მთავარი ახალი ამბები ახალი საკანონდებლო ინიციატივით დოლარში სესხის გაცემა იზღუდება

ახალი საკანონდებლო ინიციატივით დოლარში სესხის გაცემა იზღუდება

700
გააზიარეთ
დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზესაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებიმსჯელეს.

 მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხის ოდენობის რეგულირებასაც ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, გათვალისწინებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. ხოლო გაფრთხილებისშემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ხუციშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტურად იმოქმედოს სასესხო ურთიერთობებში მომხმარებელთან ინტერესების დაცვისათვის.

„გამომდინარე იქედან, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა სუბიექტების მიერ ხდება მოცემული მოთხოვნის დარღვევა, აუცილებელია, დადგინდეს ჯარიმა ამგვარიქმედების პრევენციის მიზნით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევა და აღნიშნული შედეგად მომხმარებელთაინტერესების შელახვა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნას. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე ქმედების გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალისამართალდარღვევის ჩადენად.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითგათვალისწინებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი, მათთან მიმართებით მოცემული კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

სამართალდარღვევის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროშიშემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here