Home ახალი ამბები მსოფლიო ბაიდენმა კვლავ წაიბორძიკა

ბაიდენმა კვლავ წაიბორძიკა

174
ბაიდენმა კვლავ წაიბორძიკა

აშშის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას კვლავ წაიბორძიკა, მაგრამ ამჯერად არ დაცემულა.

გამოცემა The Hill-ის მიერ 1 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ადის ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე წვიმიან ამინდში, ხელში ქოლგა და ჩანთა უჭირავს. ერთ-ერთ საფეხურზე ამერიკის ლიდერმა წაიბორძიკა, მაგრამ არ დაცემულა და ტრაპის ზედა ნაწილს მშვიდობით მიაღწია.

19 მარტს ჯო ბაიდენმა სამჯერ წაიფორხილა და სამჯერვე დაეცა თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას, როცა ჯორჯიის შტატში უნდა გაფრენილიყო. თეთრი სახლის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ბაიდენის დაცემა ძლიერ ქარს დააბრალეს. სხვებმა კი ხუმრობით დონალდ ტრამპის ოინებს მიაწერეს. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც ასახულია, როგორ ესვრის ტრამპი ბანანის კანს ბაიდენს ფეხებში ტრაპზე ასვლისას.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here