მთავარი მსოფლიო ბაიდენის შვილმა უკრაინისთვის მოპარული ფული ნარკოტიკებში დახარჯა

ბაიდენის შვილმა უკრაინისთვის მოპარული ფული ნარკოტიკებში დახარჯა

45
გააზიარეთ
ბაიდენის შვილმა უკრაინისთვის მოპარული ფული ნარკოტიკებში დახარჯა

აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანტერ ბაიდენმა უკრაინიდან წამოღებული ფული ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში დახარჯა. ამის შესახებ მან თავის მემუარებში დაწერა, რომლიდან ამონარიდებიც სათაურითშესანიშნავი საქმეებიგაზეთმავაშინგტონ პოსტმაგამოაქვეყნა.

51 წლის ჰანტერ ბაიდენმა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია Burisma-ში, აღიარა, რომ წლების განმავლობაში იტანჯებოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. პრობლემები კი გაღრმავდა 2015 წელს ძმის, ბო ბაიდენის, გარდაცვალების შემდეგ.

ჰანტერ ბაიდენი წერს, რომ მანკიერი მიდრეკილების გამო დაინგრა მისი ქორწინება და რაღაც პერიოდის განმავლობაში მოტელებში ცხოვრობდა.

ჰანტერ ბაიდენი Burisma-ში 2014 წლიდან მუშაობდა ხელმძღვანელობის მრჩევლად და თვეში 50 ათასს დოლარს იღებდა. ჯო ბაიდენის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვეს. ისინი აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინის ხელისუფლების გენპროკურორ ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა, რადგან მან Burisma-ს ფინანსური მაქინაციების გამოძიება დაიწყო. ამასთანავე, ჰანტერ ბაიდენი უკრაინის ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაში დაადანაშაულეს იმ პერიოდში, როცა მამამისი უკრაინას კურატორობდა.

Ru-an.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here