მთავარი დაიჯესტი აშშ-ის სენატმა ანგარიში გამოაქვეყნა ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში “მოღვაწეობის” შესახებ

აშშ-ის სენატმა ანგარიში გამოაქვეყნა ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში “მოღვაწეობის” შესახებ

395
გააზიარეთ
ჯო და ჰანტერ ბაიდენები

აშშის სენატის ორმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, უკრაინაში მოღვაწეობაზე. ლაპარაკია ჰანტერის მუშაობაზე ბუნებრივი აირის კომპანია Rurisma მმართველობაში, _ იუწყებაამერიკის ხმა”.

87-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნეს ეროვნული უშიშროებისა და საფინანსო კომიტეტებმა. დოკუმენტის ავტორები არიან სენატორები რესპუბლიკური პარტიიდან _ რონ ჯონსონი და ჩაკ გრესპი, ისინი ამტკიცებენ, რომ ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში მუშაობა ქმნიდა ინტერესთა კონფლიქტს, რადგან იმხანად ჯო ბაიდენს ეკავა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი და კურატორობდა უკრაინის საკითხებს.

“კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოძიების მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ იცოდა, რა პოსტი ეკავა ჰანტერ ბაიდენს Burisma-ს მმართველობაში. ეს პრობლემას ქმნიდა და ხელს უშლიდა უკრაინის მიმართ ეფექტიანი სტრატეგიის განხორციელებას”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, ანგარიშში მითითებულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გავლენას ახდენდა უმცროსი ბაიდენის უკრაინაში მუშაობა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბაიდენი უკვე იყო ამერიკის პრეზიდენტი? არ მახსოვს.(წერეთ ყურადღებით)

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here