Home ახალი ამბები საქართველო ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა 170,7 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა 170,7 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

953
ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა 170,7 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს. დასაკუთრებული ქონებიდან 95% კომერციულ ბანკებზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მათ მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 9 041 999 ლარი შეადგინა, რაც 7,6 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16 677 553 ლარი შეადგინა.

2019 წლის მონაცემებით, ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here