Home სხვადასხვა დაიჯესტი ბართოლომეოსმა ვატიკანთან შერწყმის გზები დააკონკრეტა

ბართოლომეოსმა ვატიკანთან შერწყმის გზები დააკონკრეტა

763
ბართოლომეოსმა ვატიკანთან შერწყმის გზები დააკონკრეტა

აშშში საბერძნეთის არქიეპისკოპიის (ეკუმენისტური საპატრიარქოს იურისდიქციაშია) მეთაურმა ელპიდოფორ ლამბრინიადისმა ნიუიორკში, იეზუიტების უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზემართლმადიდებლურკათოლიკური ურთიერთობების მომავალი აშშში”.

ელპიდოფორი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის უბრალო ნაცვალი არ არის მეტროპოლიაში (სტამბოლის საპატრიარქო, ფაქტობრივად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის “საეკლესიო” განყოფილებაა), ის მის მემკვიდრედ ითვლება (დასავლეთ ევროპაში კონკურენტ ემანუელის ჩაფლავების შემდეგ, რომელმაც ხელი ვერ შეუშალა იქაური რუსული არქიეპისკოპიის მიერთებას მოსკოვის საპატრიარქოსთან).

ელპიდოფორი, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რაფინირებული თანამშრომელი, ეკუმენისტი პატრიარქის რუხი კარდინალია. ის ასაჯაროებს სხვადასხვა ანტიკანონიკურ ინიციატივას და სამსჯელოდ გააქვს საერთაშორისო და კონფესიათაშორის მოედნებზე, სანამ ბართოლომეოსი დანერგავს მათმსოფლიო დონეზე”. ამ რაკურსში უნდა განვიხილოთ “მართლმადიდებლურ-კათოლიკური ურთიერთობების მომავალი”, როგორც მას ხედავენ ზემოხსენებული პერსონაჟები.

ლექციის შესავალში ელპიდოფორმა მიუთითა ხსენებული ურთიერთობების “ისტორიულ წინამძღვრებზე”: “1965 წელს წინასწარმეტყველური ჟესტით პაპმა პავლე VI- და ეკუმენისტმა პატრიარქმა აფინაგორმა ერთობლივად გადაწყვიტეს, აღედგინათ ევქარისტული ურთიერთობები, რომლებიც დაიკარგა საუკუნეების განმავლობაში; ამასთანავე, გააუქმეს 1054 წლის გადაწყვეტილება ეკლესიის გაყოფის შესახებ”. გამოდის, ეკუმენისტური საპატრიარქო, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, პაპს ეკლესიის წევრად მიიჩნევს.

ელპიდოფორი ლექციას კითხულობს იეზუიტთა უნივერსიტეტში
ელპიდოფორი ლექციას კითხულობს იეზუიტთა უნივერსიტეტში

მსოფლიო ეკლესიამ ეს აქტი არ მიიღო. კერძოდ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის იმჟამინდელმა პატრიარქმა ალექსი I-მა აფინაგორს აცნობა: “ამ აქტს, ჩვენი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის”, ხოლო ელადის ეკლესიის მეთაურს, არქიეპისკოპოს ქრიზოსთომს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა განუმარტა: ამ აქტს ღვთისმეტყველური მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განხეთქილება ძალიან ღრმაა და ამ განხეთქილების დასაძლევად ამჟამად შესაბამისი საფუძველი არ არსებობს”.

ბართოლომეოსმა პაპებთან ურთიერთობა მესა-ლიტურგიებში მონაწილეობამდე დაიყვანა. შედეგად, როგორც ელპიდოფორი ამბობს, “ორი ეკლესიის დიალოგმა “სიმწიფეს” მიაღწია და ჩასახა რწმენა, რომ სწორედ დღეს, როგორც არასდროს, მართლმადიდებლები და კათოლიკები შეძლებენ, დატკბნენ ჩვენი ეკლესიების გაერთიანებით”, ამ დიალოგის “მიღწევები” კი გამოიხატება შემდეგში:

* ურთიერთაღიარება;

* საერთო აღსარება;

* მრავალფეროვნების მიღება;

* ერთობლივი ლიტურგიული გამოცდილება;

* განახლება და რეფორმები;

* პაპის ტახტის როლის აღიარება.

პაპის ღირსებების გაგება _ “ის, როგორ განვსაზღვრავთ ძალაუფლებას ეკლესიაში”, ფენერის წარმომადგენლის აზრით, “პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენს უნარზე, ვიცხოვროთ და ვიარსებოთ, როგორც ერთიანმა ეკლესიამ”. თუმცა ეპიდოფორი იქვე “აზუსტებს”, რომ მისი შეფი (ის შეფი კი არა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან, არამედ ის, ვინც “მართლმადიდელობის სხეულის პრეზიდენტია”) ლაპარაკობს “სიყვარულის, ღირსებისა და მსახურების პირველობაზე”, მაგრამ სინამდვილეში ასეა?

საერთოდ, ღირსების პირველობაზე (ოღონდ, რა თქმა უნდა, არა კათოლიკე პაპის) ლაპარაკობს კანონები, მსახურების პირველობაზე _ თვითონ იესო ქრისტე (“ხოლო თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს”, მათე, 23:11), რომელიც თვითონ არის სიყვარულის პირველობა. ბართოლომეოსი კი მანიაკურად ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ პირველია მართლმადიდებელ იერარქთა შორის არა ღირსებით, არამედ ძალაუფლებით და ამ ძალაუფლების საფუძველზე ქმნის განხეთქილებას მართლმადიდებლურ სამყაროში. ბართოლომეოსი მზად არის, ორი ეკლესიის გაერთიანების შემთხვევაში, “ძალაუფლების პირველობა” რომის პაპს გადასცეს. ბართოლომეოსმა 2006 წელს უკვე გაუწია სამსახური პაპ ბენედიქტს, როცა ის ფენერის რეზიდენციაში მიიღო.

შეხვედრისას გამართულ ცერემონიაზე ეკუმენისტი პატრიარქი რომის პაპს ისე მიესალმა, როგორც იესო ქრისტეს (ეკლესიის ჭეშმარიტ მეთაურს). და ეს იმის მიუხედავად, რომ ვატიკანი მოითხოვს დოგმების დაცვას ხელისუფლებასა და პაპის უცდომელობის შესახებ. რომის პაპის ჰეგემონიაზე თანხმობა გამოიხატა იმაშიც, რომ პონტიფიკოსის სახელი ლიტურგიაში პირველი მოიხსენია _ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე ადრე. შემდეგ წელს ბართოლომეოსმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პაპის პრიმატი: თუკი ჩვენ მივაღწევთ თანხმობას კათოლიკურ ეკლესიასთან ტერმინპირველობისსაკითხში, როგორიც იყო ის პირველ ათასწლეულში, მაშინ ეკუმენისტი პატრიარქისთვის სირთულე არ იქნება რომის კათედრის პირველობის აღიარება და მეორე ადგილის დაკავება პაპის პრიმატის აღიარების მზადყოფნის შესახებ: “თუკი ჩვენ მიღვაწევთ თანხმობას კათოლიკურ ეკლესიასთან ტერმინპირველობისსაკითხში, როგორიც იყო ის პირველ ათასწლეულში, მაშინ ეკუმენისტი პატრიარქისთვის სირთულე არ იქნება რომის კათედრის პირველობის აღიარება და მეორე ადგილის დაკავება”.

ის, რომ “ადამიანური წესრიგის საპატიო პირველობა”, რომელიც სტამბოლის პატრიარქმა მოიხსენია, ნიშნავს ძალაუფლებაში პირველობას, თვითონ განმარტა ეკუმენისტური საპატრიარქოს 2018 წლის ყრილობაზე (სახელდობრ, ამ ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის “ავტოკეფალიის” მიცემის შესახებ). თუმცა 10 წლით ადრე ბართოლომეოსის პირადმა თეოლოგმა ზიზიულასმა “დაასაბუთა”, რომ “კანონები აღიარებენ მხოლოდ ერთ პრიმატს _ რეალურ ძალაუფლებას”. და უკვე იმხანად ფენერის წარმომადგენლები ამ პრიმატს რომის ტახტს ანიჭებდნენ. რისთვის?

პასუხი მარტივია: მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანების შემდეგ, რომელშიც პირველობა რომის პაპს მიენიჭება, ეკუმენისტი პატრიარქი ძალაუფლებასა და გავლენის მიხედვით მეორე იქნება, მაგრამ ეს ძალაუფლება გავრცელდება ყველააღმოსავლეთ ეკლესიაზე”. ასე ცვლის ფენერი ამჟამინდელი ილუზორული ღირსების პირველობას (რომელიც მატერიალურად არაფერს აძლევს), “აღმოსავლეთ ეკლესიებზე რეალური ძალაუფლების მიხედვით მეორე ადგილს, თანაც ამით ის სამწყსოს რაოდენობის 3 მლნ-დან 10 მლნ ადამიანამდე გაზრდის (ძირითადად, აშშ-ის მართლმადიდებლების წყალობით). ამ სქემას, დიდი ხანია, მხარს უჭერს ვატიკანი. ამის შესახებ XVIII-XIX საუკუნეების გზაგასაყარზე წერდა ათონელი ღვთისმეტყველი და კანონისტი, ღირსი ნიკოდიმ სვიატოგორეცი.

რომელ “დოგმატურ” საფუძველზე უნდა შეერწყას ფანერის “მართლმადიდებლობა” ლათინურ სარწმუნოებას?

“ორმხრივი აღიარება”, რომელზეც ლაპარაკობს ელპიდოფორი, უკვე აღსრულდა ბალამანდის (ბალამანდის მონასტერი მდებარეობს ლიბანში, ტროპოლისთან ახლოს) თათბირზე 1993 წელს. და ეს მოხდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების დარღვევით, მაგრამ ეს კანონები ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გამოაცხადა ბართოლომეოსმა “მოძველებულად”.

რაც შეეხება “რეფორმების განახლებას” (წაიკითხე, გახრწნას) _ ეს არის ის, რაც გააქტიურებულია, როგორც თანამედროვე კათოლიციზმში, ისე ფენერის “მართლმადიდებლობაში”.

რჩება ერთობლივი აღსარება”, “როცა მართლმადიდებლები და კათოლიკები ერთიანდებიან, ჩვენ უნდა გვქონდეს იდენტური აღმსარებლობა”, _ ამბობს ელპიდოფორი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი ფენერმა უკვე გადაწყვიტა, იმისგან დამოუკიდებლად, როგორი იქნება რწმენის სიმბოლო, რაც მიუთითებს მის მნიშვნელობაზე, როგორც ფენერისტებისთვის, ისე ლათინებისთვის. მათ უნიაში “ასეც შეიძლება და ისეც”, მაგრამ ასეთი აღსარება დასაშვებია ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის? ყველა ადგილობრივი ეკლესია ეთანხმება ამ დათმობებს? ლაპარაკი აღარ არის გარყვნილებებზე კათოლიციზმისა, რომელიც მხარს უჭერს ე.წ. გენდერულ მრავალფეროვნებას, აბორტებსა და ადამიანის “სხვა უფლებებს”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here