Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში ქართველი ექიმი მოკლეს

აშშ-ში ქართველი ექიმი მოკლეს

756

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ საცხოვრებელ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა,  ერთი-ერთი გარდაცვლილი დავით კანდელაკია.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.

პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here