მთავარი დაიჯესტი ბელარუსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს უკრაინის “ახალი ეკლესიის” მსახურებაში მონაწილეობა აუკრძალა

ბელარუსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს უკრაინის “ახალი ეკლესიის” მსახურებაში მონაწილეობა აუკრძალა

681
გააზიარეთ
ბელარუსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს უკრაინის “ახალი ეკლესიის” მსახურებაში მონაწილეობა აუკრძალა

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მინსკის ეპარქიამ თავის მრევლს მიუთითა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს უკრაინისახალი ეკლესიისმიერ გამართულ რიტუალებში, _ ნათქვამია ეპარქიის საერთო კრების განცხადებაში, რომელიც ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“განემარტოს მინსკის ეპარქიის კლირიკებსა და მრევლს, რომ დაუშვებელია არაკანონიკური სტრუქტურის მიერ ჩატარებულ მსახურებაში მონაწილეობა”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

ეპარქიის საერთო კრებამ დაადგინა, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდების გადაწყვეტილებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

განცხადებაში, აგრეთვე, გამოთქმულია მხარდაჭერა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიის მიმართ.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here