Home ახალი ამბები მსოფლიო ბარბადოსი დიდი ბრიტანეთის იმპერიას ანგრევს

ბარბადოსი დიდი ბრიტანეთის იმპერიას ანგრევს

189

კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II- ართმევს კუნძულის მმართველის სტატუსს.

დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 55 წლისთავზე ბარბადოსი აღარ იქნება კონსტიტუციური მონარქია და გახდება რესპუბლიკა.

ბარბადოსი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო 1627 წლიდან და დამოუკიდებლობა მოიპოვა 1966 წელს. სახელმწიფოს მეთაურად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ითვლებოდა, რომელსაც კუნძულზე გენერალ-გუბერნატორი წარმოადგენდა.

ბარბადოსი მდებარეობს კარიბის ზღვის აუზში, ქვეყანაში 300 ათასი კაცი ცხოვრობს.

rbc.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here