Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბრძოლა მართლმადიდებლებზე გავლენის მოსაპოვებლად

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბრძოლა მართლმადიდებლებზე გავლენის მოსაპოვებლად

3099
ბართლომეოსი და პოროშენკო

მართლმადიდებელ სამყაროში გაჩაღდა ბრძოლა ტვინებზე. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი ცდილობს, თავის მხარეს გადაიბიროს ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლები, რათა მათ აღიარონ უკრაინისრასკოლნიკურიეკლესია, ხოლო თვითონ კონსტანტინოპოლის პატრიარქი პრეტენზიას აცხადებს მართლმადიდებელ სამყაროში პირველკაცობაზე, თანაც სპეცსამსახურების მხარდაჭერით. გთავაზობთ Ria.ruზე გამოქვეყნებულ მასალას, როგორ შექმნა აშშის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (ცსს) ბართოლომეოსისგანაღმოსავლეთის პაპი”.

თავიანთი კაცი სტამბოლში

როგორც კი გახვალთ ჟენევიდან _ შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქიდან _ ორიოდე კილომეტრის დაშორებით, ხალხმრავალი ტროტუარების ნაცვლად დაინახავთ ვიწრო ბილიკებს, რომლებიც ავტომაგისტრალის გასწვრივ გადის, ხოლო თანამედროვე მრავალსართულიანი შენობების ნაცვლად _ პატარა სახლებს დახრილი სახურავებით.

სოფელი შამბეზი ოლქში ელიტურ ადგილად ითვლება. იქ, ძირითადად, დიპლომატები ცხოვრობენ _ არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ _ საეკლესიოც. მათ არსებობაზე მიუთითებს სოფლის შესასვლელში გაკრული აბრები ფრანგულ ენაზე: წმინდა პავლეს ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია”. მაგრამ ასე უბრალოდ ტაძარს ვერ იპოვით: ის ჩამალულია სახლებსა და მაღალ ხეებს შორის. მავთულის ბადის ღობეზე გაკრულია გამაფრთხილებელი აბრა: კერძო საკუთრება. დაცულია!”. ირგვლივ მიმოფანტულია სათვალთვალო კამერები.

ღობის იქით არის უცნაური ფორმის ბეტონის შენობა. მას არ აქვს ფანჯრები, მხოლოდ რამდენიმე ღიობია, რომლებიც ძალიან ჰგავს ე.წ. სათოფეს. აქვს მხოლოდ ორი კარი, რომლებიც საგულდაგულოდ დაკეტილია. ნაგებობას ამშვენებს ჯვარი, რომელიც ანტენას უფრო ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ბუნკერია და არა ეკლესია.

ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და მომავალი პატრიარქი აფინაგორი
ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და მომავალი პატრიარქი აფინაგორი

სხვათა შორის, ეს შენობა სწორედ ევაკუაციის შემთხვევისთვის ააშენეს. აქ მხოლოდ ტაძარი არ არის _ ეს მთელი კომპლექსია, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი შამბეზიში. ის 1966 წელს ააგეს ბართოლომეოსის ერთ-ერთი წინამორბედის _ პატრიარქ აფინაგორის სტამბოლიდან შესაძლო გაქცევის შემთხვევაში. პატრიარქი ტყუილად არ იყო შეშინებული. საქმე ის არის, რომ მსოფლიო საპატრიარქოს (ასეც უწოდებს თავს კონსტანტინოპოლის ეკლესია) ადმინისტრაციული ცენტრი თურქეთში, ასეთი ხმამაღალი სახელწოდების მიუხედავად, შედგება რამდენიმე მოკრძალებული შენობისგან, რომლებიც განლაგებულია სტამბოლის რაიონ ფენერში. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ პატრიარქის ტახტის მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული თურქეთის ხელისუფლებაზე. ასე იყო, მაგალითად, აფინაგორის წინამორბედ მაქსიმე V-ის შემთხვევაში, რომლის წინააღმდეგაც ნამდვილი საინფორმაციო ომი წამოიწყეს. ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ 1948 წელს, როდესაც ცივი ომი ძალას იკრებდა, მან ყველა მართლმადიდებლის შეკრებაზე დელეგაცია გაგზავნა მოსკოვში. ამის გამო თურქეთში, რომელიც იმხანად ნატოში შესვლას ესწრაფვოდა, მაქსიმე V ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.

საბოლოოდ, ხელისუფლებისთვის მიუღებელი პატრიარქი გადააყენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით. სხვათა შორის, საქმეს ჯაშუშების გარეშე არ ჩაუვლია: პროცესს კურატორობდა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. “ქმედებები ხანდაზმული მაქსიმეს შესაცვლელად საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქის პოსტზე, როგორც იქნა, წარმატებით დასრულდა. წმინდა სინოდის შემადგენლობაში მყოფი მიტროპოლიტები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მის მოკვეთას საპატრიარქოდან, რომელიც მართლმადიდებელ ბერძნებს წარმოადგენს მსოფლიოშიახლა კი პატრიარქი ელოდება გადაწყვეტილებას მისი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ”, _ ნათქვამია ცსსის საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც 1948 წლის 11 აგვისტოთია დათარიღებული (დოკუმენტი მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ გაასაჯაროეს).

პაპი პავლე VI
პაპი პავლე VI

ვაკანტური ადგილი არცთუ უმიზეზოდ დაიკავა აფინაგორმა. ის თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ამერიკის საარქიეპისკოპოსოს და ბერძნული დიასპორის ყველაზე გავლენიანი წევრების მხარდაჭერა მოიპოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, კინოკომპანია 20th Century Fox-ის ხელმძღვანელმა სპიროს სკურასმა მომავალი პატრიარქი გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს. კინომაგნატი მიღებული კაცი იყო თეთრ სახლში ომის წლებში, რადგან ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საბერძნეთში პარტიზანებს ეხმარებოდა.

“1946 წლიდან ამერიკელები საბერძნეთის მთავრობის დახმარებით სხვადასხვა გზით ამზადებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტახტზე თავიანთი კაცის დასმას, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ მტრულად იქნებოდა განწყობილი, მაქსიმე V-მ კი რამდენჯერმე განაცხადა რუსეთის ეკლესიასთან დაახლოების შესახებ. მის ადგილს ამზადებდნენ ნიუ-იორკის არქიეპისკოპოს აფინაგორს, ეროვნებით ბერძენს, ამერიკის ქვეშევრდომს”, _ ასე აღწერდა ვითარებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხების საბჭოს თავმჯდომარე ევგენი კარპოვი სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთვის მომზადებულ მოხსენებაში.

ცსს- მოხსენებითი ბარათი, 1948 წლის აგვისტო
ცსს- მოხსენებითი ბარათი, 1948 წლის აგვისტო

და ვატიკანში

1949 წლის იანვარში ახალდანიშნულმა პატრიარქმა აფინაგორმა პირველივე ქადაგებაში მადლობა გადაუხადა თავის კურატორებს. მან მორწმუნეებს მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ “კომუნისტური საფრთხის” წინააღმდეგ საბრძოლველად. თანაც ლაპარაკი იყო არა მხოლოდ მართლმადიდებლებზე, არამედ სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებზე.

იმხანად ქრისტიანულ სამყაროს გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ უნებლიეთ ჩაერთო ორი ზესახელმწიფოს იდეოლოგიურ ომში. 10 წლის შემდეგ გაისმა ტაძრებში ლოცვებზე მეტი საუბრები პოლიტიკაზე, როცა კათოლიკეთა _ უდიდესი დენომინაციის _ მეთაურად აირჩიეს პაპი იოანე XXIII.

იოანე XXIII-ის მმართველობის წლები დაემთხვა ცივი ომის გამწვავებას, ძირითადად, კუბის გამო. კუნძულზე ხელისუფლების სათავეში მოსულ ფიდელ კასტროს მთავრობას გააფთრებით გმობდნენ კათოლიკე ეპისკოპოსები, რომლებიც კუბის რევოლუციის ლიდერს ანტიქრისტეს ეძახდნენ. ყველაზე გავლენიანმა კარდინალებმა კი პაპს მოუწოდეს, კასტრო ეკლესიიდან განეკვეთა, მაგრამ მან უარი განაცხადა და ამით არა მხოლოდ სამწყსო, არამედ დასავლური სამყაროს ლიდერები გააოგნა. მეტიც, სხვა მოლოდინის მიუხედავად, ზესახელმწიფოებს მშვიდობისკენ მოუწოდა. 1962 წლის კარიბის კრიზისის დღეებში, როცა პლანეტა ატომური ომის ზღურბლზე იდგა, იოანე XXIII- რამდენჯერმე დაურეკა აშშის პრეზიდენტ ჯონ კენედის და მოუწოდა, არ დაეწყო ომი საბჭოთა კავშირთან. ამერიკულმა პრესამ, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, პაპი კომუნისტებისადმი სიმპათიაში დაადანაშაულა და მასწითელი პაპიშეარქვა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქის რეზიდენცია
კონსტანტინეპოლის პატრიარქის რეზიდენცია

1963 წლის მაისში იოანე XXIII-მ საჯაროდ განაცხადა, რომ სურს დიპლომატიური კავშირის დამყარება საბჭოთა კავშირთან. 3 ივნისს პონტიფიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა. ქრისტეს ახალი “მოადგილე” კი კანკლავმა ვერაფრით აირჩია…

ბოლოს, კარდინალთა მხოლოდ მეხუთე კენჭისყრის შემდეგ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მონსენიორმა ჯოვანი მონტინომ, რომელმაც პავლე VI დაირქვა. ის საკმაოდ ცნობილი პერსონა იყო, თანაც არამხოლოდ იტალიაში. ამერიკელი ისტორიკოსის _ უილიამ ბლუმის მონაცემებით, რომელიც 1960-იან წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, მომავალი პონტიფიკოსი აქტიურად თანამშრომლობდა დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

ის (პავლე VI) იყო აშშის ცსსის გულუხვი საჩუქრების კიდევ ერთი ბენეფიციარი კეთილი კარდინალი 1950-1960 წლებში ობლებს მფარველობდა იტალიაში და, როგორც ცსსის დირექტორის თანაშემწე ვიქტორ მარჩეტი ამბობს, “იდეა იყო ის, რომ, თუ ასეთ დაწესებულებებს სათანადო დონეზე დაუჭერდნენ მხარს, ბავშვები კომუნისტების ხელში ვერ მოხვდებოდნენ”, _ წერს ბლუმი თავის წიგნში.

პროსაბჭოურიიოანე XXIII ამერიკულმა სპეცსამსახურებმა თავიანთი კაცით შეცვალეს. თავისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პავლე VI დაუფარავად გამოდიოდა კომუნიზმის წინააღმდეგ.

სახელდობრ, როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პატრიარქ აფინაგორის იდეას “კომუნისტური საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანების” შესახებ სწრაფად გამოეხმაურნენ ვატიკანში. 1964 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი და რომის კათოლიკური ეკლესიების ხელმძღვანელები 500 წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ორი წლით ადრე კი ფენერმა გააუქმა თავისი დელეგაციის ვიზიტი რომში “წითელი პაპის” _ იოანე XXIII-ის მიერ მოწვეულ ვატიკანის მეორე შეკრებაზე.

ახალი პაპითუპირველი თანასწორთა შორის”?

სწორედ მაშინ მოიხვეჭა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა საერთაშორისო დონის პოლიტიკოსის სახელი, მორწმუნეებს კი პირველად მაშინ გაუჩნდათ შიში “აღმოსავლეთის პაპის” გამოჩენის თაობაზე.

რატომ შიში? საქმე ის არის, რომ მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ეკლესიას მართავს თვითონ ღმერთი, და არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ეკლესიაში მთავარი პირის სტატუსის პრეტენდენტი იყოს. ეს ერთერთი ძირითადი განმასხვავებელია მართლდმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის. კათოლიციზმში რომის პაპი ოფიციალურად არის აღიარებულიქრისტეს მოადგილედდედამიწაზე, თანაცშეუცდომელია”.

სწორედ ეს საკითხი იყო ორი წლის წინათ უთანხმოების მიზეზი ორ ადგილობრივ ეკლესიას შორის, როდესაც დაიწყო “რასკოლნიკური” მოვლენები უკრაინაში. პრეზიდენტმა (ახლა უკვე ყოფილმა) პეტრე პოროშენკომ გადაწყვიტა, შეექმნა თავისი ეკლესია არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს უკრაინელირასკოლნიკებისლეგალიზაცია და ახალი სტრუქტურისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. ისიც დათანხმდა პოროშენკოს ვედრებას. ეს იმით ახსნა, რომ თითქოსმართლმადიდებელ წინამძღოლთა შორის პირველიადა ეს ნიშნავს, რომ შეუძლია ჩაერიოს ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის საშინაო საქმეებში, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საშინაო საქმეებშიც.

მოსკოვის საპატრიარქო კი დაჟინებით მიუთითებს, რომ კონსტანტინოპოლის წინამძღოლი “პირველია მხოლოდ თანასწორთა შორის”, ამიტომ უფლება არ აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, უკრაინის პრობლემაში ბართოლომეოსი არ უნდა ჩარეულიყო.

პატრიარქ ბართოლომეოსის ქმედებებმა მართლმადიდებლობის სხეული უკვე დაანაწევრა, თანაც შეგნებულად. პატრიარქი ბართოლომეოსი გაფრთხილებული იყო, რომ იქნებოდა ასეთი შედეგები, მაგრამ ის კვლავ განაგრძობს არჩეულ გზაზე სიარულს _ ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ სწორედ ის არის მთავარი შემკვეთი. შეკვეთაში კი გადახდილია კუპიურები, რაც კარგად არის ცნობილი”, _ განუცხადა ფრანგულენოვან პორტალ orthodozie.com-ს “მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ეკლესიური კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა. მისი თქმით, ამერიკელთა შეკვეთის მიზანი იყო “მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დარღვევა”. პატრიარქ ბართოლომეოსს კი, უწინარესად, “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დანგრევა, მისი დასუსტება სურს”. როგორც ჩანს, ბართოლომეოსის წინამორბედების მიერ სპეცსამსახურების მხარდაჭერით დაწყებული იდეოლოგიური კამპანია ცივ ომთან ერთად ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here