მთავარი საქართველო ბანკებმა 6 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმებით 48 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

ბანკებმა 6 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმებით 48 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

493
გააზიარეთ
ბანკებმა 6 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმებით 48 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 48 214 838 ლარის შემოსავალი მიიღეს. ჯარიმებით ყველაზე მეტი შემოსავალითიბისი ბანკმამიიღო _ 13 749 470 ლარი. ხუთეულში არიანსაქართველოს ბანკი”, “ქართუ ბანკი”, “ლიბერთი ბანკიდაკრედო ბანკი”.

“თიბისი ბანკი” _ 13 749 470 ლარი;

“საქართველოს ბანკი” – 8 680 037 ლარი;

“ქართუ ბანკი” _  8 353 302 ლარი;

“ლიბერთი ბანკი” _ 5 034 384 ლარი;

“კრედო ბანკი” _ 4 959 475 ლარი.

რაც შეეხება სხვა ბანკებს, “ბაზის ბანკმა” საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 081 236 ლარი მიიღო, “ფინკა ბანკმა” _ 1 819 709 ლარი, “ხალიკ ბანკმა” _ 920 314 ლარი, “ტერაბანკმა” _ 1 730 142 ლარი, “პაშა ბანკმა” _ 345 459 ლარი, “პროკრედიტ ბანკმა” _ 478 766 ლარი, “ზირაათ ბანკმა” კი _ 62 544 ლარი.

აღსანიშნავია, რომ “სილქ როუდ ბანკს, “იშ ბანკსა” და “ვითიბი ბანკს” საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით მიღებული შემოსავლი არ აქვთ.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. მევახშე და მძარცველი ცოტა ხნის წინ საარჩევნო დაპირებებით გამოგვეცხადა, ფაქტია ქვეყანა ეშმაკებს ყავთ შეპყრობილი და ხალხი ტვინგამოცლილი. ბრბო. როგორ მძულს უსამართლობა და ამაზე დიდი უსამართლობა რაც საქართველოში ხდება, კაცობრიობის სიცოცხლის მანძილზე არსად მოხდებოდა აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. არანაირი მორალური, არანაირი კანონი, არანაირი სასულიერო სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაში ყველგან სულგაყიდული უღმერთო ადამიანები ზიან და ამდენის უფლებას ამიტომაც აძლევენ ავაზაკებს. რა ხდება ეს გამაგებინეთ!

  2. საქართველოზე მიდის ცოფიანი ძაღლების სტილში შტევა. ასეთი უსამართლობა, რეკეტი, ფაშიზმი და დისკრიმინაცია რაც აქ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, გთხოვთ გამომიქვეყნეთ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here