მთავარი მსოფლიო აშშ მზადაა თურქეთს მხარი დაუჭიროს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში

აშშ მზადაა თურქეთს მხარი დაუჭიროს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში

გააზიარეთ
თურქეთის პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აშშ პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი

თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. ტერორიზმისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა იყო შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა.


საერთო პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მომავალშიც დაუჭერს მხარს თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ვაპირებთ, რომ მომავალშიც ასე განვაგრძოთ”, – განაცხადა ტრამპმა.

ერდოღანის თქმით კი, რეგიონში ქურთული პარტია დემოკრატიული კავშირის მსგავსი ორგანიზაციების ადგილი არაა და აღნიშნა, რომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა.

9 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა “სირიის დემოკრატიული ძალების” იარაღით მომარაგების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამაზე თურქეთს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და შტატებს გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here