Home ახალი ამბები მსოფლიო ბელარუსის ყველა ბანკი რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონაცემების გადაცემის სისტემას მიუერთდა

ბელარუსის ყველა ბანკი რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონაცემების გადაცემის სისტემას მიუერთდა

98

ბელარუსის ყველა საკრედიტო ორგანიზაცია მიუერთდა რუსეთის ფინანსური მონაცემების გადაცემის სისტემას (ფმგს)”, _ განაცხადა რუსეთის ბანკის ეროვნული საგადასახადო სისტემის დეპარტამენტის საგადასახადო სისტემის განვითარებისა და რეგულირების სამმართველოს უფროსმა დენის ბარიშკოვმა VIII ეროვნული საგადასახადო ფორუმის მიმდინარეობისას, როცა ლაპარაკობდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საგადასახადო სფეროში ინტეგრაციულ პროცესებზე.

ფინანსური მონაცემების გადაცემის სისტემა გაჩნდა 2014 წელს ანტირუსული სანქციების პირველი ტალღის საპასუხოდ, ამ სანქციებში მოყვა რამდენიმე ბანკიც. ფმგს -ს შექმნით რუსეთის ხელისუფლებას სურდა, უზრუნველეყო რუსეთის ფედერაციის ბანკების უსაფრთხოება და დაეცვა ისინი შესაძლო პრობლემებისაგან SWIFT-ის (ინფორმაციის გადაცემისა და გადასახადების გადახდის საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა. დაარსებულია 19 ქვეყნის 248 ბანკის მიერ _ ნ.კ.) გათიშვის შემთხვევაში. ბანკების ჩართვა SWIFT-ის ქსელში ცენტრალურ ბანკთან გადაცემული შესაბამისი ხელშეკრულებით ხორციელდება.

რუსეთისთვის SWIFT-ის გათიშვაზე ლაპარაკი მაშინ იწყება, როცა მწვავდება მისი ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. ბოლო ხანს სანქციების დღის წესრიგში რუსეთთან ერთად ბელარუსიც აღმოჩნდა.

ამა წლის ივნისში ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ოლღა სკორობოგატოვამ აღნიშნა, რომ ფმგს ტექნიკურად მზად არის ასამუშავებლად. “შიდა ბაზრის თვალსაზრისით, რუსულ სისტემას შეუძლია ფინანსური მონაცემების 100%-ით დამუშავება. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, აქ გვჭირდება სხვა სამინისტროებისა და უწყებების დახმარება _ საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, იმიტომ, რომ ეს მთავრობათაშორისი შეთანხმებაა. ჩემი აზრით, ყველას ძალისხმევაა საჭირო ამ მიმართულებით”, _ აღნიშნა სკორობოგატოვამ და დასძინა, რომ ფმგს-ის მონაწილეთა რაოდენობის ტექნიკური გაფართოება პრობლემა არ არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნებაც.

interfax.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here