Home ახალი ამბები მსოფლიო ბავშვი სპეცრაზმის წინააღმდეგ

ბავშვი სპეცრაზმის წინააღმდეგ

3869
ბავშვი სპეცრაზმის წინააღმდეგ

ყველაზე უშიშარი ბავშვი XXI საუკუნეში _ სადამ ჰუსეინის შვილიშვილი

ამერიკულმა გაზეთმა New York Times-მა “XXI საუკუნის ყველაზე მამაცი და უშიშარი ბიჭიდაასახელა. გასაკვირია, მაგრამ თვით ამერიკელებიც კი აღიარებენ, რომ ეს ბიჭი ნამდვილი გმირია, რომელიც მარტო დაუპირისპირდა ამერიკულ სპეცრაზმს. ეს ბიჭია მუსტაფა სადამ ჰუსეინი.

სადამ ჰუსეინის 14 წლის შვილიშვილი ბოლო იყო, ვინც ავტომატური იარაღით ხელში წინააღმდეგობას უწევდა ამერიკელ სპეცრაზმელებს შეიხ ნავაფ ზეიდანის სახლის შტურმისას. იმ მომენტში ის სახლში ერთადერთი ცოცხალი ადამიანი გახლდათ, მის გარშემო კი მიმოფანტული იყო მამის _ კუსაის, ბიძა უდეისა და მათი მცველის _ აბდელ-საბადის გვამები. ოპერაციაში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცების თქმით, როცა სახლში შეიჭრნენ, მათ მუსტაფა ჰუსეინმა ცეცხლი გაუხსნა ავტომატური იარაღიდან. მას შემდეგ, რაც თვალწინ მოუკლეს მამა და ბიძა, ბიჭმა ცეცხლი არ შეწყვიტა და სნაიპერის შაშხანით სიცოცხლეს გამოასალმა 14 ამერიკელი ჯარისკაცი, სადამის შვილიშვილთან ბრძოლა 6 საათს გაგრძელდა. როცა ამერიკელებმა ბიჭი მოკლეს, ვერ იჯერებდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდათ ერთი ადამიანი, მათი შოკი კი გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანი, ფაქტობრივად, ბავშვი იყო.

მუსტაფას შესახებ დაწერილი სტატიის ბოლოს გაზეთ New York Times-ის ჟურნალისტი რობერტ ეისკი წერს: “ამ ბიჭის მსგავსი ვინმე ჩვენ რომ გვყოლოდა, თითოეულ ქალაქში დავუდგამდით ქანდაკებას, ყველგან და ყოველთვის ვილაპარაკებდით მის სიმამაცეზე და ის იქნებოდა მოზარდი თაობისთვის მისაბაძი მაგალითი”.

1 COMMENT

  1. ეგ არის ამერიკის სტრატეგია ვაჟკაცები და მაგარი ბიჭები უნდა გაწყვიტოს და გაუგებარი ორიენტაციის ხალხი გაამრავლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here