Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლი, როგორც კორუფციის შედეგი, ანუ “ღორის გრიპის” დაგვიანებული ექო

ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლი, როგორც კორუფციის შედეგი, ანუ “ღორის გრიპის” დაგვიანებული ექო

1867
ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლი, როგორც კორუფციის შედეგი, ანუ “ღორის გრიპის” დაგვიანებული ექო

10 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შეძრაღორის გრიპითგამოწვეულმა კაცობრიობის გადაშენების შიშმა, რომელიც ძალიან ჰგავდაკოვიდ-19”-ის პანდემიის პანიკას. 10 წელიწადი საკმარისი დროა იმის გასარკვევად, ვინ ააგორა იმჟამინდელი ყოვლისმომცველი საინფორმაციო ისტერიკა იმ მიზნით, რომ დაინტერესებულკლასტერსმილიარდები მოეგო და ჩაეჯიბა. ყველაფერს არა, მაგრამ მთავარ საიდუმლოს მაინც აეხადა ფარდა, ეს კი დიდწილად ჟურნალისტების სარისკო და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად შეიქნა შესაძლებელი. მივყვეთ კვალდაკვალ.

გერმანია. 2009 წელი. მსოფლიო ამჟამინდელივით პანდემიის შიშითაა მოცული. მედია მასებს აჯერებს, რომ გლობალური დაავადება _ “ღორის გრიპი” _ H1N1 მილიონობით ადამიანს მოუსწრაფებს სიცოცხლეს.

დღევანდელისგან განსხვავებით, იმხანად გვარწმუნებდნენ, რომ ანტივირუსული ვაქცინა შექმნილია, თანაც _ უმოკლეს ვადაში და ისეთი რაოდენობით, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ლამის ყველა ადამიანს გასწვდება.

შესანიშნავია!

მაგრამ მოხდება საოცრება: ვაქცინას ხალხს არ მოახმარენ: გერმანიის ხელისუფლება იძულებული შეიქნება, დაწვას და გაანადგუროს ვაქცინის მარაგი (?!).

არადა, 2009 წლის პირველ ნახევარში ღორის გრიპის ვაქცინას ისე ელოდნენ, როგორც ციურ მანანას. ფარმაცევტულმა გიგანტებმა ესსასწაულმოქმედიწამალი სწრაფად შექმნეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვაქცინის საფუძველზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მოინდომა მაშინ ამ ვაქცინის სტრატეგიული მარაგის დაგროვება. აჟიოტაჟი იყო საყოველთაო. ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ ვაქცინის წარმოებითა და გასაღებით მილიარდობით დოლარი იშოვა. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა გააფორმა ხელშეკრულება 120 მილიარდი დოზის შესყიდვაზე, მაგრამ გამოიყენა… მხოლოდ ექვსი მილიონი.

როცა ყველა მიხვდა, რომ ვირუსის ეშმაკი არც ისე საშიშია, როგორც წარმოგვიდგენენ, მოთხოვნა ვაქცინაზე დაეცა. მედიკამენტების უდიდესი რაოდენობა კარგა ხანს შენახული ჰქონდათ საწყობებში, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შენახვის ვადის გასვლის გამო იძულებულები შეიქნენ, გაენადგურებინათ.

აბა, თბილისში, ზემელზე, სააკაშვილის მითითებით დადგმული ველოსიპედის ჰიპერტროფიული მოდელივით ხომ არ შეინახავდნენ იმის დასამტკიცებლად, როგორი მონდომებით ვასრულებდით პრეზიდენტის იდიოტურ ხუშტურებს.

თუმცა რა შედარებაა: გერმანიის ფედერაციის მიწების ხელმძღვანელმა სტრუქტურებმა 239 მილიონი ევრო, ამ ვაქცინის შესყიდვაზე დახარჯული, უაზროდ გაატანეს ქარს. გულს იმითღა თუ დაიმშვიდებენ, რომ ევროვალუტის ფერფლად ქცევა მხოლოდ 14 ათასი ევრო დაუჯდათ.

თბილისური თეთრები ამასთან რა მოსატანია, თუმცა მათ დახარჯვასაც არავინ აპირებს…

ღორის გრიპით აცუნდრუკებაში ყველანი ერთნაირად გავბითურდით.

ყველაფერი 11 წლის წინათ დაიწყო, როცა H1N1 ვირუსით გამოწვეულმა დაავადებამ პირველად მექსიკაში იფეთქა.

იფეთქა და წავიდაა: შემაშფოთებელი ცნობები, აფორიაქებული პოლიტიკოსები, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის ზარები დაარისხა _ გამოაცხადა პანდემია, გამოიყო მილიარდები დაავადებასთან საბრძოლველად, ამ თანხას წარმატებით აითვისებენ _ შექმნეს ანტივირუსული ვაქცინა, რომელიც, ეს-ესაა გითხარით, დაწვეს.

რა მოხდა?

2010 წლის 4 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავარი და ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის საიტზე გამოქვეყნდა სენსაციური წერილი სათაურით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და პანდემიასთან დაკავშირებული შეთქმულებანი”. ჟურნალისტები, რომლებმაც პრობლემა შეისწავლეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორუფციაში ამხელენ; ამტკიცებენ, რომ “ღორის გრიპის” პანდემია იყო დიდი ტყუილი, დაინტერესებული მხარეების მოლაპარაკების შედეგად აგორებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხელენი პანიკურ განწყობილებას სპეციალურად ავრცელებდნენ ფარმაცევტული კომპანიების სურვილის დასაკმაყოფილებლად. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა საავადმყოფოების გადატვირთვა, სახელმწიფო ბიუჯეტების გაფლანგვა და მითვისება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჯანდაცვის კომიტეტმა დაიწყო გამოძიება, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ევრობიუროკრატიულ ჭაობში ჩაეფლო.

გაირკვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და “ფარმენინდუსტრი” “ღორის გრიპის” ნეგატიური ზემოქმედების კატასტროფულ პერსპექტივას, ეპიდემიის მასშტაბებს არა მხოლოდ აზვიადებდნენ, არამედ სჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც საუკუნის დანაშაულად შეიძლება მოინათლოს. ბევრი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რომლის ჯანდაცვის მინისტრი იმ წლებში ისტორიკოსი ალექსანდრე კვიტაშვილი იყო, წამოეგო ამ ანკესს.

აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოიძიეს ეს მსოფლიო აფერა და გაარკვიეს, რომ ჯანდაცვის ხსენებული ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული წამალი უეფექტო იყო. მაგრამ ამ ორგანიზაციამ დაჟინებით მოსთხოვა მსოფლიოს ქვეყნებს, შეესყიდათ ანტიგრიპოზული პრეპარატი, რომელიც ერთ-ერთი შვეიცარული ფარმაცეფტული კომპანიის მიერ იყო დამზადებული. აშშ-მა ხელი გამოიღო და ამ საეჭვო საქმეს თითქმის ორი მილიარდი დოლარი დაახარჯა, რითაც უნებურად (?) კორუფციულ გარიგებას შეუწყო ხელი. არც ისე ძნელი ყოფილა თურმე აშშ-ის გაბითურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტი, დადგენილი წესით, წევრი სახელმწიფოების აუცილებელი საწევრო შენატანებით ყალიბდება, მაგრამ საწევროების ჯამური რაოდენობა მხოლოდ 23 პროცენტია. შემოსავლების 77 პროცენტი ნებაყოფლობითი შემოწირულობებია, რომლებსაც გაიღებენ ქვეყნების მთავრობები, საქველმოქმედო ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი. დაფინანსების ბოლო სამი წყარო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბადებს შეკითხვებს.

ფულით იზომება კეთილი საქმენი ამ მზისქვეშეთში. არცთუ ყოველთვის სუფთა ფულით. ასე ჩანს.

მაგალითად, ჩინეთის ფარმაცევტულმა კომპანიებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ბიუჯეტში ჩაურიცხეს მილიონობით დოლარი, ამიტომ წაუყენა, როგორც ამბობენ, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთთან გარიგების ბრალდება.

ექსპერტები და, უწინარეს ყოვლისა, ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომღორის გრიპისგარშემო შექმნილმა ბოლომდე გაურკვეველმა გარემოებამ ხელი შეუშალა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, მომზადებული დახვედროდნენ ახალი კორონავირუსის პანდემიას.

ამ დაბნეულობამ პირველად თავი იჩინა წლეულს, იანვარში, ჟენევაში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველსავე კონფერენციაზე, მაშინ, როცა ახალმა კორონავირუსმა ამიერიკას მიაღწია, როცა დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთის უჰანში გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. პლანეტის წამყვანი ვირუსოლოგები ჟენევაში ბჭობდნენ თავსდამტყდარი კრიზისიდან გამოსავლის გზების დასადგენად.

რას მიაღწიეს? _ ორგანიზატორები გაურბოდნენ პასუხს შეკითხვაზე, ან ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ საფრთხე არ გვემუქრება. და ამას ამბობდნენ მაშინ, როცა ჩინეთი თავის ქალაქებს კარანტინის გალავანს ავლებდა.

ეს იყო 2020 წლის 23 იანვარს, პანდემიის გამოცხადებამდე ზუსტად 50 დღე რჩებოდა, ეგებ სწორედ ეს დღეები დააკლდა ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც აგვაცილებდა უამრავ მსხვერპლს მსოფლიო მასშტაბით? _ შენიშნავენ ჟურნალისტები.

დრო მართლაც დაიკარგა და, როგორც ვხედავთ, ამის მიზეზი იყო ის დიდი ტყუილი, რომელსაც ათი წლის წინათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აუბა მხარი (კორუფციული დაინტერესების გამო?), რამაც მისდამი ნდობის დაკარგვა და გლობალური გულაცრუება გამოიწვია.

ნტვ პროგრამის საგაზეთო ვერსია მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here