Home ახალი ამბები მსოფლიო “ბევრს არ სჯეროდა… სულ ტყუილუბრალოდ”: ევროკავშირში ბავშვებზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს

“ბევრს არ სჯეროდა… სულ ტყუილუბრალოდ”: ევროკავშირში ბავშვებზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს

357
ანა შაფრანი

რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირში აღმაშფოთებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგები ასახულია გაეროს ბავშვთა ფონდიუნისეფისდოკუმენტებში. “ბევრს არ სჯეროდასულ ტყუილუბრალოდ”, _ განაცხადა ჟურნალისტმა, პროგრამაშაფრანისწამყვანმა ანა შაფრანმა ტელეარხცარგრადისეთერში.

“ჩვენ გვაფრთხილებდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმისა და სხვა გარყვნილების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის კვალდაკვალ, რომლებიც უკვე ნორმად იქცა, დადგებოდა პედოფილიის რიგიც. ბევრს არ სჯეროდა, ამბობდნენ, “ეს სულ სხვა რამეა, აქ ხომ ბავშვებზეა ლაპარაკი. ეს ხომ წმინდაა”. და აი, ტყუილუბრალოდ არ სჯეროდათ”, _ განაცხადა ანა შაფრანმა.

რამდენიმე დღის წინათ გაეროს ბავშვთა ფონდმა “იუნისეფმა” გამოაქვეყნა “დოკუმენტი სამსჯელოდ” სახელწოდებით “კონტროლის ინსტრუმენტები ციფრულ საუკუნეში და ბავშვთა ონლაინუფლებები მსოფლიოში”. მასში წერია, რომ თითქოს დაუდგენელია, ვნებს თუ არა პორნოფილმების ყურება ბავშვებს. უფრო მეტიც, დოკუმენტში მოყვანილია ევროპული კვლევის მონაცემები, რომელთა გამოც თმა ყალყზე დაგიდგებათ.

2020 წლის კვლევაში “ევრობავშვები ონლაინ” შეაჯერეს ევროპის 19 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. გაირკვა, რომ ბავშვების უმეტესობას, რომელმაც ონლაინ ნახა სექსუალური სცენები, არ განუცდია არც წყენა და არც სიხარული (ასეთი, ყველაზე მცირე, რაოდენობით (27%) იყო შვეიცარიაში, ყველაზე მეტი (72%) ლატვიაში).

“ეს რა არის _ აყურებინო ბავშვებს სექსუალური სცენები და გაზომო მათი რეაქცია?!” _ გაკვირვებას ვერ მალავდა შაფრანი.

tsargrad.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here