Home სხვადასხვა დაიჯესტი ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობი ფული გათავდა, ოპოზიციონერები შინ ბრუნდებიან

ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობი ფული გათავდა, ოპოზიციონერები შინ ბრუნდებიან

905
ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობი ფული გათავდა, ოპოზიციონერები შინ ბრუნდებიან

ოპოზიციონერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ბელარუსს და ემიჯნებიან თავიანთ პროექტებს. ბელარუსის ოპოზიციური Telegramარხის, Nexta მთავარმა რედაქტორმა რომან პროტასევიჩმაფეისბუკშიდაწერა, რომ 27 სექტემბრიდან ურთიერთობა აღარ აქვს არხთან.

პროტასევიჩის თქმით, გადაწყვეტილება არხიდან წასვლის შესახებ “სპონტანური არ არის”. მან, აგრეთვე, განაცხადა, რომ არ გაქრება “დევაისების ეკრანებიდან” და მალე წარმოადგენს ახალ პროექტს. Nexta_ ეს არის ბელარუსის ოპოზიციური Telegram-არხი, რომელიც მეთოდურად აღვივებდა პროტესტს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. უკვე რამდენიმე დღეა, არხის პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მეორე ოპოზიციონერი სვეტლანა ალექსიევიჩი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, გერმანიაში გაემგზავრა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია
სვეტლანა ტიხანოვსკაია

“ნობელის პრემიის ლაურეატი და საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი სვეტლანა ალექსიევიჩი 28 სექტემბერს, დილით, გაფრინდა გერმანიაში. მისი გამგზავრება დაკავშირებული არ არის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან”, _ მოჰყავს Sputnik-ბელარუსს ალექსიევიჩის თანაშემწის სიტყვები, რომელიც ირწმუნება, რომ ალექსიევიჩი ბელარუსიდან პირადი საქმეების გამო გაემგზავრა.

ბელარუსში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს ექსპერტი ალექსანდრე როჯერსი აანალიზებს და ამბობს, რომ პროტასევიჩი თავისი ნებით კი არ წავიდა Telegram-არხის მთავარი რედაქტორის პოსტიდან, არამედ მას ზედმეტი ლაპარაკისა და უცოდინარობისთვის ჭიტლაყი ამოჰკრეს კურატორებმა.

მეორე მხრივ, უკვე ნათელია, რომ ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალება ვერ მოახერხეს და, როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ვერც მოახერხებენ, ამიტომ ახლა აქტიურად განვითარდება პროცესები რამდენიმე მიმართულებით. Nexta-ს (და მის მსგავს პროექტებს) დაფინანსებას შეუმცირებენ ან სრულად შეუწყვეტენ (2019 წელს ასე დახურეს პროექტი “ქარტია-97”), ამასთანავე, დაიწყებენ განტევების ვაცის ძებნას ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის გამო.

ის, ვინც ჭკვიანია ბელარუსის ოპოზიციაში, უკვე გულმოდგინედ ემიჯნება ჩაფლავებულ სახელმწიფო გადატრიალებას. საკოორდინაციო საბჭო დაიშალა, მისი წევრები ქვეყნიდან გარბიან… დარჩა მხოლოდ “პრეზიდენტი სვეტა” (სვეტლანა ტიხანოვსკაია), რომელიც ლიტვამ პრეზიდენტის ტიტულით დააჯილდოვა და რომელსაც გასაქცევი არ აქვს ლიტვურ-პოლიტიკური წყალქვეშა ნავიდან.

Ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here