მთავარი მსოფლიო ბაიდენის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა

ბაიდენის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა

128
გააზიარეთ

პრეზიდენტობის პირველი 9 თვის შემდეგ ჯო ბაიდენის პოპულარობა აშშის სხვა სახელმწიფო მეთაურებზე მეტად არის დაცემული მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან დღემდე. ამას მოწმობს Gallupის გამოკითხვა.

ბაიდენის რეიტინგი 11,3%-ით დაეცა და 56%-იდან 44%-მდე შემცირდა. რეიტინგმა დაცემა დაიწყო ივლისში, როდესაც აშშ-ში მოიმატა კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა. ვითარება დაამძიმა ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაქცევამ. ბაიდენის რეიტინგი მისი წინამორბედი 10 პრეზიდენტის რეიტინგებზე მეტად არის დაცემული. მან მოხსნა ბარაკ ობამას რეკორდი, რომლის რეიტინგიც აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი 9 თვის განმავლობაში 10,1 პროცენტით შემცირდა.

ოქტომბერში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა, რაც თეთრი სახლის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here