მთავარი საზოგადოება ბართოლომეოსი ღმერთსა და ეშმაკს შორის

ბართოლომეოსი ღმერთსა და ეშმაკს შორის

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ომი გამოუცხადა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას

2443
გააზიარეთ
ბართოლომეოსი ღმერთსა და ეშმაკს შორის

დასავლეთის მიერ მხარდაჭერილწაქეზებული .. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I, როგორც ჩანს, გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა მსოფლიოს მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესატანად: რამდენიმე დღის წინათ მან თავისი ეგზარქოსები დანიშნა უკრაინაში და ამით კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

რამდენიმე დღის წინათ, 31 აგვისტოს, რუსეთის პატრიარქი კირილე სტამბოლში შეხვდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს და ითქვა, რომ ამ შეხვედრამ მეგობრულ, ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს ფენერზე (სტამბოლის ისტორიული რაიონი, რომელშიც მდებარეობს კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენცია) გაიმართა ეპისკოპოსების შეკრება-სინაქსისი, რომელზეც ბართოლომეოსმა თავს უფლება მისცა, საკმაოდ მწვავე გამონათქვამები გამოეყენებინა რუსეთის პატრიარქის მიმართ. კონსტანტინოპოლის მიერ ეგზარქოსების დანიშვნა უკრაინაში _ ეს არის პირველი ნაბიჯი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გზაზე. არადა, უკრაინა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა. მსოფლიო ეკლესიების მეორე კრების მიერ დადგენილი წესების თანახმად, ეპისკოპოსებს უფლება არ აქვთ, მიწვევის გარეშე შევიდნენ და იღვაწონ სხვა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კი ორი ეგზარქოსი _ დანიელი და ილარიონი კიევში გაგზავნეს რუსეთის პატრიარქ კირილესა და უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესთან შეუთანხმებლად. ეს წესების უხეში დარღვევაა, რელიგიური ომი. სწორედ ამიტომ განაცხადა რუსეთის პატრიარქმა, რომ ბართოლომეოსის მიერ გადადგმული ნაბიჯი პასუხგაუცემელი არ დარჩება.

ამ მოქმედებას ჩიხში შეჰყავს რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების ურთიერთობა, რეალურ საფრთხეს უქმნის მართლმადიდებლობას სრულიად მსოფლიოში”, _ მიაჩნიათ მოსკოვის საპატრიარქოში.

როგორც ჩანს, პატრიარქი ბართოლომეოსი შეპყრობილია “აღმოსავლეთის პაპიზმის” იდეით. რომის კათოლიკური ეკლესიის ანალოგიით, ის ოცნებობს, გახდეს მსოფლიოს მართლმადიდებლობის ერთპიროვნული მეთაური. ბართოლომეოსმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლს აქვს მისტიკური განსაკუთრებულობა სხვა ეკლესიებთან შედარებით და წარმოადგენს “მართლმადიდებლობის ეთოსს”.

ეთოსი _ ეს არის ადამიანის, ხალხის, სოციალური ჯგუფის ხასიათის უნივერსალური, მდგრადი მახასიათებლები.

ბართოლომეოსი ამბობს, რომ აქვსმართლმადიდებლობის ეტალონური ეთოსი”. ეს გულისხმობს, რომ ყველა სხვა ეკლესია არასრულყოფილია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უნდა დაემორჩილოს. ეს, ექსპერტთა აზრით, რელიგიური რასიზმის მაგალითია.

როგორი რეაქცია ექნება ამაზე სხვა ეკლესიებს? _ რა თქმა უნდა, უარყოფითი. პატრიარქი ბართოლომეოსი 7 სექტემბერს ისტორიაში შევიდა, როგორც განხეთქილების მოთავე. ეს ეხება არა მხოლოდ მართლმადიდებლურ თეორიებს, არამედ კანონიკურ ტერიტორიულ საკითხებს, რადგან ლაპარაკია ქრისტიანებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

კონსტანტინოპოლი პირველად არ ცდილობს განხეთქილების შეტანას მართლმადიდებლობაში. მაგალითად, სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ზოგიერთი ეკლესიის ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლა, ეკლესიების ნაწილმა, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, უარი თქვა ამ რეფორმაზე. საბერძნეთშიც, ელადის ეკლესიაში, მილიონობით მორწმუნემ არ აღიარა ეს რეფორმა. რაც შეეხება ადრეულ პერიოდს, 1920-იან წლებში კონსტანტინოპოლმა მხარი დაუჭირა განხეთქილებას სსრკ-ში. ეს განხეთქილება ხელოვნურად შექმნეს ლევ ტროცკიმ და მისმა მომხრეებმა. კონსტანტინოპოლი მოითხოვდა, რუსეთის პატრიარქ ტიხონს უარი ეთქვა უფლებამოსილებაზე და გადამდგარიყო. იმხანად რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდი ძალისხმევის შედეგად შეინარჩუნა ერთიანობა და სიწმინდე. დღეს კი ცნობილია, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია ქადაგებს მართლმადიდებლობაში ლიბერალური ტენდენციის დამკვიდრებას. ლაპარაკია პროტესტანტებსა და კათოლიკეებთან ერთად ლოცვის აღვლენაზე, რასაც მართლმადიდებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არ მიესალმება. ბართოლომეოსმა ახლახან დააკანონა მეორე ქორწინება სასულიერო პირებისთვის, რაც აკრძალულია ეკლესიის წმინდა მამების სწავლებით. კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან გამუდმებით ისმის გადაკრული სიტყვები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის დაშვებაზე და ა.შ.

2018 წლის 7 სექტემბერი ისტორიაში შევა, როგორც სამწუხარო თარიღი. ამ დღეს მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I-მა განხეთქილება შეიტანა მსოფლიოს მართლმადიდებლობაში და დაყო ის ლიბერალურ და კონსერვატიულ მიმართულებებად. ფაქტია, რომ ბართოლომეოსი სათავეში ჩაუდგა ლიბერალურ მიმართულებას.

ამან, წესით, უნდა გამოიწვიოს სხვა ეკლესიების ძალიან მკაცრი საპასუხო რეაქცია. ბართოლომეოსი შეეცდება, თავისი “აღმოსავლეთის პაპიზმის” იდეის განვითარებას. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კი, რა თქმა უნდა, უარს იტყვის ლიბერალიზაციასა და გახრწნილ ეკლესიურ ცხოვრებაზე.

ექსპერტთა ვარაუდით, უნდა შეიკრიბოს მართლმადიდებლური ეკლესიების საერთო სასამართლო და დაგმოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ანტიკანონიკური საქციელი და ერეტიკული იდეები.

ისიც აღსანიშნავია, რომ უკრაინის მართლმადიდებეურლი ეკლესიის მიტროპოლიტის განცხადების თანახმად, პატრიარქი ბართოლომეოსი პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიეს და უცხო ქვეყნის ძალების მითითებებით მოქმედებს. ნიშანდობლივია, რომ კიევში ეგზარქოსებად მიავლინეს ეპისკოპოსი დანიელი აშშდან, ეპისკოპოსი ილარიონი კი კანადიდან. სწორედ ეს გარემოება იწვევს ეჭვის, ვინ დგას ბართოლომეოსის უკან.

აშშ, როგორც ვხედავთ, ცდილობს ვითარების დაძაბვას სირიასა და უკრაინაში და როგორც ჩანს, ამ თამაშში ბევრი მონაწილეა, მათ შორის, პატრიარქი ბართოლომეოსი, რომის პაპი და ამერიკული ე.წ. სიღრმისეული სახელმწიფო.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი დაადგა ომის გზას მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობის წინააღმდეგ. ეს არის ომი არა მხოლოდ რუსეთის ან უკრაინის ეკლესიის, არამედ ომი 300 მლნ-ზე მეტი მართლმადიდებლის წინააღმდეგ.

ცნობისთვის: უკრაინაში მოქმედებს 3 რელიგიური ორგანიზაცია, რომელთა წევრებიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ. მათგან ორი _ კიევის საპატრიარქო (შეიქმნა 1992 .) და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია (შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში მცხოვრები დიასპორის მიერ) _ აღიარებული არ არის სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების ეკლესიების მიერ. კანონიკურად მიჩნეულია მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. სამ მილიონიანმა ერმა შევძელით ავტოკეფალიის დაბრუნება.ერთპიროვნულად წაგვართვეს და ასევე დაგვიბრუნეს.60- მილიონიანი ქვეყანა და ერია სადაც შევიდა ქრისტიანობის მადლი და გავრცელდა ჩრდილოეთ ტერიტორიაზე,რომელსაც ჯერ კიდევ არ ერქვა რუსეთი.ჩვენსავით ოკუპირებული,რომელიც ცდილობს ავტოკეფალიის აღდგენით (დაბრუნებით) მოსწყდეს რუსეთის არეალს და ჩვენ კი ამ ძირეულ საკითხზე არც კი ვმსჯელობთ.ყურადღება გადაგვაქს ”პაპიზმზე”.მართმადიდებლურ სამყაროში ეგ ვერ მოხდება.ქრისტიანულ სამყაროში საერთო მრევლის 20%-ის (60 მილიონი) ნების გარეშე, მხარდაჭერის ”დაგმობა” შიდა მოგვარებადი საკითხების მომიზეზებით ნონსენსია.აქ სიფრთხილის ზღვარი მხოლოდ პოლიტიკურ რეალიების ხაზზე გადის და ჩვენი მხრიდან სწორ დიპლომატიურ ოსტატობას მოითხოვს.უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენა აუცილებლად მოხდება და მას რუსები ჩვენზე ადრე დათანხმდებიან!

  2. ბერძნები თავიდანვე უტიფრობით გამოირჩეოდნენ და მაგათი პატრიარქიც ისეთივე უტიფარია,რაა გასაკვირი,თანაც მასონი და უკვე არაფერია საოცარი!

  3. ისე იგივე მიდგომა ილორის ეკლესიასთან მიმართებაშიც რომ იყოს გამოყენებული არ იკნებოდა ცუდი!?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here