მთავარი მსოფლიო აშშ ქვეყანაში შეჭრისას ზოგჯერ მოწინააღმდეგის ჯარისკაცებზე უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს ხოცავდა

აშშ ქვეყანაში შეჭრისას ზოგჯერ მოწინააღმდეგის ჯარისკაცებზე უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს ხოცავდა

444
გააზიარეთ
აშშ ქვეყანაში შეჭრისას ზოგჯერ მოწინააღმდეგის ჯარისკაცებზე უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს ხოცავდა

დონალდ ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ აშშის არმიას შეუძლია ერთ კვირაში მოიგოს გაჭიანურებული ომი ავღანეთში, მაგრამ არ სურს, რომ ამ გამარჯვებას მოსახლეობის დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. ამერიკელები კრინტს არ ძრავენ იმაზე, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრისას არ შეცოდებიათ ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე (სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ეს ტრამპის დროს არ მომხდარა). “დემოკრატიისთვისყველაზე უფრო სისხლიანი ომების შესახებ ჩვენს მასალაში მოგითხრობთ.

შეუმდგარი ბლიცკრიგი

უკვე 18 წელიწადია, აშშ-ის არმია ავღანეთში თალიბებს ებრძვის. ოპერაცია “ურყევი თავისუფლება” 2001 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო (ერთი თვეც არ იყო გასული 11 სექტემბრის ტერორისტული აქტიდან, რომელიც ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა).

მაშინ პენტაგონი ერთგვარ ბლიცკრიგს გეგმავდა _ ნატოს მხარდაჭერით რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ექსტრემისტის განადგურებას, მეთაურების ხელში ჩაგდებასა და “თალიბანის” რეჟიმის დამხობას, რომელიც იმ ხანად ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა.

მაგრამ ამერიკელების სამხედრო მანქანამ არ გაამართლა. ოპერაციაუძლეველი თავისუფლებააშშის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ომად გარდაიქმნა. ავღანეთში ათიათასობით მშვიდობიანი მცხოვრები, თითქმის 2,5 ათასი ამერიკელი სამხედრო და ათასზე მეტი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უცხოეთის კონტინგენტის რაოდენობამ 140 ათას კაცს გადააჭარბა (2010 წელს).

2015 წლის იანვრიდან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ახალი მისია გამოაცხადა ავღანეთში _ “მტკიცე მხარდაჭერა”, რომლის მთავარი ამოცანა ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია იყო. დღეისთვის ავღანეთში აშშ-ის 14 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია არ არის სამხედრო აქცია, მშვიდობიანი მოსახლეობა მაინც იჩაგრება. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს ავღანეთში 3800 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 900-მდე ბავშვი და მოზარდი, 7 ათასზე მეტი დაიჭრა. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ადამიანები ამერიკელი სამხედროების მიერ აბუჩად ამგდები დამოკიდებულების გამო იღუპებიან.

მაგალითად, კოალიციის ძალები არც ისე იშვიათად ბომბავენ მშვიდობიან ობიექტებს იმ მოტივით, რომ მოთარეშეები ხშირად თავს აფარებენ საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს. ასეთ შემთხვევებში ნატოს ჯარების მეთაურები მიწასთან ასწორებენ შენობებს “ბოევიკებთან” და მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად. კოალიციის სამხედრო მოსამსახურეები “თალიბანთან” შესაძლო კავშირის გამო უაპელაციოდ ხვრეტენ ათობით ადგილობრივს.

გაეროს მისია ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგს მხოლოდ 2009 წლიდან აღნუსხავს. მონაცემები ყოველწლიურად მატულობს: თუ 2009 წელს დაიღუპა 5,9 ათასი ადამიანი, 2015-ში მსხვერპლის რაოდენობა გაორმაგდა და 11 ათასს გადააჭარბა.

დაუნდობელი ადამიანებიჩარლისოცეულიდან

ვიეტნამში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს ვითარება გაცილებით უარესი იყო. ამერიკელებმა იქ სამოც ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს, ხოლო მასირებული დაბომბვების შედეგად, ქიმიური იარაღის, ნაპალმის, ფოსფორის ბომბების გამოყენების შედეგად და აშშ-ის არმიის სახმელეთო ოპერაციებში დაიღუპა ვიეტნამის სამი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე.

ამერიკელების დაუნდობლობის სიმბოლოდ წარმოგვიდგება ერთი ეპიზოდი, რომელიც სონგმის ხოცვა-ჟლეტის სახელით არის ცნობილი.

1968 წლის 16 მარტს ამერიკის არმიის მე-20 სახმელეთო პოლკის პირველი ბატალიონის ოცეულიჩარლიშეიჭრა ამ პატარა სოფელში და ცეცხლი გაუხსნა გლეხებს, რომლებიც ბრინჯის პლანტაციებში მოსავალს იღებდნენ. ყველას კლავდნენ, არ ინდობდნენ არც ბავშვებს, არც მოხუცებს, ქალებს აუპატიურებდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში 504 ადამიანი დახოცეს _ სონგმის თითქმის მთელი მოსახლეობა. სოფელი მთლიანად გადაბუგეს. ვაშინგტონში ჯერ ყველაფრის დამალვა სცადეს, უარყვეს თვით ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით გამოაქვეყნეს ერთერთი ჯარისკაცის მიერ გადაღებული ფოტოსურათები და აშშ იძულებული გახდა, ეღიარებინა სამხედრო დანაშაული. დასაჯეს მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურე და იმანაც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის განსაკუთრებული განკარგულებით სასჯელისაკუთარ სახლში მოიხადა.

მიზეზს ყოველთვის მოძებნიან

2003 წლის 20 მარტს ქიმიური იარაღის ძებნის საბაბით აშშ ერაყში შეიჭრა გაეროს სანქციის გარეშე, სადამ ჰუსეინის დამხობის მიზნით, რა თქმა უნდა. ოპერაცია “ერაყის გათავისუფლება” ქუვეითიდან დაიწყო, სადაც თავმოყრილი იყო შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების ჯარების 250-ათასიანი დაჯგუფება 700 თვითმფრინავით, 900 ტანკითა და 700 ჯავშანმანქანით.

ამერიკელებს დაუპირისპირდა 400 ათასამდე ერაყელი სამხედრო მოსამსახურე საბჭოთა წარმოების მოძველებული ტექნიკით. მოკავშირეებმა თავდაპირველად ფრთიანი რაკეტებით დაარტყეს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებს, სამთავრობო დაწესებულებებს და შემდეგ დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია. ერთი თვის შემდეგ დაეცა ერაყის უმსხვილესი ქალაქები, 2003 წლის 1 მაისს ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ საომარი მოქმედებები დამთვარებულია. რამდენიმე ზონად დანაწევრებული ქვეყანა მრავალწლიან ქაოსში ჩაიძირა. პარტიზანული ომი 2011 წლამდე გაგრძელდა.

კოალიციის ჯარებმა იმ ომში ხუთი ათასამდე კაცი დაკარგა. მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობა უზარმაზარი იყო: მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2003 წლიდან 2006 წლამდე 150-დან 223 ათასამდე მშვიდობიანი ერაყელი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ჰუმანიტარული ვითარება ქვეყანაში დღემდე არასტაბილური რჩება.

თავსმოხვეული დემოკრატიის კიდევ ერთი მაგალითი _ აშშ-ის ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ. 24 მარტს ნატოს კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სარაკეტო დარტყმა მიაყენა სერბეთს. დაბომბვები 78 დღეს გაგრძელდა, სამხედრო და ადმინისტრაციული მართვის სისტემა დაირღვა, იუგოსლავია საბოლოოდ დანაწევრდა და დაიშალა.

მსხვილ სამრეწველო და სამხედრო ობიექტებს რომ ანგრევდნენ, მოკავშირეებს არც სამოქალაქო დაწესებულებები ავიწყდებოდათ. ავიაცია ყოველდღიურად 350 საბრძოლო გაფრენას განახორციელებდა. სერბეთსა და ჩერნოგორიას 21 ათას ტონაზე მეტი ასაფეთქებელი მასალა დააყარეს, 900-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. გაუგებარი მიზეზების გამო ბომბავდნენ საცხოვრებელ კვარტლებს, ბაზრებს, საავადმყოფოებსა და, რაც ფრიად ნიშანდობლივია, მართლმადიდებელ ეკლესიებს.

სერბეთის ხელისუფლების შეფასებით, დაბომბვების შედეგად დაიღუპა 3 ათასამდე ადამიანი, მათ შორის _ 89 ბავშვი, დაიჭრა 12,5 ათასი კაცი.

ნიკოლაი პროტოპოპოვი,

რია ნოვოსტი

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here