Home რუბრიკები საზოგადოება ბატონო პრეზიდენტო, რატომ მოკალით თამარ გამრეკელაშვილი?

ბატონო პრეზიდენტო, რატომ მოკალით თამარ გამრეკელაშვილი?

1574
გიორგი მარგველაშვილი

ამა წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, საზარელი ტრაგედია მოხდა: 25 წლის ქალს, 2 შვილის დედას _ თამარ გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ ყელი გამოსჭრა ყოფილმა მამინაცვალმა, 1972 წელს დაბადებულმა ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც სამართალდამცველებმა მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავეს.

ვეფხია ბაქრაძე 2-ჯერ არის ნასამართლევი. 2009 წელს გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით, რომელიც “სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობის” გამო სასჯელს ითვალისწინებს; 2015 წელს კი დამნაშავედ ცნეს ოჯახის წევრის, მეუღლის _ ნათელა გობაძის ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანებასა და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევაში, მაგრამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და მან საპატიმრო ვადაზე ადრე _ 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დაპატიმრებულმა ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიას, ე.წ. უდოს 6-ჯერ მიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის თხოვნით, მაგრამ 6-ჯერვე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მან პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე მაინც დატოვა საპატიმრო 2017 წლის მაისში და ერთი წლის თავზე ეს საშინელი ტრაგედია დაატრიალა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამ ტრაგედიას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სცადა, მაგრამ არადამაჯერებლად. უბედურება ის არის, რომ პრეზიდენტს 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე შეწყალებული ჰყავს 3655 პირი, მათგან 1645 _ განსაკუთრებით მძიმე (ითვალისწინებს 10 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას), ხოლო 1812 _ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდადებული.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც ქართველ ხალხს გონებასუსტი და დებილი უწოდა, როგორც ხედავთ, თვითონ გამოავლინა გონებასუსტობა, როცა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შეიწყალა და 1645 პოტენციური მკვლელი გაათავისუფლა. მათგან ერთ-ერთია ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც უკვე ჩაიდინა საზარელი დანაშაული _ 25 წლის ქალს შვილების თვალწინ გამოსჭრა ყელი და ეს დანაშაული “შემწყალებელი” პრეზიდენტის სინდისზეა. დანარჩენ 1644-ზე ვინ უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა, თუ ისინიც კვლავ ჩაიდენენ დანაშაულს? ამაზე დაფიქრებულხართ ოდესმე, ბატონო პრეზიდენტო?

დავით ბერიძე

P.S. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთერთი პირი, მოქალაქე . ., რომელსაც მკვლელობის მცდელობის ბრალდება აქვს წაყენებული, ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო. საუბარია 2016 წლის მაისში მომხდარ შემთხვევაზე. პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე . .- გათავისუფლებას მისი ადვოკატებიც ადასტურებენ. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში ერთი წელი იჯდა. . . უკვე შეწყალებულია და რომც დაუმძიმდეს ბრალი, მნიშვნელობა არ აქვს, სასჯელს აღარ მოიხდის”, _ განაცხადა ადვოკატმა დავით მოდებაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here