“ბელარუსის პრემიერმინისტრი რომან გოლოვჩენკო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს”, _ განაცხადა მისმა პრესსპიკერმა ალექსანდრა ისაევამ.
ისაევას თქმით, პრემიერმინისტრი თავს კარგად გრძნობს.
“პრემიერმინისტრმა ვაქცინა 4 სექტემბერს რუსეთის პრემიერ მიშუსტინთან საუბრის შემდეგ გააკეთა. ის თავს არაჩვეულებრივად გრძნობს”, _ აღნიშნა ალექსანდრა ისაევამ.
შეგახსენებთ: რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V 11 აგვისტოს დაარეგისტრირა ოფიციალურად.