია უზარმაზარი პოლიგონია, სადაც იკვეთება ინტერესი დიდი სახელმწიფოებისა _ აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ჩინეთის. ამ პოლიგონზე, სირიისგან განსხვავებით, მხარეებს შეუძლიათ, ერთმანეთს დაელაპარაკონ მსოფლიოს პოსტამერიკულ და მრავალპოლუსიან დღის წესრიგზე, ამიტომ ბერლინის კონფერენცია პატარა ნაბიჯია ლიბიისთვის და დიდი _ კაცობრიობისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here