Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი რუის-ურბნისია საჭირო

ახალი რუის-ურბნისია საჭირო

3499
ახალი რუის-ურბნისია საჭირო

რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი ის სამი გოლიათია, რომლებიც განაპირობებენ სრულიად სლავური ტომების ძლიერებას. რუსულ ეპოსში ლექსიც კი არსებობს ამ შინაარსის _ Россия, Украина, Белорусия — племён славянских три богатыря! გარკვეულწილად ამ ტრიადის ვიზუალია (თუ ასე თქმა შეიძლება) რუსი მხატვრის, ვიქტორ ვასნეცოვის, მონუმენტური პანოსამი გოლიათი”, რომელზეც გამოსახული არიან მითოლოგიზებული ისტორიული გმირები _ ილია მურომეცი, დობრინია ნიკიტიჩი და ალიოშა პოპოვიჩი.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როდესაც “დემოკრატიულმა დასავლეთმა” უკვე საბჭოეთის სამართალმემკვიდრე რუსეთის დაშლა დაისახა მიზნად, სწორედ ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ბრძანა სრულიად ნეოლიბერასტული მსოფლიოს (წაიკითხე, აშშ) მთავარმა იდეოლოგმაზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომ რუსეთის უკრაინა-ბელარუსთან კავშირში გლობალური პრობლემაა, ხოლო ამ კავშირის გარეშე მარტოდ დარჩენილი რუსეთი _ მხოლოდ რეგიონული. ზბიგნევ ბჟეზინსკისვე მიეწერება ფრაზაც, სსრკ-ის დამარცხების შემდეგ ნეოლიბერასტული დასავლეთის ერთადერთი მტერი მართლმადიდებელი ქრისტიანობაა და ახლა ის უნდა დავამარცხოთო. მიეწერება-მეთქი, ვთქვი, ანუ მტკიცებით ფორმას მოვერიდე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნავლდებიან ჩვენი შინაური “პოლიტოლოგ-ექსპერტები”: ბჟეზინსკის მსგავსი არაფერი უთქვამს, ეს კრემლის მიერ შეთხზული მითია ისევე, როგორც ე.წ. ალენ დალესის დოქტრინის არსებობაო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვის როდის და რა უთქვამს თუ ვის რის თქმას აბრალებენ? ბიბლიური ჭეშმარიტებაა, “საქმემან შენმან წარმოგაჩინოს” და აქედან გამომდინარე, რა ვუყოთ იმ რეალობას, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესები ჩვენს თვალწინ სწორედ იმ სცენარით ვითარდება, რომლის ავტორობასაც ჩვენ, კრემლის პროპაგანდა-ნარატივის შეუგნებელი მსხვერპლნი თუ შეგნებული “რუსეთუმეები”, ხან ზბიგნევ ბჟეზინსკის და ხანაც ალენ დალესს “ვაბრალებთ” ხოლმე?!

მიტროპოლიტი ზოსიმე
მიტროპოლიტი ზოსიმე

მას შემდეგ, რაც ტრაგიკულად აღესრულა წითელი იმპერია და შესაბამისად დამთავრდა იდეოლოგიური ჭიდილი დასავლეთსა და სსრკ-ს შორის, თითქოს მსოფლიოში მშვიდობიანი თანაცხოვრების ერა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რადგან თავი იჩინა ახალმა იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ, ერთი მხრივ, რაოდენობრივად მცირე, მაგრამ მაინც მსოფლიოს მმართველ ნეოლიბერალთა (რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ ტრადიციულ, ეროვნულ, ოჯახურ, რელიგიურ და ა.შ. ზნეობრივ ღირებულება-ფასეულობებს) და მათთან შედარებით მრავალრიცხოვან, მაგრამ უაღრესად სუსტ ნეოკონსერვატორებს შორის.

მიტროპოლიტი ვახტანგი
მიტროპოლიტი ვახტანგი

ანუ მივიღეთ ერთობ პარადოქსული სურათი _ ამორალური უმცირესობა მართავს მორალურ უმრავლესობას. ამ დაპირისპირებამ განსაკუთრებული სიმძაფრე ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას შეიძინა. თავად განსაჯეთ _ აშშ-ის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ჯერ სახალხოდ აღიარა, რომ სტუდენტობისას, ჯეელობაში მამათმავლური ურთიერთობა ჰქონდა თანაკურსელ სტუდენტთან; შემდეგ მისმა სახელმწიფო მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიოში ლგბტ პირების უფლებების დაცვა იქნება, რომელსაც ბეჭედი ისევ აფროამერიკელმა პრეზიდენტმა დაადო, განაცხადა რა, რომ აშშ-ის ფინანსური დახმარება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იცავენ ამა თუ იმ ქვეყანაში ლგბტ უფლებებს. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დასასრულს დაემთხვა ვლადიმერ პუტინის მესამედ გაპრეზიდენტება, რომელმაც სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან მჭიდრო კავშირში განაგრძო რუსეთის მართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეოლიბერალთა მთავარ სამიზნეს, მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სარწმუნოებას ძლიერი მფარველი გამოუჩნდა რუსეთის ხელისუფლების სახით. ზემოთ ზბიგნევ ბჟეზინსკის კიდავაბრალეთმართლმადიდებელი რუსეთის მტრობა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომსულმნათიზბიგნევი ამ საქმეში პიონერი სულაც არ გახლავთ. მას შემდეგ, რაც ვატიკანის, რბილად რომ ვთქვათ, აშკარა წაყრუების გამო, მეორე რომად წოდებული კონსტანტინოპოლი სტამბოლად იქცა, რომი იმედოვნებდა, რომ მართლმადიდებელ სამყაროსაც გააკათოლიკებდა, მაგრამ მოულოდნელად მართლმადიდებელმა რუსეთმა წამოყო თავი და მესამე რომად გადაქცევაზე განაცხადა პრეტენზია. რაც კი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებით “დაბნელებულ” რუსეთსა და ინკვიზიციის კოცონებით “განათებულ” ევროპას შორის ომი ყოფილა, ყველას თავიდათავი მიზეზი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმართ რუსეთის ერთგულება იყო და გარკვეულწილად ასეა დღესაც _ მსოფლიოს ლიბერასტიზაციის გზაზე მთავარი წინაღობა მართლმადიდებლობაა და, აქედან გამომდინარე, რუსეთის უმდიდრესი და უძლიერესი ეკლესიაც _ სანამ იქნება რუსეთი, იქნება მართლმადიდებლობაც და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ლიბერასტული დასავლეთი ებრძვის რუსეთს. ამავე ოპერიდანაა ისიც, რაც დღეს უკრაინაში ხდება _ ყირიმის დიდოსტატურად “ახევის” შემდეგ ლიბერასტული მსოფლიო მიხვდა, რომ ძალის პოზიციიდან რუსეთთან საუბარი უაზრობაა და ამიტომ რუსეთისგან უკრაინის საბოლოოდ ჩამოშორების მიზნით აამუშავეს რელიგია პოლიტიკაში თუ რელიგიაში პოლიტიკა ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის “რასკოლნიკებისთვის” ავტოკეფალიის მინიჭების სახით.

მიტროპოლიტი საბა
მიტროპოლიტი საბა

რუსეთის ეკლესია არ აპირებს ამ აშკარა პოლიტიკურ მზაკვრობასთან შეგუებას და მართლმადიდებელ სამყაროში მოკავშირეებს ეძებს, რომელთა შორის საქართველოც განიხილება. იმავეს ცდილობს ე.წ. მსოფლიო საპატრიარქოც, რომლის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიტროპოლიტ ემანუელის თავკაცობით თბილისს ეწვია და საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური განცხადება გააკეთა: უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე რაიმე თვალსაზრისის თავსმოხვევა ჩვენი ვიზიტის მიზანი არ ყოფილაო. მაგრამ მოცემული დროისა და სივრცის გათვალისწინებით ვინმე დაიჯერებს, რომ ემანუელი მართალს ამბობს? რაც შეეხება განცხადების ბოლო ნაწილს _ “ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს” _ ეს ჩვენი პატრიარქისა და ქართველი ერის შეურაცხყოფა მგონია.

თქვენი ე.წ. მსოფლიო პატრიარქის “სიბრძნეს” მიხედეთ, რომლითაც მართლმადიდებლობა, ვინ იცის, რამდენ ნაწილად შეიძლება დაიყოს… თუმცა, რომ იტყვიან, ჯანდაბას მაგათი თავი, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ.

მთავარეპისკოპოსი ზენონი
მთავარეპისკოპოსი ზენონი

ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ასე თუ ისე, ჯერ კიდევ აკავშირებს რუსეთსა და საქართველოს, მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიაა. აქედან გამომდინარე, ერთმორწმუნეობაა ის უმთავრესი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ორ მართლმადიდებელ ერს შორის წლების წინათ შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგის განახლება. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს არაინსტიტუციურ კავშირებსა თუ საერთო ღირებულებებს, 200-წლიანი თანაცხოვრების გათვალისწინებით, ეს, პრაქტიკულად, ერთი კულტურაა და, რაც უმნიშვნელოვანესია, დიდ სამამულო ომში საერთო საკრალური გამარჯვება და ამ ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი დამოკიდებულებაა.

ეპოსკოპოსი მელქიდესეკი
ეპოსკოპოსი მელქიდესეკი

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, ადრე თუ გვიან, მოუწევს უკრაინის ავტიკეფალიის მიმართ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, ვნახოთ, რა მდგომარეობაა საქართველოს დედაეკლესიის სინოდში, რომელიც, სამწუხაროდ, მეუფე ყანდურთა ნაკლებობას არ უჩივის. ერთ-ერთმა ასეთმა მეუფემ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილმა) 13 იანვრის საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია და არ არის შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება”.

ეპისკოპოსი დოსითეოსი
ეპისკოპოსი დოსითეოსი

არის თუ არა ეს მეუფე გრიგოლ-ყანდურის უხეში ჩარევა საქართველოს საერო ხელისუფლების საქმიანობაში? ყანდურ-ბერბიჭაშვილისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ჯერჯერობით ყოფნის ჭკუა და აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანას დაემუქროს უკრაინისთვის აშკარა მხარდაჭერის შემთხვევაში.

სამაგიეროდ ისე, რომ წმინდა სინოდის განჩინებას არ დაელოდა, შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებმა სოციალურ ქსელში დაწერა: ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალიური ეკლესია იყვეს”.

მიტროპოლიტი პეტრე
მიტროპოლიტი პეტრე

სინოდის 48 წევრიდან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, სავარაუდოდ, 11 მეუფე ყანდური იწონებს: გრიგოლი, ანტონი, მელქისედეკი, დოსითეოსი, აბრაამი, იოსები, ზენონი, ზოსიმე, საბა, ვახტანგი და პეტრე.

ჭყონდიდის მიტოპოლიტი, მეუფე პეტრე (ერისკაცობაში პაატა ცაავა), რომ იტყვიან, დაუკრეფავში გადავიდა, როცა განაცხადა, რომ მისთვის მითი პატრიარქის “მწყემსი კეთილობის” შესახებ იმის გამო დამთავრდა, რომ 27 დეკემბერს წმინდა სინოდმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო და უკრაინის ავტოკეფალიაზე მსჯელობა მომავლისთვის გადადო. ციანიდის საქმიდან მოყოლებული არაერთ მიუღებელ განცხადებაზე პასუხი არავინ აგებინა ჭყონდიდელ ყანდურს და აი შედეგიც _ ისე შეურაცხყო ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქი, რომ ეკლესიიდან განკვეთა ცოტაა გათავხედებული პეტრესთვის.

მიტროპოლიტი აბრაამი
მიტროპოლიტი აბრაამი

ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ მოუწოდებდა ეს შეფარულ-ჩასაფრებული ნაციონალი მეუფე პეტრე ყანდური ამბიონიდან მრევლს, ხმა არ მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. ახლა ვიკიპედიაში ვნახოთ, როგორი თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა მეუფე პატრემ უმოკლეს დროში:

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 2000 წლის 27 აგვისტოს, ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის 3 ნოემბერს მღვდლად აკურთხეს; 2002 წლის წლის 27ოქტომბერს ეპისკოპოსად დაადგინეს; 2007 წლის 28 იანვარიდან მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან _ მიტროპოლიტის ხარისხი. ჰა, როგორია? სულ რაღაც, ათ წელიწადში უბრალო ბერიდან მიტროპოლიტობამდე აი, რას წერდა 1993 წელს დევნილი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია:

მიტროპოლიტი ანტონი
მიტროპოლიტი ანტონი

დღეს მტერმა, პირველ რიგში, ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები _ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომლებმაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუისურბნისი”… თითქოს დღევანდელობაზე საუბრობს ცხონებული ზვიად გამსახუდია.

მიროპოლიტი გრიგოლი
მიტროპოლიტი გრიგოლი

და მართლაც, ახალი რუის-ურბნისია საჭირო, რადგან, თუ საქართველოს დედაეკლესია არ გაიწმინდა მეუფე ყანდურთაგან, მოკლე ხანში სრულიად დაკარგავს ერთ დროს შეუვალ საყოველთაო ავტორიტეტს, რომლისგანაც დღეს, ციანიდის სკანდალში გაჩენილი მრავალი უპასუხო კითხვის გამო, მცირედიღაა დარჩენილი…

მიტროპოლიტი იოსები
მიტროპოლიტი იოსები

დავით მხეიძე

P.S. 1000 წლის წინათ მოღვაწე უმაღლესი სასულიერო იერარქი გიორგი ჭყონდიდელი საქართველოს ყველა დროის უდიდესი მონარქის, დავით აღმაშენებლის, აღმზრდელი და მასწავლებელი იყო, რომელსაც უკვე ბაგრატოვანთა ტახტზე აბრძანებულმა შეგირდმა, 16 წლის ყმაწვილკაცმა, დავით მეოთხემ, ხელმწიფის შემდეგ ყველაზე მაღალი საერო ხელისუფლება _ მწიგნობართუხუცესობა (წაიკითხე, პრემიერმინისტრობა) ჩააბარა.

თუ დიდმა გიორგი ჭყონდიდელმა მთელი სიცოცხლე მართლმადიდებლობის საძირკველზე უძლიერესი ქართულკავკასიური იმპერიის შენებას მიუძღვნა, ჩვენი თანამედროვე მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდელი იმას ანგრევს, რასაც დიდი გიორგი ჭყონდიდელი მრავალი საუკუნის წინათ ელოლიავებოდა.

გასული საუკუნის დასაწყისში გიგლა ბერბიჭაშვილმა დიდი ილია მოკლა, ხოლო მიმდინარე საუკუნის დასაწყისში გიგლას სეხნია და ჩვენი თანამედროვე მეუფე გრიგოლი, იგივე გურამ ბერბიჭაშვილი, ილია მეორეს ებრძვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here