მთავარი დაიჯესტი აშშ-ში კორუფციის სარეკორდოდ მაღალი დონეა

აშშ-ში კორუფციის სარეკორდოდ მაღალი დონეა

1641
გააზიარეთ
აშშ-ში კორუფციის სარეკორდოდ მაღალი დონეა

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency Internationalმა გამოაქვეყნა მოხსენება კორუფციის აღქმის 2019 წლის ინდექსის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშში კორუფციის სარეკორდოდ მაღალი დონეა. ამ ინდექსს 1995 წლიდან ადგენენ ექსპერტებისა და მეწარმეების გამოკითხვის შედეგების მიხედვით სახელმწიფო სექტორში კორუფციის შესახებ.

2011 წლამდე ქვეყნებს ალაგებდნენ სკალის მიხედვით 0-დან (კორუფციის მაქსიმალურად მაღალი დონე) 10-მდე (კორუფციის არარსებობა). 2012 წლიდან სკალა შეიცვალა და ქვეყნების შეფასება დაიწყეს იმავე პრინციპით, ოღონდ 100-ქულიანი (კორუფციის არარსებობა) სისტემით.

ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ-მა 69 ქულა მოაგროვა და გადააჭარბა თავის ყველაზე ცუდ შედეგს სარეიტინგო სიის არსებობის ისტორიაში _ 71 ქულას, რომელიც აღირიცხა 2018, 2011 და 2010 წლებში (7,1 ქულა ძველი სისტემით).

ახალ სარეიტინგო სიაში აშშ 23-ე ადგილზეა. სარეიტინგო ქულების ყველაზე მეტი რაოდენობა _ 78, ე.ი. კორუფციის ყველაზე დაბალი დონე აშშ-ს ჰქონდა 1995 და 2000 წლებში.

ახალ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ “დიდი შვიდეულის” ქვეყნებში კორუფციის საერთო დონემ გასულ წელთან შედარებით მოიმატა. მაგალითად, 2019 წელს კანადამ 4 ქულით ნაკლები მოაგროვა, ვიდრე 2018 წელს (ეს ქვეყანა სარეიტინგო სიაში მე-12 ადგილზეა 77 ქულით), საფრანგეთმა 3 ქულა დაკარგა (ამჟამად ის 23 ადგილზეა 69 ქულით), დიდმა ბრიტანეთმაც 3 ქულა დაკარგა (77 ქულით მე-12 ადგილი კანადასთან ერთად). გერმანიასა და იაპონიაში კორუფციის ინდექსი არ შეცვლილა, იტალიაში შემცირდა. ქვეყნების ორ მესამედზე მეტი, მათ შორის არის განვითარებული ქვეყნები, ამ მხრივ სტაგნაციას განიცდის ან სათანადოდ ვერ ებრძვის კორუფციას. კორუფციის აღქმის 2019 წლის ინდექსის სიაში საქართველო 58 ქულით ლატვიასთან ერთად 41-ე ადგილზეა.

“მთავრობები სასწრაფოდ უნდა გაერკვნენ დიდძალი ფულის კორუფციულ როლში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში და გააცნობიერონ, რომ ეს ფული ძალიან დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკურ სისტემებზე”, _ განაცხადა Transparency International-ის ხელმძღვანელმა დელია ფერეირა რუბიომ.

არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ი 1993 წელს დააარსა მსოფლიო ბანკის ყოფილმა რეგიონულმა დირექტორმა პეტერ ეიგენმა. მსოფლიოში ამ ორგანიზაციის 100-მდე ფილიალი მუშაობს. თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ-ი, ძირითადად, ფინანსდება აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის დოტაციებით, აგრეთვე, სოროსის ფონდიდან გამოყოფილი თანხით. ეჭვობენ, რომ Transparency International-ის მთავარ ხელმძღვანელებს მჭიდრო კავშირი აქვთ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ბრიტანულ “მი-6”-თან.

Transparency International-ის კვლევების შედეგები და მეთოდები ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი. კორუფციის აღქმის ინდექსს ორგანიზაცია, ძირითადად, ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ინფორმაციის საფუძველზე. ამას გარდა, ექსპერტთა აზრით, ერთიან ინდექსში მონაცემების შეჯამების ტექნოლოგია ნებისმიერი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here