მთავარი დაიჯესტი ახალ ჯინსებს ნუ ჩაიცვამ, დახეული გიხდება, ანუ შიზოფრენიის უტყუარი ნიშნები

ახალ ჯინსებს ნუ ჩაიცვამ, დახეული გიხდება, ანუ შიზოფრენიის უტყუარი ნიშნები

618
გააზიარეთ
ახალ ჯინსებს ნუ ჩაიცვამ, დახეული გიხდება, ანუ შიზოფრენიის უტყუარი ნიშნები

წერილი, რომელსაც გთავაზობთ, თანამედროვე რუსეთის საზოგადოებას ეხება, მაგრამ ის საკითხები, რომლებიც აქ არის წამოჭრილი, ჩვენი საწუხარიცაა, ამიტომ უნდა წაიკითხოთ. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც უხეში ფსიქიატრიული სიმპტომები, სწორედ ის სიმპტომები, რომლებიც ნამდვილ ფსიქიატრიას ეკუთვნის, მოდისა და ქცევის ეტალონად ითვლება, _ მიიჩნევს დემოგრაფიის უსაფრთხოების საზოგადოებრივი ინსტიტუტის დირექტორი ირინა მედვედევა.

ფსიქიატრიული დაავადება ზნეობრივ დარღვევას იწვევს, რომელსაც ზნეობრივი დეფორმაცია მოჰყვება აუცილებლად.

მედვედევას ღრმა რწმენით, ამჟამად რუსეთის მკვიდრთ ფსიქიკურად აავადებენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას, ბავშვებსაც კი. ზოგჯერ ამას “სექსუალურ განათლებას” უწოდებენ, ზოგჯერ სხვა რამეს გვთავაზობენ, მაგრამ ყოველთვის _ საზიზღარსა და შხამიანს ადამიანის ზნეობისთვის, მისი ფსიქიკის დასათრგუნავ ძალიან ლამაზ “ჰუმანიტარულ ხრიკებს”.

“მიაქციეთ ყურადღება, _ გვეუბნება ფსიქიატრი, _ დღეს აქტიურ პროპაგანდას უწევენ ფეთხუმობას, უსუფთაობას, ულაზათობას _ ჭუჭყიან, გაქონილ თმებს, დაგლეჯილ წინდებს, დახეულ ჯინსებს, აცა-ბაცად შეკერილ პერანგებს, რომლებსაც ერთი გვერდი მეორეზე გრძელი აქვს და ა.შ. ფსიქიატრიულ კლინიკებში იციან, რომ ავადმყოფობის ისტორიებში არის ასეთი გრაფა: ავადმყოფის სიფაქიზე. თუ ავადმყოფი უსუფთაოა და სიფაქიზის ნატამალიც არ ეტყობა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მძიმე ფსიქიატრიულ შემთხვევასთან. როცა ადამიანს მუდმივად აცვია დახეული წინდები, თავს არ იბანს ან პერანგის ღილებს არათანმიმდევრობით იკრავს, სწორედ ეს არის ფსიქიატრიული სიმპტომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არსებობს, როგორც ახალგაზრდული მოდის ნიშანი”.

“ან, მაგალითად, დავასახელოთ თანამედროვე თრილერების გმირები, არაადამიანური ძალის მქონე პერსონაჟები, რომლებიც ყველა თავიანთ პრობლემას სწორედ ძალის გამოყენებით აგვარებენ, ძლევენ ყველა დაბრკოლებას, ხოცავენ ყველა ცოცხალ არსებას, რომლებიც გზას გადაუღობავენ. ფსიქიატრიაში ამ ეფექტს ეწოდება შიზოფრენიის ჰიპოიდეა, რომელიც ითავისებს პათოლოგიურ დაუნდობლობასა და პათოლოგიურ უგულობას”, _ შენიშნავს მედვედევა.

ადამიანის თვისება _ ზედმეტი რაციონალიზმი დღეს პრაგმატიზმად იწოდება. ესეც შიზოფრენიის ნიშანია. ობივატელი ხშირად მიიჩნევს, რომ შიზოფრენიკი ირაციონალურია. ეს მცდარი შეხედულებაა. შიზოფრენიკი ზედმეტად რაციონალურია, მაგრამ, ამასთან ერთად, გრძობებისგან არის დაცლილი. სწორედ აქეთკენ, “ნაკლები ემოცია, მეტი პრაგმატიზმი”, მოუწოდებენ დღეს ახალგაზრდებს ახალი მოდის იდეოლოგები, მაგრამ ეს ძალიან მძიმე სიმპტომია.

რას ნიშნავს ინტიმური სირცხვილის არქონა ფსიქიატრიის თვალსაზრისით? ირინა მედვედევას აზრით, “ეს არის არა მხოლოდ სხვადასხვა გაუკუღმართების თავს მოხვევა, მაგალითად, ვუაიერიზმის ტიპის (როცა ტელევიზიით აჩვენებენ იმას, რაც სხვების საწოლ ოთახებში ხდება), არამედ სექსოპათოლოგიური გადახრების პოპულარიზაციაც. სექსოპათოლოგია კი ფსიქოპათოლოგიის შემადგენელი ნაწილია”.

მაგრამ ინტიმური სირცხვილის მოშლა-დანგრევის მთავარი უბედურება არის ის, როცა ახალგაზრდებს უსაფრთხო სექსზე ესაუბრებიან, მათ უბიძგებენ სექსუალური ინტერესის დაკმაყოფილებისკენ ოჯახურ-ქორწინების ურთიერთობის ფასეულობათა დაკნინების ხარჯზე, ხოლო ეს უკანასკნელი ნორმალური ფსიქიკის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი არქონა იწვევს სხვადასხვა დარღვევას, რომლებიც უაღრესად მტკივნეულია ფსიქიკისთვის, რომელსაც მთელი საზოგადოების გონივრულ დეგრადაციამდე მივყავართ.

კანადაში მამაკაცი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ თავისი ქალიშვილის ტრანსგენდერობა ვერ შენიშნა.

კანადაში უზენაესმა სასამართლომ 14 წლის ქალიშვილის მამა დამნაშავედ ცნო იმის გამო, რომ ამ გომბიოს საკუთარი თავი ტრანსგენდერად მიაჩნდა, რასაც რეტროგრადომშობელი #2” ვერ ამჩნევდა და შვილს, როგორც გოგონას, ისე ექცეოდა”, _ იუწყება Breitbart.

მოსამართლე ფრანჩესკა მარზარიმ გამოიტანა დამცავი მიწერილობა, რომლის თანახმად, მამა ცნობილი “კლარკად”, უნდა დააპატიმრონ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეეცდება თავისი გოგოს დარწმუნებას, რომ “უარი თქვას გენდერული იდენტურობის აღრევაზე”, ან შეეცდება, მიმართოს მას დაბადებიდანვე დარქმეული სახელით, ან ილაპარაკოს მასზე, “როგორც გოგონაზე” უშუალო მიმართვის ან მესამე პირთან საუბრისას.

სასამართლო მიწერილობაში მითითებულა, აგრეთვე, მამა შეიძლება დაუყოვნებლივ და ორდერის გარეშე დააპატიმროს პოლიციელმა, თუ აქვს “გონივრული” საფუძველი მიწერილობის შესასრულებლად.

გამოცემა წერს, რომ გოგონას მამა უარს ამბობდა, თავისი შვილისთვის მიემართა, როგორც ვაჟისთვის, და “მუდმივად მზად იყო, მედიასთან საუბრის დროს” დაემტკიცებინა, რომ მისი შვილი, ბიოლოგიური თვალსაზრისით, ქალია.

მოსამართლე მარზარის თვალთახედვით, მამის ამგვარმა ქცევამ ქალიშვილს სერიოზული რისკი შეუქმნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაქსიმს უფლება მიეცა, ჩაიტაროს ჰორმონალური მკურნალობა მამის ნებართვის გარეშე. მას უკვე რეგულარულად უტარებენ ტესტესტერონის პროცედურებს (შეჰყავთ ინიექცია) ბავშვთა ადგილობრივ კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, საკუთარი თავის ბიჭად იდენტიფიკაციისკენ მოზარდს უბიძგა სკოლის კონსულტანტმა ფსიქოლოგმა, როცა იგი მეშვიდე კლასში სწავლობდა. “13 წლისას ბავშვთა ადგილობრივი კლინიკის ექიმმა ბრენდენ ჰეშმა ურჩია, დაეწო ინიექციების კურსი, რათა გარეგნობით ბიჭს დამსგავსებოდა”, _ იუწყება Breitbart.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here