მთავარი დაიჯესტი აშშ პოროშენკოსა და პლახოტნიუკს დასაპატიმრებლად ამზადებს

აშშ პოროშენკოსა და პლახოტნიუკს დასაპატიმრებლად ამზადებს

ორივეს ამერიკის ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

566
გააზიარეთ
აშშ პოროშენკოსა და პლახოტნიუკს დასაპატიმრებლად ამზადებს

18 აგვისტოს აშშის ფედერალურმა სასამართლომ სასამართლო განხილვის წინ შესამოწმებლად და ვერიფიკაციისთვის გადასცა შესაბამის ორგანოებს სპეციალური ფინანსური დოკუმენტაცია იმ პირებისა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან აშშის სახელმწიფო სახსრების დატაცებაში და რომლებმაც შეძლეს სახსრების დანაშაულებრივი ტრაფიკის ორგანიზება ფიქტიური სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში კიევის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა იურისტმა ანდრეი სმირნოვმა გამჟღავნა.

საუბარია აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტისა და იმ სახსრებზე, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზნობრივი პროგრამების ჩარჩოებში გამოიყოფოდა ახალჩასახული დემოკრატიის ქვეყნების მხარდასაჭერად.

დანაშაულებრივი ტრაფიკის ორგანიზატორებად ითვლებიან უკრაინის მხრიდან პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, მოლდოვას მხრიდან _ დეპუტატი ვლადიმერ პლახოტნიუკი.

ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: ვინაიდან პოროშენკო შვეიცარიის (კანტონი ცუგი) მოქალაქეც არის, ხოლო პლახოტნიუკს აქვს რუმინეთისა და რუსეთის პასპორტები, საქმეში ჩაერთო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო. საქმის მასალებს უკვე ადევს, როგორც ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის, ისე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს რეზოლუციები.

დოკუმენტების შემოწმებას 25-დან 60 დღემდე დასჭირდება, შემდეგ კი მასალებს დაუბრუნებენ სასამართლოს და დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.

ახლა ძნელი სათქმელია, მიიყვანენ თუ არა აშშში საქმეს პოროშენკოსა და პლახოტნიუკის დაპატიმრებამდე, მაგრამ წნეხს აუცილებლად მოუჭერენ. ამას მოითხოვს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რადგან არავინ უნდა შეეცადოს პატრონის გაცურებას _ არც ერთი მარიონეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა დასავლურ ელიტას გაუგზავნეს სიგნალი პოროშენკოსა და პლახოტნიუკის ტოქსიკურობის შესახებ, რაც ნადირობის დაწყების სიგნალს ნიშნავს.

აშშ-ის სასამართლოს პრეტენზიების მიხედვით, ადამიანებმა, რომელთა ქვეყნებსაც ამერიკა აფინანსებდა, შეძლეს, მოეწყოთ სახსრების დანაშაულებრივი ტრაფიკი სახელმწიფო მხარდაჭერის ფიქტიური პროგრამების მეშვეობით, ანუ პოროშენკომ კიდევ ერთხელ მოატყუა უკრაინელი ხალხი, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გამოყოფილი ფინანსები  ფერმერების მხარდასაჭერად მიმართა, სინამდვილეში ფული ჯიბეში ჩაიდო.

როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი მანევრი არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ახლა გამოიჭირეს და არ არის გამორიცხული, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

საქმეს საერთაშორისო სკანდალის სუნი აუვიდა.

მოამზადა ნიკა აბაშიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here