მთავარი სამართალი ბავშვები რაღაცას მალავენ – ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე მოკლულის მამა საუბრობს

ბავშვები რაღაცას მალავენ – ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე მოკლულის მამა საუბრობს

1260
გააზიარეთ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ კითხვები აქვს არა გამოძიებასთან, არამედ ბავშვებთან, რომლებიც მისი ვარაუდით რაღაცას მალავენ და ბოლომდე არ ამბობენ.

ამ საკითხზე ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”-ში სტუმრობისას ისაუბრა.

“კითხვები მაქვს ბავშვებთან, გამოძიებასთან არა, რადგან კანონის ფარგლებში რაც შეეძლოა გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა. ბავშვები რაღაცას მალავენ, მაგრამ რას, ეს არ ვიცი”,– ამბობს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, გაეცნო როგორც ჩვენებებს, ასევე უშუალოად გაესაუბრა მისი შვილის მეგობრებს, ვინც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვინ გამოიყენა დანა შემთხვევის დროს, ისინი პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ არ იციან ან არ დაუნახავთ.

“რაღაცის თქმას არიდებენ თავს, იმედია სასამართლოს არსებით განხილვებზე იტყვიან ისე, როგორც საჭიროა”,– აცხადებს ზაზა სარალიძე.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here